საქართველოს სომეხი ახალგაზრდების დასვენება პროგრამით „არი ტუნ“ (სახლში მოდი) ბეჭდვა
სიახლეები

IMG 0079 

საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებამ (დირექტორი: ვალერი ბადალიანი),  წინა წლების მსგავსად, 2017 წელსაც აქტიური მონაწილეობა მიიღო სომხეთის რესპუბლიკის  დიასპორის სამინისტროს მიერ ახალგაზრდებისათვის მოწყობილ  სამშობლოს გაცნობის  პროგრამაში „არი ტუნ“.     25 ივნისიდან 5 აგვისტოს  ჩათვლით საქართველოს სომეხთა ეპარქიის   96 აქტიური ახალგაზრდა  (თბილისიდან - 60, მარნეულის რაიონიდან -20, ბოლნისის რაიონიდან - 16) ჩაერთო პროგრამის სამ ეტაპში.

ზაფხულის  დასვენების დღეები საქართველოს 13-18 წლის სომეხმა ბიჭებმა და გოგონებმა განსაკუთრებული  სიყვარულით და დიდი ინტერესით გაატარეს დედა სამშობლოში, და ორი კვირის განმავლობაში სტუმრობდნენ  სომხურ  ოჯახებს, გაეცნენ სომხეთის    სულიერ  და კულტურულ  ღირსშესანიშნაობებს, დაუახლოვდნენ სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ სომეხ თანატოლებს და კავშირები დაამყარეს მათთან,  წაღკაძორში მონაწილეობა მიიღეს პროგრამის საბანაკო ეტაპში, დაუვიწყარი ბედნიერება განიცადეს კოცონის გარშემო. ისინი სომხეთში მიემგზავრებიან არა მხოლოდ ტურისტებად, არამედ   მომლოცველებად.

დროულად და კარგად განხორციელებული მოსამზადებლი და ორგანიზაციული სამუშაოს შედეგად, საქართველოს სომეხთა ეპარქიის   ჯგუფები    გამოირჩეოდნენ  მაღალი დისციპლინით, ხალხური კულტურის, სულიერი ღირებულებების  ცოდნით და სამაგალითო ქცევით.  აღსანიშნავია, რომ მონაწილეთა ჩართვა პროგრამის ეტაპებში    ხორციელდებოდა განყოფილების დირექტორის თანდასწრებით  და უშუალო ზედამხედველობით, მონაწილეებსა და მათ მშობლებთან ჩატარებული განმარტებითი სამუშაოების, შეხვედრების და კრებების ჩატარების შედეგად. განყოფილების დირექტორი ორ კვირაში ერთხელ დაუზარავად ყოველ ჯგუფს პირადად მიჰყვებოდა ერევანში და იმ ჯგუფს, რომელმაც დაამთავრა ვიზიტი, უკან აბრუნებდა  სახლში. კარგი დისციპლინის აღსანიშნავად, სახლში დაბრუნების გზაზე ახალგაზრდების ჯგუფები სულიერ ტაძრებსა და კულტურის ძეგლებს ათვალიერებდნენ.

„არი ტუნ“  პროგრამის ხელმძღვანელობამ შეაფასა საქართველოს სომეხი ახალგაზრდების ორგანიზებულობა და პროგრამის ყველა ღონისძიებაში გამოჩენილი აქტიურობა.     

დედა სამშობლოს სიყვარულმა და სითბომ მონაწილეთა მიმართ,   სომხეთის ისტორიის გაცნობამ,  ეროვნულ კულტურასთან,  საზოგადოებრივ ცხოვრებასთან, სულიერ და ოჯახურ ტრადიციებთან დაახლოებამ, ახალმა მეგობრებმა და მეგობრულმა   ურთიერთობებმა პატრიოტიზმის  ახალი მუხტი გამოიწვია   ახალგაზრდებში.  

საქართველოს სომეხი ახალგაზრდები „არი ტუნ“ პროგრამიდან დაბრუნდნენ   ჩამოტანილი თბილი და კეთილი მოგონებებით სომხეთში გატარებულ მხიარულ დღეებზე, მადლიერების  გრძნობით სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის სამინისტროსადმი, სამშობლოში ვიზიტის და „არი ტუნ“ პროგრამის მაღალ დონეზე ორგანიზებისათვის.

IMG 2114 IMG 2115 IMG 8560 IMG 8572 

IMG 8632 IMG 0126 IMG 0170 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)