სომხური არქიტექტურის შედევრებისადმი მიძღვნილი ლექცია ბეჭდვა

165802 221099511340202 113192792130875 364744 881981500 n

სომხეთი მდიდარია არქიტექტურული ძეგლებით, რომლებიც მონასტრების, ეკლესიების და ტაძრების სახით გაფანტულია მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. ისტორიული ძეგლების შესწავლა არა მხოლოდ დარგის სპეციალისტთა ინტერესის საგანია, არამედ უამრავი სხვა სპეციალობის ადამიანის საყვარელი საქმე და ჰობი. ერთ-ერთი მათგანია თბილისში ცნობილი მუსიკათმცოდნე ესაი აბოვიანი, რომლის საყვარელი საქმე სომხური ისტორიული და არქიტექტურული

ფასეულობების შესწავლაა. გი ხშირად ინახულებს ისტორიულ   ძეგლებს, ფოტოებს იღებს, შეისწავლის მათ   ისტორიასა და არქიტექტურულ ღირებულებას. მისი დაგროვილი ინფორმაციის დაინტერესებულ პირთათვის გადაცემის და მომზადებული   სლაიდების ჩვენების მიზნით სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის „ჰაიარტუნ" კულტურული ცენტრის ინიციატივით გალუსტ გიულბეკიანის   სახელობის დარბაზში 19 მაისს შედგა ლექცია, რომელიც მიეძღვნა სომხეთის რესპუბლიკის არქიტექტურის ნიმუშებს.

გამომსვლელმა საქართველოს სომეხი ინტელიენციის წარმომადგენლებს, ხელოვნების მოღვაწეებს ამჯერად წარუდგინა სომხეთის რესპუბლიკის ლორეს რეგიონი და იქ დაცული არქიტექტურული ძეგლები. ესაი აბოვიანმა მის მიერ გადაღებული და მომზადებული სლაიდების ჩვენებით წარადგინა ამ რეგიონში მდებარე რვა მონასტერი, უამრავი ტაძარი. მან დაწვრილებით ისაუბრა ოძუნის, ჰორომაირის, არდვინის ტაძრებზე, სანაჰინის, ხუჭაპის, ხორაკერტის, ქობაირის მონასტრებზე, ხოჟორნის ეკლესიაზე, მოყვა აგრეთვე ზაქარიანების გვარის, მათი საგმირო საქმეების შესახებ, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ეკლესიათა ჯვრის ფორმის გუმბათურ კონსტრუქციებზე, ხორაკერტის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ეკლესიის უნიკალურ შენობაზე - 10 წახნაგებსა და 30 სვეტიანი გუმბათის განუმეორებლობასა და სამშენებლო თავისებურებებზე.  

გამომსვლელმა უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს. სომხური კულტურისა და ხუროთმოძღვრული ძეგლების შესახებ   ლექციათა ციკლი გაგრძელდება შემდგომაც.