ვარდან ჰაკობიანის წიგნის „ქვის სუნთქვა“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია ბეჭდვა

521395 225190780931075 744561407 n (1)

27 მაისს სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის   საქართველოს სომხური ეპარქიის „ჰაიარტუნ“კულტურული ცენტრის გალუსტ გიულბეკიანის სახელობის დარბაზში სომხურ-ქართული ლიტერატურული კავშირების „კამურჯ“ გაერთიანების ინიციატივით შედგა არცახის მწერალთა კავშირის თავმჯდომარის ვარდან ჰაკობიანის ლექსების კრებულის     „ქვის სუნთქვა“ ქართული წიგნის პრეზენტაცია.

165819 225190827597737 113192792130875 374756 819551987 n

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ჰოვანეს მანუკიანი, საქართველოში სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, სომხეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე ლევონ ანანიანი, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი, საქართველოს სომეხ მწერალთა კავშირის „ვერნატუნ“ გაერთიანების თავმჯდომარე გევორგ სნხჩიანი, მწერალი-თარჯიმანი გივი შახნაზარი, ლექსების კრებულის „ქვის სუნთქვა“ ავტორი,   საქართველოს სომეხი ინტელიგენციის წარმომადგენლები, სტუმრები სომხეთიდან და არცახიდან.

სომხურ-ქართული ლიტერატურული კავშირების „კამურჯ“ ორგანიზაციის თავმჯდომარემ ანაჰიტ ბოსტანჯიანმა ისაუბრა მწერლის, დრამატურგის, პუბლიცისტის, იარაღითა და კალმით თავისი ხალხის ნების გამარჯვებისათვის მებრძოლის - ვარდან ჰაკობიანის შემოქმედებით გზაზე. საქართველოსა და სომხეთის მწერალთა კავშირების თავმჯდომარეებმა   ვარდან ჰაკობიანის ლიტერატურული მოღვაწეობის შესახებ საუბრისას, კონკრეტულად ხაზი გაუსვეს „ქვის სუნთქვა“ კრებულში თავმოყრილი   ლექსების გულწრფელობას და ემოციურობას, იდეოლოგიურ მყარ საყრდენს, შეაფასეს ის როგორც ახალი სიტყვა თანამედროვე სომხურ ლიტერატურაში.   განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად მიიჩნიეს ვარდან ჰაკობიანის წიგნის ქართული გამოცემა, როგორც ორი ხალხების კულტურული კავშირების გაღრმავების სანიმუშო მაგალითი.

მადლობისა და მადლიერების სიტყვაში, არცახის მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ ვარდან ჰაკობიანმა ისაუბრა საქართველოსა და ქართულ ლიტერატურასთან მის კავშირებზე, საიათ-ნოვას ქართული ლექსების მის გაცნობაზე, ვაჰან ტერიანის თარგმანით წაკითხულ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნით“ მის აღფრთოვანებაზე, მორის ფოცხიშვილის ნაწარმოებების მისეულ ხედვასა და ქართველ ახალგაზრდა მწერლებთან მეგობრობის შესახებ. მან დიდი მნიშვნელობა მიანიჭა თბილისისა და შუშის როლის მსგავსებას სომხური კულტურის განვითარებაში, ხაზი გაუსვა მამისგან გადმოცემულ სიყვარულს და ხედვას თბილისისა და საქართველოს მიმართ და დიდად დააფასა მისი წიგნის ქართული თარგმანი.  

ვარდან ჰაკობიანის კრებულიდან „ქვის სუნთქვა“ ნაწყვეტები წაიკითხეს თბილისის 104-ე სკოლის მოსწავლემ ლიზა თოროსიანმა, ახალგაზრდა ქართველმა პოეტებმა ჰენრიხ დოლიძემ და თბილისის წმინდა სამების ტაძრის მღვდელმა პეტრე კვარაცხელიამ.

არცახის მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ ქართველი პოეტები მიიწვია შემოდგომაზე სტეფანაკერტში გასამართ ახალგაზრდა შემოქმედთა საერთაშორისო ფესტივალზე.