განზოგება საქართველოს სომეხთა ეპარქიაში. ბეჭდვა
სიახლეები

Aსომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის სადღესასწაულო კალენდრით55635112 დიდი მარხვის პერიოდია. 2019 წლის 27 მარტს მარხვა გაიყო, რადგან 24-ე დღე იყო. მას ეწოდება  განზოგება. ეს საეკლესიო დღესასწაული ტარდება რიგი ხალხური წეს-ჩვეულებებით და ტრადიციებით. სულიერი მწყემსების თავმჯდომარეობით საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში შესაბამისად იყვნენ მომზადებულნი დღესასწაულისთვის,  საეკლესიო დღესასწაულის 55481549შერწყმით  ხალხურ ზეიმთან.53589951
ეპარქიის მოქმედ ეკლესიებში საღამოს ჩატარდა მშვიდობის ღვთისმსახურება. სულიერმა მამებმა აკურთხეს დამსწრეები, ისაუბრეს დღის საიდუმლოზე და მორწმუნეებს უსურვეს სიყვარულითა და რწმენით გაიარონ მარხვის მეორე ნაწილიც, რომელიც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულამდე გაგრძელდება, და რომელიც სომხური წმინდა სამოციქულო ეკლესიის 55857560კალენდრის მიხედვით, წელს 21 აპრილს აღინიშნება.
განზოგებისთვის დამახასითებელი კვერის ან ქადის გამოცხობის 55519468ხალხური ტრადიციისადმი ერთგულად დარჩენით, საქართველოს სომხებში იგი გადაიქცა სომხური ქადის ფესტივალად. მორწმუნეები წირვაზე იყვნენ მისულები ამ დღისთვის სპეციალურად გამოცხობილი სხვადასხვანაირი ქადებით. ყოველწლიურად მატულობს ფესტივალის 55649761მონაწილეთა რიცხვი და მდიდრდება სომხური ქადის სახეობები.    
ახალქალაქის სურბ ხაჩ ეკლესიაში სომხურ ხალხურ ზეიმში მონაწილეობა მიიღეს ახალქალაქის55549655 საკრებულოს თავმჯდომარემ ნაირი ირიციანიმა, ვიცემერმა არმენ მარანგოზიანმა, რაიონული ადმინისტრაციის კულტურის და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვალერი სტელმაშოვმა, საკრებულოს დეპუტატებმა, სხვა თანამდებობის პირებმა. ზეიმს ნინოწმინდის სურბ სარგის ეკლსესიაში ესწრებოდნენ ქალაქის მერი ანი მოსოიანი, რაიონული 55925698ადმინისტრაციის კულტურის, განათლებისა და სპორტის განყოფილების დირექტორი ჟორა სნხჩიანი. საქართველოს სომეხთა ეპარქიის რუსთავის სურბ გრიგორ ნარეკაცის სასულიერო, საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ ცენტრში განზოგების სადღესასწაულო ზეიმს ესწრებოდნენ  რუსთავის მერიის 56161937თანამშრომლები ვიცემერის, კონსტანტინ მალანიას თავმჯდომარეობით, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს თანამშრომლები.    
ტრადიციული ხალხური ზეიმი საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის კარაპეტ არქიეპისკოპოს ბაგრატუნის, ნინოწმინდის რაფაელ ჯავახის, რუსთავის წმ. გრიგორ ნარეკაცის ცენტრების მოწაფეების მიერ შესრულებულმა სომხურმა ხალხურმა სიმღერებმა და ცეკვებმა გაალამაზეს.     
53261051განზოგებისა და ჯავახეთში ტრადიციულად გამართული „სომხური ქადის“ ფესტივალის შესახებ მოკლე მიმოხილვის შემდეგ სასულიერო დასის მიერ ჩატარდა ქადების კურთხევა და სომხურ ტრადიციულ სამოსში გამოწყობილმა 56178573გოგონებმა ხალხს ქადები დაურიგეს. ტრადიციის შესაბამისად, ზოგიერთ მათგანს შეხვდა ეკლესიის ჯვრის ნათლიების მომზადებული სიურპრიზი - ნაკურთხი ჯვრები. ფესტივალის მონაწილე ქალბატონებმა და გოგონებმა სიგელების გარდა საჩუქრებიც მიიღეს. განზოგება ლამაზ ზეიმად გადაიქცა ასევე ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის წმინდა მოვსეს ხორენაცის სახელობის სკოლამდელ აღსაზრდელშიც.
განზოგების დღე მშვიდობის ღვთისმსახურებით და ქადის ფესტივალით აღინიშნა ახალციხის სასულიერო ინსპექციაში, ასევე წალკის რაიონის, ახალქალაქის არაგვისა და დილისკას სასულიერო ინსპექციებში. განზოგება ბათუმის წმ. ფრკიჩ ეკლესიაში საზეიმოდ 31 მარტს აღინიშნება.
ეკლესიურ – სახალხო ზეიმის სათანადოდ განხორციელებაში თავიანთი წვლილი შეიტანეს ეკლესიების ჯვრის ნათლიმამებმა და მორწმუნეებმა, რომლებმაც სიყვარულით მოიტანეს ქადები და კვერები, მოამზადეს საჩუქრები სახალხო ტრადიციის დაცვის ნიშნად.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)