„ჯან-გიულუმ“ სახალხო დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში ბეჭდვა

jyangyulum 

ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ამაღლების დღესასწაული წელს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელმა წმიდა ეკლესიამ აღნიშნა 14 მაისს. ჩვეულებრივ ამ დღესასწაულს თან ახლავს ტრადიციული ზეიმი - „ჯან-გიულუმი“, რომელიც წელს "ჰაიარტუნ" ცენტრში ჩატარდა 2015 წლის 17 მაისს.

წვიმიანი ამინდის გამო ზეიმმა, რომელიც, ჩვეულებრივ, ღია ცის ქვეშ ტარდება, წელს გადაინაცვლა გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში. დღესასწაულის ორგანიზებაში, რომელიც ტარდება „ჰაიარტუნ“ ცენტრის ინიციატივით, წელს მონაწილეობა მიიღო „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის ნიჭიერმა აღმზრდელმა ოქსანა შაროიანმა, რომლის შესრულებული სამუშაოს შედეგად ზეიმმა შეინარჩუნა ტრადიციული და ხალხური ელფერი.

დილიდან ნაციონალურ კოსტიუმებში გამოწყობილი ახალგაზრდები გვირგვინებს ამზადებდნენ მინდვრის ყვავილებით და ჩუქნიდნენ ახალგაზრდა ქალბატონებს და აქ შეკრებილ მორწმუნეებს.

ხალხმრავალმა დარბაზმა ერთად წაიკითხა „მამაო ჩვენო“, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარ ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანისგან მიიღო კურთხევა და კეთილი სურვილები, რის შემდეგაც „ჰამბარძუმ იაილა“ სიმღერის მელოდიით დაიწყო ხალხური ზეიმი, რომელსაც წარუძღვებოდა ლიზა თოროსიანი. მან მიულოცა დამსწრეებს, ისაუბრა ამაღლების დღესასწაულის საიდუმლოზე და „ჯანგიულუმის“ ზეიმზე, რომელიც ნაირ-ნაირი ყვავილების ზეიმიცაა, გაზაფხულის სილამაზის გამოღვიძება. დღესასწული დაამშვენეს "ჰაიარტუნ" ცენტრის „სურბ ნერსეს შნორჰალი“ გუნდმა (ქორმაისტერი: მარია აბულიანი, პიანისტი: კარენ მირზოიანი), ანსამბლებმა: "ანი", "ტარონ "(ქორეოგრაფი: ანგელინა ნაზარიან-ქოჩიანი), „ვანქ“ (ქორეოგრაფი: ლიანა კაშავანიძე), ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა ანი ჰოვანისიანმა, მარიანა საჰაკიანმა, რუზანა მიქაელიანცმა, ანა პოღოსოვამ, აიდა ბაზოიანმა, ანი თოროსიანმა, ჰენრიხ პეტროსიანმა, დოლისა და დუდუკის წრეებმა (პედაგოგები: რობერტ კაშავანიძე და ივანე მკრტჩიანი). განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო სპეციალურად ზეიმისათვის თბილისში ჩამოსული მარნეულის რაიონის სოფელ წითელის ახლად შექმნილი ჯგუფის (ქორეოგრაფი: ლიანა კაშავანიძე) გამოსვლა.

ცოცხალ ყვავილებად იყვნენ ქცეულნი „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის აღსაზრდელები, რომლებმაც განსაკუთრებული სილამაზე შესძინეს ზეიმს, მოხდენილი ცეკვით, ანგელოზების სილამაზით და ბრწყინვალე ლექსებით.

დღესასწაული "ჰაიარტუნ" ცენტრში ეროვნული ხალხური ტრადიციების შენარჩუნების ნათელი გამოსახულება იყო.

DSC03062 DSC03063 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)