,,თანდოიანც სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიის საკითხზე საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესი გაიმართა ბეჭდვა
სიახლეები

A12019 წლის 24 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილის თავმჯდომარეობით, „თანდოიანც სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიის საკითხზე დასკვნითი სასამართლო სხდომა გაიმართა- საქართველოს სომეხთა ეპარქია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ.
სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი იყო როგორც მოსარჩელე, ასევე მოპასუხე მხარე, უფლებამოსილი პირების სახით. მოსამართლის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი, გაურკვეველი მიზეზებით სხდომას არ ესწრებოდა.   მესამე მხარედ წარმოდგენილი იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია.
მოსამართლე ჭიჭილეიშვილმა, მოსარჩელე და მოპასუხე მხარეების მოსმენის შემდგომ აღნიშნა, რომ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მხარეებისათვის თავიანთი არგუმენტების წარმოჩენის საშუალების მიცემითა და ასევე საქმის საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ,  „თანდოიანც სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიის საქმეზე საქართველოს სომეხთა ეპარქიის წარმოდგენილი სარჩელის დასაშვებლობაზე სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება გამოიტანა- დაუშვებლად ცნო „თანდოიანც სურბ ასტვაწაწინ“ სომხური ეკლესიის საქმეზე წარმოდგენილი სარჩელის არსებითი განხილვა. კიდევ უფრო დასაბუთებული განაჩენი წარედგინება მხარეებს.
ეპარქიისათვის განაჩენის შეტყობინების შემდეგ, საქართველოს სომეხთა ეპარქია საქმის სხვა ინსტანციებში განხილვისათვის შემდგომ ზომებს მიიღებს.   
საკითხის ისტორიიდან: დავა სახელმწიფოს მიერ აღმაშენებლის 38 ნომერში მდებარე ისტორიული სომხური „თანდოიანც“ ეკლესიის საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაში თვითნებური გადაცემის კანონიერებას უკავშირდება. საქართველოს სომეხთა ეპარქიამ ტაძრის დაბრუნების მოთხოვნით არაერთხელ მიმართა შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, თუმცაღა სახელმწიფო უწყებებისადმი მიმართული განცხადებები გამოხმაურების გარეშეა დარჩენილი.
სსიპ სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ინტერესებს სასამართლოში იცავდნენ ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI).

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)