საიათ-ნოვას ტრადიციული ვარდატონი თბილისში ბეჭდვა
მომხმარებლის შეფასება: / 0
ცუდისაუკეთესო 

521553 224176921032461 68619038 n

27 მაისს დილიდან წმინდა გევორგ ეკლესია და მის შემოგარენი მოფენილი იყო სურნელოვანი ვარდები, ისმოდა საიატ-ნოვას სიმღერები  და მუსიკა. კვლავ ვარდატონი იყო, კვლავ საიათ-ნოვა და მისი სიმღერა სუფევდა ყველგან, და ეს ვარდატონი იყო განსაკუთრებული, ვინაიდან   იგი ეძღვნებოდა საიათ-ნოვა დიდი აშუღის 300 წლისთავის იუბილეს, რომელიც ტარდება იუნესკო-ს ეგიდით.

306135 224204737696346 500323055 n

ღონისძიება ორგანიზებული იყო საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს, საქართველოში სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის მიერ, საქართველოს პრეზიდენტის აპარატის, თბილისის მერიის, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკების კულტურის სამინისტროების მხარდაჭერით. წლევანდელი ვარდატონი არ შემოიფარგლა მარტო თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული საიათ-ნოვას სიმღერის მოყვარულების მასპინძლობით. დიდი ხანია ის გასცილდა ქვეყნის საზღვრებს, ვინაიდან უსაზღვროა ზოგადსაკაცობრიო ხელოვნების დამფასებელთა რიცხვი. ვარდატონზე დასასწრებად უამრავი სტუმრი იყო ჩამოსული ერევნიდან, სომხეთი სხვადასხვა რეგიონიდან და ქალაქიდან, აგრეთვე არცახიდან. საპატიო სტუმართა შორის იყვნენ   საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰოვანეს მანუკიანი, საქართველოში სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ვან ბაიბურთიანი, მწერალ-თარჯიმანი გივი შახნაზარი, საქართველოს სომეხთა „ვერნატუნ“ კავშირის თავმჯდომარე გევორგ სნხჩიანი და სხვა.                                                        

სომხეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ ლევონ ანანიანმა,   საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ მაყვალა გონაშვილმა და არცახის მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ ჰაკობ ჰაკობიანმა გამოსვლებში ღირსეულად შეაფასეს ის ხალხი, რომელმაც   კაცობრიობ მისცა საიათ-ნოვა,   ის დრო, რომელმაც შექმნა საიათ-ნოვას ხელოვნება, ის ქალაქი, სადაც დაიბადა და შედგა დიდი აშუღი, ის ხელოვნება, რომელმაც განიცადა 300-წლიანი გამოცდა და გახდა ხალხთა დამაკავშირებელი ხიდი.

ვარდატონი გადაიზარდა სახალხო ზეიმში, სადაც ჰაერი აღსავსე იყო ვარდის სურნელით. საიათ-ნოვას სუნთქვით.   ღონისძიების წამყვანების - „ჰაიარტუნ“ კულტურული ცენტრის თანამშრომელების - მარი არაქელოვასა და ლევონ ჩიდილიანის გულწრფელ და საზეიმო სიტყვას მოყვებოდა საიათ- ნოვას სიმღერის განუმეორებელი შესრულებები და ცეკვები. ღონისძიებას ამშვენებდბნენ - ანსამბლი „ქსოვრელები“   (სამხატვრო ხელმძღვანელი ელდარ შოშიტაშვილი), სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს „საიათ ნოვა“ აშუღური სიმღერის დამსახურებული ანსამბლი (სამხატვრო ხელმძღვანელი, სრ სახალხო არტისტი თოვმას პოღოსიანი), მომღერლები ვანიკო დარაშვილი და გურგენ დაბაღიანი, მედუდუკეები გევორგ დაბაღიანი და ვანო მკრტჩიანი, „ჰაიარტუნ“ კულტურული ცენტრის ნერსეს შნორჰალის სახელობის სიმღერისა და მუსიკალური საკრავების ანსამბლის სოლისტები.                                                                                                                                         სახალხო ზეიმმა თბილისის გორგასლის მოედანზე ისევ გამოაცოცხლა თბილისური მხიარული კოლორიტი - დამსწრეთა   სიმღერითა და მხიარული განწყობილებით.

და ვარდატონი კვლავ იქცა დიდი საიათ-ნოვას და მისი შექმნილი სიმღერისა და მუსიკის განდიდებისა და მისი სიმღერის   უკვდავების სიმბოლოდ.