საახალწლო ზეიმი „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღში ბეჭდვა
სიახლეები

A12018 წლის 28 დეკემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ 48910583გიულბენკიანის სახელობის დარბაზში „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის საახალწლო ზეიმი გაიმართა. საბავშვო ბაღის მასწავლებელთა ძალისხმევითა და ფანტაზიით მორთული დარბაზი ნამდვილ ზამთრის შთაბეჭდილებას ტოვებდა. საბავშვო ბაღის აღსაზრდელები, თოვლის ბაბუის მოლოდინში, რომელიც საჩუქრებით უნდა მოსულიყო და ახალი - 2019 წლის დადგომა ეხარებინა, ტყის სხვადასხვა ცხოველის კოსტიუმებში იყვნენ გამოწყობილნი.
48997343ლამაზად მორთულ დარბაზში ადგილები ეკავათ არა მხოლოდ პატარების მშობლებს, ბებიებსა და ბაბუებს, არამედ სულიერ მამებს, „ჰაირტუნ“ ცენტრისა და ეპარქიის სხვა თანამშრომლებს.
ზეიმი საუფლო ლოცვითა და საქართველოს სომეხთა ეპარქიის 49152973განათლების განყოფილების დირექტორის, ევგენია მარკოსიანის მისასალმებელი სიტყვით დაიწყო. ერთიმეორის მიყოლებით გამოდიოდნენ პატარები ლამაზი და სწორი სომხური სიტყვით, მხიარული ცეკვა-სიმღერით, ლექსებით. ბოლოს თოვლის ბაბუა მოვიდა და 49547416ზეიმით ნასიამოვნებმა ბავშვებს სააახალწლო საჩუქრები გადასცა.
ღონისძიების დასასრულს, „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის სულიერმა მოძღვარმა, მღვდელმა სამველ თოროსიანმა დამსწრეებს ეპარქიის წინამძღვრის კურთხევა გადასცა, დიდად დააფასა მოსწავლეთა მონაწილეობით გამართული საახალწლო ზეიმი, შეაქო საბავშვო ბაღის პედაგოგები მათი სანუკვარი საქმიანობისათვის და დამსწრეებს სომხურ ეკლესიასთან სიახლოვის, მის ყველა ცერემონიაში მონაწილეობის მიღებისა და მათი შვილების „ჰაიატრუნ“ ცენტრში მოყვანისკენ მოუწოდა. მღვდელმა სამველ თოროსიანმა  დამსწრეებს დამდეგი ახალი წელი და შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და ყველა ბროწეულის კურთხევის, შობისა და ნათლისღების ცერემონიებში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)