სომხური არმიის დღე საქართველოში ბეჭდვა
სიახლეები

A28 იანვარი სომხური არმიის დღეა. უკვე 27 წელია სომეხი ერი სომხეთსა და 50827333დიასპორაში საკუთარი არმიის, საკუთარი ჯარისკაცის დღესასწაულს ზეიმობს.  
სომხური არმიის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრიდან დაიწყო, სადაც დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის უკვდავსაყოფად  სანთლები დაანთეს სომხეთის რესპუბლიკის ელჩმა 50843337საქართველოში რუბენ სადოიანმა, საელჩოს თნამშრომლებმა და მორწმუნეებმა.
ამის შემდეგ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი 50880577ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის ხელმძღვანელობითა და სასულიერო დასის მონაწილეობით პანაშვიდის წესი შესრულდა. სომხური არმიის რეორგანიზაციასა და სომეხი ჯარისკაცის დღესასწაულთან დაკავშირებით მისალოცი 51007249სიტყვა წარმოთქვეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, სომხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში და საელჩოს სამხედრო ატაშემ. დამსწრეებმა პატივი მიაგეს „სურბ გევორგ“ საკათედრო 50837883ტაძრის ეზოში დაკრძალული  დიდებული სომეხი გენერლების, მიხეილ ლორის-მელიქოვის, ივანე ლაზარევის, ბორის შელკოვნიკოვის, არზას ტერ-ღუკასოვის ხსოვნას და ყვავილებით შეამკეს მათი საფლავები.
50949573სომხური არმიის დღე ასევე აღინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალციხის სასულიერო ინსპექციაში. ახალციხის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიაში სადღესასწაულო ცერემონიალი შესრულდა სომეხი ერისა და მისი თავდაცვითი არმიის დაცვისა და შენარჩუნებისათვის. ლოცვის დასასრულს სასულიერო ინსპექციამ დამსწრე მორწმუნეებს სომხური არმიის დღე მიულოცა, ხოლო „ახალცხა“ ცეკვისა და სიმღერის ანსამბლმა სადღესასწაულო დღე კიდევ უფრო დაამშვენა.
28 იანვარს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩის მიერ ოფიციალური მიღება გაიმართა.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)