საქართველოს რელიგიური რუკების პრეზენტაცია ბეჭდვა
სიახლეები

a1 

2017 წლის 24 მაისს, თბილისის სასტუმრო „ქორთიარდ  მარიოტში"   გაიმართა რელიგიური რუკების პრეზენტაცია.  ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რელიგიური ორგანიზაციების ლიდერები, სტუმრები.

საქართველოს სომეხთა ეპარქიიდან       პრეზენტაციას ესწრებოდნენ   ეპარქიის სამართლებრივ და თანამშრომლობის საკითხთა განყოფილების დირექტორი მიქაელ ავაგიანი და დიაკვანი გევორგ ანტონიანი.   
ღონისძიება გახსნა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე  ზაზა ვაშაყმაძემ. რუკები   შემუშავდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ.   საერთო ჯამში შედგენილ იქნა სამი რუკა:   რეგიონული,  რაიონული და საკულტო ნაგებობების.    ეს რუკები ხელმისაწვდომია რელიგიურ საკითხთა  სააგენტოს ვებგვერდზე. რეგიონულ  და რაიონულ რუკებზე ასახულია მოსახლეობის რელიგიური კუთვნილება, „საკულტო ნაგებობების“ რუკებზე წარმოდგენილია ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე მონასტრები, ეკლესიები და    მეჩეთები.
რუკები შეადგინა სააგენტოსთან არსებულმა რელიგიური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა,   საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2014 წლის მონაცემებით,  რომლის თანახმადაც, საქართველოში მცხოვრები 3,7 მილიონი ადამიანიდან  83,4 პროცენტი   მართლმადიდებელია, 10,74 პროცენტი მუსლიმი, 2.94 პროცენტი სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მიმდევარია,    საქართველოს კათოლიკე მორწმუნეები შეადგენენ 0.52 პროცენტს, იეჰოვას მოწმეები -   0,33 პროცენტს,  იეზიდები - 0,23 პროცენტს, ებრაელები - 0.04%-ს.   კატეგორიაში  ”სხვა” მოსახლეობის 1,8 პროცენტია,   სადაც იგულისხმება კატეგორიები, რომ აღმსარებლობა არ არის მითითებული, უარი პასუხზე, არც ერთი და სხვა მცირერიცხოვანი კონფესიების წარმომადგენლები.

7960IMG 9482 9324IMG 9503 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)