განსაკუთრებული საყოველთაო ნათლობა ბეჭდვა

294922 210761809040639 1314121989 n

4 მაისს ახალქალაქის რაიონის ეკლესიაში სურბ ხაჩ შედგა უპრეცედენტო და განსაკუთრებული ნათლობის ცერემონიალი: ინათლებოდნენ ქალაქში მცხოვრები ასაკოვანი   ადამიანები, რომელთა უმეტესობა მარტოხელაა და ცხოვრობს გაჭირვებაში.

მონათლულთა უმეტესობა მთელი ცხოვრების მანძილზე გულით ატარებდა ღმერთის მიმართ რწმენას, მთელი ცხოვრების მანძილზე ელოდებოდა ამ დღეს, მაგრამ უღმერთობის პერიოდის იდეოლოგიური ბარიერები და მომავალ წლებში დაწყებული და დღემდე არსებული მძიმე სოციალური პირობები ხელს


528866 210761969040623 1207831871 n

უშლიდნენ მათი სანუკვარი ოცნების განხორციელებას. ზოგიერთმს მათგანმა, ჯანმრთელობის პრობლემებითაც კი, დიდი სიამოვნებით და ბედნიერების ცრემლებით თვალებში მიიღო ჩვენი უფალის - იესო ქრისტეს წმინდა მემკვიდრედ ყოფნის ეკლესიის მიწვევა.

მარტოობის სიძნელეების ანაბეჭდით გულში, დღეს წმინდა ნათლობით ხელმეორედ დაბადაბულებმა   დაინახეს მათ ცხოვრებაში იესოს სინათლე. მარადიული ცხოვრების რწმენით და იმედით გამხნევებულებმა მათ სანთლები დაანთეს და ლოცვა აღავლინეს.
ცერემონიის შემდეგ მათთვის გაიმართა სადილი - ცხონებული შარლოთ აჭემიანის სულის სიმშვიდისთვის. 
ახლადმონათლულები მამა ბაბკენის კურთხევით სუფრასთან ისხდნენ სულიერ მოძღვრებთან ერთად, მათ სიამოვნებით მიიღეს   ცხოვრებაში ამდენად საჭირო ოჯახური სითბო და სიყვარული, რაც ძალიან აკლიათ. 
ინიციატივა   პერიოდულად გავრცელდება ახალქალაქის გარეთაც და მოიცავს რეგიონის თემებს.