საქართველოს სომეხთა ეპარქიაში აღინიშნა სებასტიელი ორმოცი წმინდა ყრმის ხსენების დღე ბეჭდვა
სიახლეები

Aსომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესია დიდი მარხვის მეოთხე კვირას55625687 აღნიშნავს სებასტიაში წამებული ორმოცი ყრმის ხსენების დღეს.
2019 წლის 30 მრტს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის თბილისის  „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში  საღმრთო ლიტურგიის დროს აინთო ყვავილებით შემკული სანთელი, წამებული ორმოცი ყრმის ხსოვნის ნიშნად.  40 დანთებული სანთლით მორთული მაგიდა, რომელიც უკვე 15 წლის განმავლობაში ეკლესიის ერთგულის, მარგარიტა კირაკოსიანის ინიციატივით ირთვება და ადგილს იკავებს ავლაბარის წმინდა ეკლესიაში, იყო სიმბოლო მოწამეთა ქრისტიანული რწმენისადმი ერთგულებისა,   მათი    წამება, რომელიც  ჩანს   ნათლის გვირგვინებით.  იმ მოწამის სანთელი კი, რომელმაც ვერ გაუძლო წამებას, ყვავილის გარეშე დარჩენილი,  მიგვანიშნებს იმაზე, რომ მან ვერც მიწიერი სიცოცხლე შეინარჩუნა, ვერც ზეციერს ეღირსა.
წმინდა ლიტურგიის, ეკლესიის სულიერმა მწყემსმა, მღვდელმა  სამველ თოროსიანმა იქადაგა დღს საიდუმლოების: სებესტიაში წამებული და წმინდანებად 56184236შერაცხული 40 ყმის შესახებ და ყრმების ისტორიის მაგალითით დამსწრეებს მოუწოდა ცხოვრების ყველა სიძნელის დროს ერთგულნი იყონ ქრისტეს რწმენისადმი, იცხოვრონ სიყვარულით, იყონ კეთილი და  ცხოვრების სიძნელეების დროსაც კი ერთგულნი იყონ ქრისტიანული რწმენისა, მზად იყონ  მსხვერპლის გასაღებად და  გადალახონ ვნებები, რომ დაიმსახურონ    ზეციური გვირგვინი.56466293
შემდეგ დიაკავანის, არტაკ ანტონიანის მიერ წაკითხულ იქნა 40 სებასტიელი მოწმის ისტორია.
საღმრთო ლიტურგიის  სულიერი მამების მიერ შესრულდა   მცენარეული ზეთის   ტრადიციული  კურთხევა და დაურიგდათ მორწმუნეებს.
40 მოწმის წმინდა ნაწილები განისვენებენ სებასტიაში, სადაც შემდგომში აშენდა „40 ყრმის“ სახელწოდებით 40 გუმბათიანი   ტაძარი,  რომელიც იდგა თემურ-ლენგის შემოსევამდე.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)