სომეხთა გენოციდის 97-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კლასიკური მუსიკის საღამო |
სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის „ჰაიარტუნ"კულტურული ცენტრის ინიციატივით, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს, საქართველოს სომხური თემის, საქართველოს სომეხთა ეროვნული კონგრესისა და თბილისის სომეხთა ასამბლეის მხარდაჭერით თბილისში დაიწყო სომეხთა გენოციდის 97-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლი. 21 აპრილს თბილისის წმინდა ეჩმიაძინ ეკლესიაში შედგა კლასიკური მუსიკის საღამო, რომლის ორგანიზატორი სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის „ჰაიარტუნ" კულტურული ცენტრის ნერსეს შნორჰალის სახელობის გუნდი იყო - ხელმძღვანელის მარიანნა მამაჯანოვასა და მუსიკალური ნაწილის პასუხისმგებლის პაველ ოგანეზოვის ხელმძღვანელობით. სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად იყვნენ მოსული საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი მერაბ გაფრინდაშვილი და რომაულ-კათოლიკური ეპარქიის ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტონი. დამსწრეთა შორის იყვნენ საქართველოში სრ საელჩოს დიპლომატები, სულიერი მსახურები, ინტელიგენციის წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები და სხვანი. შეხორცებული, მაგრამ გაუყუჩებელი ტკივილი, რომელიც კვლავაც იგრძნობა 1915-1923 წლებში ოსმალეთის იმპერიის მიერ განხორციელებული მილიონნახევარი სომეხი ადამიანის დახოცვის მწუხარებით და ეგ მწუხარება გამოიხატა კომიტასის, ერანიანის, ბახის, შუბერტის, პერგოლეზის, კაჩინინის კლასიკური ნაწარმოებებით, რომლებმაც გაიჟღერა ნერსეს შნორჰალის სახელობის გუნდისა და სოლისტების სვეტლანა ტატოევას, ლუიზა ვარდანოვას, იზაბელა მანუსაჯიანის, ანაჰიტ მკრტჩიანის შესრულებებით. სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის 97-ე წლისთავს ეძღვნებოდა ჰოვანეს თუმანიანის „სრტიკ“ ლექსის მოტივებზე დაწერილი ახალგაზრდა კომპოზიტორის ჰოვანეს ჰამბარცუმიანის „ლიტურგიის“ პრემიერა. ლიტურგია ბრწყინვალედ შესრულდა ნერსეს შნორჰალის სახელობის გუნდის მიერ - კომპოზიტორის მეგობრების - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის სტუდენთა ოკომპონირებით. საღამოს დასასრულს დამსწრენი დალოცა საქართველოში სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. ეპისკოპოსმა ისაუბრა გენოციდის მსხვერპლთა დღის შესახებ და აღნიშნა, რომ ის ყველას კონსოლიდაციის და არაადამიანური წამებით დაღუპულთა და საფლავის გარეშე დარჩენილ სომეხთა ხსოვნისათვის ლოცვის დღეა. სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით სულიერმა მოძღვარმა აღნიშნა, რომ სომეხთა გამარჯვება დღითიდღე აყვავების გზაზე მდგომი სომხეთის რესპუბლიკაა, დაბრუნებული არცახი და ჰოვანეს ჰამბარცუმიანისმაგვარი ნიჭიერი ახალგაზრდები, რომლებიც წინაპართა ხსოვნას უძღვნიან ლიტურგიას და კულტურის ენით მოითხოვენ სიმართლის ცნობას. „ჰაიარტუნ“ კულტურული ცენტრის მხატვრულმა ხელმძღვანელმა დამსწრეებს კიდევ ერთხელ შეახსენა დიდი გენოციდისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლი. |