არამ ხაჩატურიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული კონცერტი ბეჭდვა
სიახლეები

a1 

თბილისის არამ ხაჩატურიანის სახელობის მე-10 მუსიკალურ სკოლაში კეთილ ტრადიციადაა ქცეული  მსოფლიო ცნობილი კომპოზიტორის დაბადების დღის აღნიშვნა ღია კონცერტით, რაც ასევე კომპოზიტორის სახელის ღირსეულად ტარების ანგარიშის ჩაბარებაა.   ტრადიცია წელსაც შენარჩუნდა.

2017 წლის 3 ივნისს,  თბილისის უძველეს ავლაბრის უბანში  მდებარე მე-10 მუსიკალურ სკოლაში საზეიმო განწყობა იყო. მოსწავლეებს, რომლებიც სკოლაში ეუფლებიან   სხვადასხვა მუსიკალურ  საკრავზე დაკვრას, თავიანთი მიღწევები უნდა ეჩვენებინათ არა მხოლოდ მშობლებისა და მასწავლებლების წინაშე, არამედ მრავალი ცნობილი კომპოზიტორის და საპატიო სტუმრების თანდასწრებით.   
კონცერტს ესწრებოდნენ საქართველოს ცნობილი მუსიკოსი, საქართველოს სახალხო არტისტი ვაჟა აზარაშვილი, საქართველოს  ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეები  მერაბ მერაბიშვილი, ელიზბარ ლომდარიძე, მუსიკის სხვადასხვა ეროვნების   ერთგულნი.   
ღონისძიებას თავისი დასწრებით პატივი დასდო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა.
მუსიკის ახალგაზრდა მოყვარულების მიერ შესრულდა კონცერტზე დამსწრე კომპოზიტორების, ასვე კომიტასის, არამ ხაჩატურიანის, არნო ბაბაჯანიანის,  დიმიტრი არაყიშვილის, კახა ცაბაძის, რევაზ ლაღიძის, ალექსანდრე მაჭავარიანის, ასევე სხვა კლასიკოსების 32 ნაწარმოები.
სკოლის დირექტორმა, სომხეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ოქროს მედლის კავალერმა, ტარიელ ბერაძემ, მაღალი შეფასება მისცა  სომხურ-ქართულ  კულტურულ  კავშირებს, ამ სკოლაში დამკვიდრებულ    ტრადიციებს.      თბილისში დაბადებული  ნიჭიერი კომპოზიტორის სახელის ტარება ამ სკოლისთვის დიდი პატივია, ასევე დამავალდებულებელი. ამიტომაც ყოველწლიურად კომპოზიტორის დაბადების დღის კონცერტით აღნიშვნა თაობების საუკუნოვანი   მეგობრობის სულისკვეთებით აღზრდის მოწმობაა, - აღნიშნა თავის სიტყვაში სკოლის დირექტორმა.     
არამ ხაჩატურიანის სახელის უკვდავყოფა ახალგაზრდა თაობის მუსიკალური აღზრდის მიმართულებით ამ ჭეშმარიტად კულტურული კერის მიერ კეთილის დაფასების,  მოყვასის სიყვარულის, რწმენით ცხოვრების ზოგადსაკაცობრიო  მიდგომაა.

18815167 231324877361929 3707551352975417008 ol 18739171 231265750701175 1660737686446137058 oop 18839563 231324287361988 3813585835534346765 o 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)