ფინალური საანგარიშო კონცერტი ბათუმის ალექსანდრე მანთაშიანცის სახელობის ცენტრში ბეჭდვა
სიახლეები

tonahandes batum 

2017 წლის 23 ივნისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ბათუმის ალექსანდრე მანთაშიანცის სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა 2016-2017 სასწავლო წლის საანგარიშო კონცერტი.

აჭარაში ვიზიტის ფარგლებში, საანგარიშო ღონისძიებას თავისი კურთხეული დასწრებით პატივი დასდო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, თბილისიდან ჩამოსულ დელეგაციის წევრებთან ერთად.

ღონისძიებას თავისი დასწრებით პატივი დასდო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სომხეთის რესპუბლიკის გენერალურმა კონსულმა ეღიშე სარგსიანმა.

ღონისსძიება, რომელიც ალექსანდრე მანთაშიანცის სახელობის ცენტრის წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს წარმოჩენის შესაძლებლობა იყო, დაიწყო საუფლო ლოცვით და საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის კურთხევით.

ღონისძიება დაიწყო „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ საბავშვო ბაღის უფროსი და უმცროსი ჯგუფების აღსაზრდელთა ზეიმით - ლამაზი სიმღერა, ცეკვა, ლექსები, რაც გემოვნებით წარმოადგინეს პატარებმა თავიანთ გამოსვლებში.

შექმნიდან მოკლე პერიოდში, „ალექსანდრე მანთაშიან“ ცენტრში, „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიასთან მოქმედმა შემოქმედებითმა ჯგუფებმა არა მხოლოდ განავითარეს თავიანთი პროფესიონალიზმი, არამედ გააფართოვეს და განავრცეს საქმიანობა.

ამის დასტური იყო კომიტასის გუნდური სიმღერების შესრულება, ქორმაისტერ რუზანა ოვანესიანის ხელმძღვანელობით, სოლისტების ანა სოღოიანის, მარგარიტ ხუმარიანის, სოფია პოღოსიანის ლამაზი გამოსვლები. „ჰეღნარ“ ქორეოგრაფიულმა ჯგუფმა (ქორეოგრაფი: მერინე პოღოსიანი) ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარების ნიშნად წარმოადგინა ცეკვა „ქოჩარი“, ცეცხლოვანი პათოსით.

"ალექსანდრე მანთაშიან“ ცენტრში სათანადო ყურადღება ეთმობა მშობლიური ენის, ზღაპრების და პოეტური ნაწარმოებების ცოდნას. მასწავლებელ სათენიკ დანელიანის მიერ მხატვრული მეტყველების განვითარების მიმართულებით შესრულებული სამუშაოს შედეგად, საკვირაო სკოლის და საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა წარმოადგინეს ათაბეკ ხნკოიანის „თაგვების კრება“, მარგარიტა დანიელიანი, კაროლინა ბერიუკოვა გამოვიდნენ პატრიოტული და ხალხური სიმღერების შესრულებით და ლამაზი დეკლამაციით.

საზეიმო დღესასწაულის დასასრულს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სომხეთის რესპუბლიკის გენერალურმა კონსულმა ეღიშე სარგსიანმა აღნიშნა, რომ ყოველთვის სიამოვნებით ესწრება ცენტრის ღონისძიებებს და ყოველთვის რწმუნდება, რომ ცენტრში მიმდინარეობს დიდი სამუშაო, რომელიც მიმართულია მშობლიური ენის შენარჩუნების, ახალგაზრდა თაობის სომხური სულისკვეთებით აღზრდის და სომხური ინტელექტის განვითარებისკენ.

თავისი სათქმელი ჰქონდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელს, ლევონ ჩიდილიანს, მან კმაყოფილებით აღნიშნა, რომ სომხური ენა დღითიდღე ვრცელდება ბათუმში, რაც ამ ცენტრის, აქ მოქმედი საკვირაო სკოლების, საბავშვო ბაღის წყალობითაა, ცენტრი თავის საქმიანობით ხდება ჩვენი ეროვნულის ამ მრავალეროვან ქალაქში შენარჩუნების საწინდარი.

ღონისძიება შეაჯამა და დამსწრეებს თავისი კურთხვეა უბოძა ეპარქიის წინამძღვარმა. მეუფე ვაზგენმა დააფასა ცენტრის საქმიანობა და მოუწოდა საქმიანობის გაგრძელებისკენ იმავე ტემპით და თანდათანობით კიდევ უფრო გავრცობისკენ. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ დააფასა ცენტრის დირექტორის, სონა ჰოვანისიანის, თავდადებული საქმიანობა, კმაყოფილება გამოთქვა ცენტრის ყველა მასწავლებლის საქმიანობაზე, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ამ ქალაქის და რეგიონის ბავშვები სომხურად აღიზარდონ, სომხური ეკლესიის მცნებებით და მისწრაფებით, რომ ისინი სომხური სათვისტომოს ღირსეულ შვილებად აღიზრდებიან. მეუფემ მადლიერების სიტყვით მიმართა მშობლებს, რომლებიც სიყვარულით დგანან სომეხთა ეკლესიის გვერდით და თავიანთ შვილებს უყალიბებენ სომხურ იდენტობას.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მიულოცა კურსდამთავრებულებს საკვირაო სკოლის დამთავრება, აკურთხა ისინი და გადასცა სერტიფიკატები.

DSC 0001 DSC 0035 DSC 0074 DSC 0116 

DSC 0154 DSC 0243 DSC 0258 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)