საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა რელიგიის თავისუფლებაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომაში მიიღო მონაწილეობა ბეჭდვა
სიახლეები

A2019 წლის 21 იანვარს, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში ამავე კომიტეტის ფარგლებში რელიგიის თავისუფლებაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართა.
სამუშაო ჯგუფს წარმოადგენენ, საქართველოში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციების ხელმძღვანელი სასულიერო პირები, სააგენტოს თანამშრომლები, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სხდომას თავისი კურთხეული დასწრებით პატივი დასდო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა.
სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე უძღვებოდა. უკანასკნელმა თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ რელიგიის თემაზე ქვეყანაში უამრავი საკითხი დაგროვდა რომელიც დარეგულირებას საჭიროებს და შექმნილი სამუშაო ჯგუფი საშუალებას იძლევა დაინტერესებულმა მხარეებმა  წარმოადგინონ საკუთარი პოზიცია ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. დამსწრეებს სიტყვით მიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ.
სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი. ეპარქიის წინამძღვარმა თავის სიტყვაში დადებითად შეაფასა საქართველოში რელიგიის სააგენტოს დაარსება და მისი საქმიანობა, უწყებას უფლებამოსილების კიდევ უფრო გაფართოება შესთავაზა, რადგან ის უნდა იყოს არა მხოლოდ რეკომენდაციების გამცემი, არამედ რეკომენდაციების განმახორციელებელი დაწესებულებაც.
ეპარქიის წინამძღვარმა საკუთარი პოზიციის მკაფიოდ წარმოჩენით, აღნიშნა, რომ მოქმედი, მდგარი, უმოქმედო სომხური 50682856ეკლესიების ეპარქიისათვის დაბრუნების საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე, შეჩერებული უნდა იქნას ეკონომიკის სამინისტროს მიერ სომხური ეკლესიების თვითნებურად სხვა სუბიექტებისათვის გადაცემის საქმიანობა. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა შესთავაზა გაჭიანურების გარეშე, დროულად მოყვეს რეაგირება საჭიროების მქონე სომხური ეკლესიების პროგრამების განხილვას და ეპარქიას აღდგენითი სამუშაოების დროულად ჩატარების შესაძლებლობა მიეცეს.
მეუფემ დადებითად შეაფასა სახალხო დამცველის ოფისისა და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობა სხვადასხვა ეკლესიების პრობლემების მხარდაჭერის  მიმართულებით.
ასევე ხაზგასმით აღნიშნა სამუშაო ჯგუფის ფორმირება, რომლის მთავარი მიზანიც საქართველოში წარმოდგენილი სხვადასხვა სარწმუნოების თავისუფლად რეალიზებისათვის ისეთი პოლიტიკის განსაზღვრა და ისეთი კანონმდებლობის შემუშავებაა, რომელიც რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლებას უზრუნველყოფს.  
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს ამ შეხვედრისას თან ახლდნენ ადმინისტრაციულ-ეკონომიკური განყოფილების დირექტორი კარენ ერიციანი და სამართლებრივ საკითხებში წინამძღვრის თანაშემწე მიქაელ ავაგიანი.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)