ფერმწერი პედაგოგისა და მისი მოსწავლეების ნამუშევართა გამოფენა თბილისში ბეჭდვა

156257 223373287779491 113192792130875 369512 1251326930 n

25 მაისს, სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის „ჰაიარტუნ" კულტურული ცენტრის გალუსტ გიულბეკიანის სახელობის დარბაზის კედლებს ამშვენებდა უამრავი ნატიურმორტი, პორტრეტი და პეიზაჟი, რომელთა ავტორი თბილისელი სომეხი ფერმწერი და პედაგოგი რობერტ ნერსესოვი და მისი მოწაფეებია.

„ჰაიარტუნ" კულტურული ცენტრის და საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს და სრ კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით ორგანიზებული გამოფენა განსაკუთრებულია. გამოფენაზე წარმოდგენილი ხუთ ათეულზე მეტი ტილოდან რობერტ ნერსესოვ- ფერმწერს ეკუთვნის მხოლოდ სამი - „ნატიურმორტი“, „სახელოსნო“ და „ტალღა“.

პატივცემული ფერმწერ-პედაგოგი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო უამრავ გამოფენაში   როგორც საქართველოში, ისე სომხეთში, საფრანგეთში, ტორონტოში და სხვ., ამჯერად ხელოვნების მოყვარულებს წარუდგა თავის მოწაფეთა ნამუშევრებით და მათ გვერდით.

ათვალიერებენ დამსწრენი ნერსესოვ-პედაგოგის მოწაფეთა ნამუშევრებს და აღფრთოვანებულები არიან მარი ხიდეშელის "ეგვიპტით", "გვირგვინით", "კარით", ერვანდ მურადიანის "შემოდგომით", "ეკლესიით", "წმიდა ოძნელის, ირინა ხაჩატუროვას "თევზებით“ " პორტრეტით", აგრეთვე სერგო მიკირტუმოვის, ილონა მინასოვას, ზურაბ ჯანიაშვილის, სერგეი ვაშლევიჩის, გაიანე მანასიანის, დავით შახბასოვის და სხვათა ნამუშევრების ოსტატობით.

გამოფენის საზეიმო გახსნაზე საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ მერუჟან შაუმიანმა ისაუბრა იმ დიდ სიყვარულსა და უნარებზე, რომელთაც წვეთ-წვეთ გადასცემს ნერსესოვ-მხატვარი თავის მოწაფეებს, მათ უხსნის ფერწერის საიდომლოებს,   ასწავლის სწორად შემოქმედების   უნარებს.  

ლევონ ოსიპივმა ისაუბრა რობერტ ნერსესოვ-ფერმწერის თანდაყოლილ ნიჭსა და მის ნათელი წარმოსახვის შესახებ, ფერმწერმა ჯოვანი ვეფხვაძემ ხაზი გაუსვა მის მდიდარ პალიტრას, სინათლის სწორ ჰარმონიას, ფერთა შეხამების ოსტატობას, ხელოვანის ყველაზე დიდ დამსახურებად მიიჩნიეს ათეული მოწაფის ფერწერის სწორ გზაზე დაყენება, პედაგოგის ყველაზე მაღალი შეფასება კი მისი მოწაფეების ერთგულებაა ფერწერისადმი.

საქართველოში სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა მაღალი შეფასება მისცა ნერსესოვ მხატვარ-პედაგოგის იმ სამუშაოს, რომელსაც ის ასრულებს თავის მოწაფეების აღზრდაში, სომხური ფერწერის თბილისური სკოლის ტრადიციების მათთვის გადაცემაში, შენარჩუნებასა და თაობებისთვის მისი გადაცემის უკვდავ საქმეში.

„ჰაიარტუნ"კულტურულ ცენტრში რობერტ ნერსესოვისა და მის მოწაფეთა ნამუშევრების გამოფენა გაგრძელდება 31 მაისამდე.