გ.ღალამქაროვისა და გ.ჰარუთუნიანის კრებულების პრეზენტაცია თბილისში ბეჭდვა

318067 226501844133302 1686676837 n

29 მაისს, სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის კულტურულ, საგანმანათებლო და ახალგაზრდულ ცენტრში„ჰაიარტუნ" სომხური ეპარქიის წინამძღვარის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის კურთხევით ლიტერატურული და საზოგადო მოღვაწის არტემ გრიგორენცის ინიციატივით ჩატარდა ერთდროულად ორი ბეჭდვითი გამოცემის - თბილისელი მწერლის გარი ღალამქაროვის „გულის სიღრმიდან“ ქართული ლექსების კრებულის და სომხეთის მწერალთა კავშირის რუსულენოვანი სექციის წევრის გრიგორ ჰარუთუნიანის "სად მტკვარი ... სად ჩემი სახლი ..." მოთხრობათა კრებულის პრეზენტაცია

პროფესიიბიოლოგიის მასწავლებლის ღალამქაროვის სასიცოცხლო ინტერესებ სცილდება მის არჩეულ სპეციალობას. მისი შემოქმედების სფერო ლირიკაა და შფოთვა სამშობლოს ბედისათვის, თემა - ქრისტიანობა და მეგობრული ეპიგრამა, თანამედროვეთა თარგმანები რუსულიდან და სომხურიდან.

ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისური საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებმაც დიდი ინტერესით მოისმინეს ღალამქაროვის ლექსები. მასზე თბილი სიტყვებით ისაუბრეს პოეტმა დალი ცუცქირიძემ, მხატვრებმა ჯოვანი ვეფხვაძემ, გურამ სოლოღაშვილმა, კოლეგებმა განათლების სფეროდან - რევაზ დოლიძემ, ნოდარ ხიდაშელმა, გამომცემლობის „კალმოსანის“ მთავარმა რედაქტორმა ხვიჩა ხალიბეგაშვილმა.   "უსინათლოები საზღვრებს გარეშე" არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერმა, მწერალმა ზურაბ ხაჩიძემ დამსწრეთ შეატყობინა, რომ გ.ღალამქაროვის აღნიშნულმა კრებულმა ადგილი ჰპოვა საქართველოს უსინათლო მოქალაქეთა ბიბლიოთეკაში, რომლითაც სარგებლობს შვიდი ათას აბონენტი.

და თუ ეს წიგნი გ. ღალამქაროვისთვის პირველია, წარდგენილი წიგნი გრიგორ ჰარუთუნისთვის არ არის პირველი. ის ავტობიოგრაფიული და ეძღვნება თბილის, სადაც ავტორი დაიბადა, გატარ სიჭაბუკე, დაამთავრა 66-ე საშუალო სკოლა. წიგნში ბევრია თბილი მოგონება მისი სიყმაწვილის ქალაქის, პუშკინის ქუჩის № 19 სახლის შესახებ, სადაც ის არ ყოფილა 25 წელი, მას შემდეგ რაც ერევანში ცხოვრობს. სკოლის დამთავრების შემდეგ მან ჩააბარა გორკის (ნიჟნი ნოვგოროდის) სამედიცინო ინსტიტუტში, შემდეგ სასწავლებლად გადავიდა ერევანში, მაგრამ მას არ შეუშალა   ექიმის კარიერამ. მან დაიწყო ხელოვნების საგნების, ფერწერული ტილოების  შეგროვება, გახდა ხელოვნებათმცოდნე, დაწერა რამოდენიმე წიგნი ამ სფეროზე, სანამ გახდებოდა მწერალთა კავშირის წევრი იყო სომხეთის მხატვართა კავშირის წევრი.                                                                                          ვიმედოვნებთ, რომ თბილისში მის ამ ხანმოკლე ვიზიტს მოჰყვება  უფრო ხშირი ვიზიტები, რომლის დროსაც მკითხველ საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება უკეთესად გაეცნოს მის ნაწარმოებებს.  

"ჰაიარტუნ" კულტურული ცენტრის თბილი მიღება და კომფორტული გარემო იმედს იძლევა, რომ ყველა ახალი გამოცემის   ასეთი პრეზენტაცია ხელს შეუწყოსხვადასხვა ეროვნების ლიტერატურულ მოღვაწეთა, აგრეთვე მათ თაყვანისმცემლთა კონსოლიდაცია.