„სურბ გევორგის“ ეკლესიის ხელახალი კურთხევა და გახსნა ბეჭდვა

St.Gevorg 

2015 წლის 30-31 ოქტომბერს, თბილისში გაიმართება სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის „სურბ გევორგის“ საკათედრო ეკლესიის ხელახალი კურთხევისა და გახსნის ცერემონია.

ეკლესიის კურთხევის წესი დაიწყბა პარასკევს, 30 ოქტომბერს, 12:00 საათზე. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მის ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის მიერ მოხდება ეკლესიის 12 სვეტის, სურბ სარგის მხედართმთავრის და სურბ ვარდანანც საკურთხეველის კურთხევა.
შესვლა თავისუფალია.

მეორე დღეს, 31 ოქტომბერს, დილით, სრულიად სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის გარეგინ მეორის მიერ შესრულდება ტაძრის წმიდა ტრაპეზის, მოსანათლი აუზის, საკურთხეველის და წმიდა მახარებელთა სვეტების კურთხევა. უწმინდესის და უნეტარესის მიერ მოხდება ქველმოქმედთა დაჯილდოება. შესვლა მოსაწვევით.

იმავე დღეს, 13: 00- საათზე, ახლად ნაკურთხ საკათედრო ეკლესიაში აღევლინება პირველი საღმრთო ლიტურგია. შესვლა თავისუფალია.