შარლ აზნავური საქართველოში სომეხთა ეპარქიის ეკლესიაში წმიდა ეხმიაძინ ბეჭდვა

561998 258455744271245 1720983958 n

2012 წლის 15 აგვისტო თბილისელ სომეხთა ცხოვრებაში ჭეშმარიტად ისტორიულ დღედ იქცა.

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოწვევით საქართველოში სტუმრობს საფრანგეთში   მცხოვრები სომეხი მომღერალი შარლ აზნავური. ახალციხეში გამგზავრების წინა დღეს იგი თბილისში ეწვია სომხურ სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძარს წმიდა ეხმიაძინ.

მიუხედავად   აგვისტოს მცხუნვარე მზისა, ხალხმრავლობა იყო ავლაბრის წმიდა ეხმიაძინ   ეკლესიის ეზოში.   ხალხი მოვიდა ღვთაებრივი ნიჭითა და

562714 258455767604576 1852459388 n

ერისათვის მოღვაწეობით   მსოფლიოსთვის ცნობილი ადამიანის - შარლ აზნავურისათვის პატივის მისაგებად. საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ჰოვანეს მანუკიანის თანხლებით, ეკლესიის ეზოში მომღერალს დახვდნენ საქართველოში სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, სასულიერო პირები, თბილისის საზოგადოებრიობა.

კეთილი ნების ელჩმა უძველეს ეკლესიაში   ლოცვა აღავლინა საქართველოსა და სომხეთის მეგობრობის და მსოფლიოში გაფანტულ სომეხთა ერთიანობის ვედრებით. წინამძღვარმა მადლიერების სიტყვითა და კურთხევით მიმართა დიდ შანსონიეს - მისი ხანმოკლე შესვენების დროს სომხურ ეკლესიაში სანთლების დანთების და თბილისელ სომხებთან შეხვედრის საშუალების გამოყენებისათვის.

შემდგომ     „ჰაიარტუნ"კულტურული   ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში შედგა შარლ აზნავურის შეხვედრა თბილისი სომხური თემის წარმომადგენლებთან.

მიესალმა რა დიდ ჰუმანისტსა და მეცენატს, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჰოვანეს მანუკიანმა დაადასტურა ის დიდი სიყვარული და პატივისცემა, რომელიც გააჩნია თბილისის სომეხ მოსახლეობას თავისი თანამემამულის მიმართ. ბატონმა ელჩმა მოწიწებით გაიხსენა ის სითბო, რომლითაც ერთი წლის წინ ადგილობრივი სომხები დახვდნენ ყოველთა სომეხთა კათალიკოსს უწმიმნდესსა და უნეტარესს გარეგინ მეორეს, დღეს კი ხვდებიან სომეხ ცნობილ მომღერალს.

"აიარტუნ" კულტურის ცენტრის კოორდინატორმა და კულტურის განყოფილების პასუხისმგებელმა ლევონ ჩიდილიანმა საფრანგეთიდან ჩამოსულ სტუმრებს გააცნო ცენტრის საქმიანობა.

დიდ პატრიოტს მათი ნამუშევრები აჩუქეს თბილისელმა სომეხმა მხატვარმა თენგიზ მიკოიანცმა, მუსიკოსმა   ლევონ შაჰბაზიანმა. შარლ აზნავურმა თანამემამულეებს დღეგრძელობა უსურვა ქართული ღვინით "ქინძმარაული".

საღამოთი შარლ აზნავურის პატივსაცემად საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს სახელით ოფიციალური ვახშამი გაიმართა.

დავამატოთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოწვევით საქართველოში ჩამოსული შარლ აზნავური, 22 კაცისაგან შემდგარ მუსიკალურ ჯგუფთან 16 აგვისტოს მონაწილეობას მიიღებს ახალციხეში რაბათის აღდგენილი ციხის გახსნაში. ლეგენდარული მომღერალი თავის წინაპრების დაბადების ადგილას - ახალციხეში პირველად გამოვა კონცერტით.