ტიარნინდარაჯის (მირქმის) წინასადღესასწაულო ცერემონიალი საქართველოს სომეხთა ეპარქიაში ბეჭდვა
სიახლეები

A2019 წლის 13 თებერვალს, საქართველოს სომეხთა ეპარქიაში დიდი ზეიმით 51890357აღინიშნა ტიარნინდარაჯის (მირქმის) წინასადღესასწაულო ცერემონიალი - რომელიც მარიამ ღვთისმშობლის მიერ ორმოცი დღის იესოს ტაძრად მიყვანის დღესასწაულია. „ტიარნინდარაჯი“ („ტრნდეზი“) მორწმუნეთა ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დღესასწაულია, რომელსაც დღეს ის ოჯახები აღნიშნავენ, რომელთაც ახალდაქორწინებული შვილები ჰყავთ. დღესასწაულის სახალხო წეს-ჩვეულებიდან კოცონის დანთება შემორჩა. 13 თებერვლის საღამოს, როდესაც 52309260საეკლესიო კალენდრის თანახმად საღამოს ღვთისმსახურების შემდეგ იცვლება დღე, იწყება ტიარნინდარაჯის (მირქმის) დღესასწაული.
დღეს დღესასწაული დაიწყო ასევე საქართველოს 51775143სომეხთა ეპარქიის მოქმედ ეკლესიებში. საღამოს ღვთისმსახურების შემდეგ ყველგან სახლის კურთხევის რიტუალი შესრულდა, აკურთხეს სამყაროს ოთხი მხარე და სანთლები, ქრისტეს ნათლის სიმბოლოდ.
51899500მირქმის დღესასწაული ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა, უწმინდესმა და უნეტარესმა გარეგინ მეორემ ახალდაქორწინებულთა კურთხევის დღედ გამოაცხადა. დღესასწაულის აღსანიშნავად და ჩვენი უფლის კურთხევის მიღების სანუკვარი სურვილით ეკლესიაში იყვნენ მისულები ის წყვილები, 51771363რომლებმაც ჯვარი უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე დაიწერეს. სულიერმა მოძღვრებმა წყვილების ქორწინება აკურთხეს, მრავალი შვილითა და ახლობლით გარშემორტყმული  ხანგრძლივი, ბედნიერი და მშვიდობიანი ოჯახური თანაცხოვრება უსურვეს და ახალდაქორწინებულებს სანთლები და ხატები დაურიგეს.
52323638სამშობლოდან შორს ეროვნული სახით წარდგომის, ეროვნული და საეკლესიო ტრადიციების დაცვისა და თაობებისათვის გადაცემის მნიშვნელობის ხაზგასმით, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე აინთო ტრნდეზის კოცონი, რომელმაც სადღესასწაულო განწყობა გააორმაგა.52170497
დღესასწაულის საზეიმოდ აღსანიშნავად მზადყოფნა იყო ეპარქიის სომხებით დასახლებული თითქმის ყველა რეგიონსა და დედაქალაქში. დღესასწაული დიდი სახალხო ენთუზიაზმით აღინიშნა ჯავახეთის ეპარქიალური ვიკარიატის ახალქალაქის „სურბ ხაჩ“, ნინოწმინდის „სურბ სარგის“, ახალციხის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“, წალკის რაიონის, ბათუმის „სურბ ფრკიჩ“, ქვემო ქართლის რეგიონის სოფ. შაუმიანის „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიებში და წითელი სოფლის „სრბოც ავეტარანჩაც“ სამლოცველოში. ადგილობრივი ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების და სოლო შემსრულებლების მონაწილეობით გაიმართა კონცერტი, რომელიც გამასპინძლებით 52300376დასრულდა.
დედაქალაქ თბილისის ორ რაიონში მდებარე „სურბ გევორგ“ და „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიების ეზოებში ეპარქიის 51939088კულტურის განყოფილების და „ჰაიარტუნ“ ცენტრის მხარდაჭერით, ეპარქიისა და თემის ცეკვის ანსამბლების და სოლისტების მონაწილეობით ლამაზი სადღესასწაულო კონცერტი გაიმართა.
სულიერი მოძღვრების, ღირსი მღვდლის მანუკ ზეინალიანის და ღირსი მღვდლის სამველ თოროსიანის ინიციატივით და ჯვრის ნათლიების, იური ერემიანისა და ართურ ვარდანოვის და ეკლესიის მოყვარულ ქალთა "შუშანიკ“ კავშირის წევრის- ლარისა ჰარუთიუნიანის მხარდაჭერით ორგანიზებულ იქნა გამასპინძლება, რომლის დროსაც დაოჯახებულ წყვილებს ერთმანეთის გაცნობის საშუალება ჰქონდათ.
14 თებერვალს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის  მოქმედ ეკლესიებში ტიარნინდარაჯის (მირქმის) დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღევლინება.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)