პანაშვიდი გაიანე ხაჩატრიანის საფლავთან ბეჭდვა

479260 214593888657431 1863840484 o

სამწუხაროდ მას 70 წელიც ვერ შეუსრულდა, მაგრამ ის კვლავაც ცოცხალია მის ნაცნობთა, მისი ხელოვნების უამრავ დამფასებელთა გულში.  

9 მაისს ნიჭიერ ფერმწერ გაიანე ხაჩატრიანს შეუსრულდებოდა 70 წელი. წინა დღეს მხატვრის ახლობლების - მელანია ბარსეღიანის და რომეო მათიაშვილის წინადადებით ჩატარდა სახლის კურთხევის ცერემონია იმ სახლში, სადაც ათწლეულების განმავლობაში ცხოვრობდა დიდი მხატვარი,

სადაც ნიჭიერმა ფერმწერმა შექმნა საოცარი ტილოები.

გაიანე ხაჩატრიანის 70 წელთან დაკავშირებით 8 მაისს მის საფლავთან - თბილისის ხოჯივანქის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში შეიკრიბნენ მისი თაყვანისმცემლები, ინტელიგენციის წარმომადგენლები, მისი ხელოვნების თაყვანისმცემლები. საქართველოში სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა პანაშვიდი აღავლინა, ყვავილებით შეამკეს გაიანე ხაჩატრიანის საფლავი. დიდ მხატვარს არშემდგარი იუბილე მიულოცეს და მასზე მოგონებებით გამოვიდნენ მისი ახლობლები და მისი ხელოვნების თაყვანისმცემლები.