საქართველოს სომეხთა ეპარქიაში შობისა და ნათლისღების დღესასწაულები აღინიშნა ბეჭდვა
სიახლეები

A2019 წლის 6 იანვარს, სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიამ  იესო ქრისტეს შობისა და20190106 112419 ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულები იზეიმა. საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყველა მოქმედ ტაძარში წლის პირველი საუფლო დღესასწაული საღმრთო ლიტურგიით აღინიშნა.
მორწმუნეები დილიდან, ოჯახებით, მაღალი სადღესასწაულო განწყობით სომხურ ეკლესიაში მიიჩქაროდნენ, 20190106 120005რათა საშობაო საღმრთო ლიტურგიას დასწრებოდნენ.
სომხური ეკლესიის დღესასწაულებს თავიანთი დასწრებით პატივი დასდეს და სომეხ მორწმუნეთათვის დღესასწაულების მისალოცად სომხურ ეკლესიაში მოვიდნენ 20190106 125258საქართველოს პარლამენტის დეპუტატები რუსლან პოღოსიანი, დავით ჭიჭინაძე, სერგო რატიანი, გიგა ბოკერია, საქართველოს რელიგიურ საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, სახალხო დამცველის წარმომადგენელი იზაბელა ოსიპოვა, ნაციონალური მოძრაობის წევრი ზაალ უდუმაშვილი, ბათუმში - ქალაქის მერი DSC07125ლაშა კომახიძე, ბათუმში სომხეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ეგიშე  სარგსიანი, სათემო სტრუქტურების ხელმძღვანელები, საზოგადოების წევრები და მორწმუნეები. 49454390
შობისა და ნათლისღების დღესასწაულებთან დაკავშირებით, თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღევლინა. მწირველი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, მისი 20190106 131214ყოვლადუსამღვდელოესობა, ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი იყო.
საღმრთო ლიტურგიის მიმდინარეობისას, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, შობისა და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულებთან დაკავშირებული ყოველთა სომეხთა D2SC 2361კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, გარეგინ II- ის ეპისტოლე წაიკითხა. წაკითხულ იქნა 2019 წლის ოჯახის წლად D2SC 2373გამოცხადებასთან დაკავშირებით და ეკლესიაში ჩვილი იესო ქრისტეს შობის სასიხარულო ამბავი გავრცელდა.
საღმრთო ლიტურგიის დასასრულს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა  ისტორიულად ერთმორწმუნე ხალხების ურთიერთობასა და სომხურ-ქართული ეკლესიების მეგობრობაზე ისაუბრა, იმის გათვალისწინებით, რომ ამ ღამით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში შესრულდება49560071 49306579საშობაო წირვა-ლოცვა, მეუფე ვაზგენმა საქართველოს სომეხი მორწმუნეებისა და სასულიერო დასის სახელით ქართული ეკლესიის მრევლსა და სასულიერო პირებს ეს დიდი ქრისტიანული დღესასწაული მიულოცა.   
მეუფე ვაზგენის საპატიო წინამძღოლობით, საღმრთო ლიტურგიის დასასრულს შესრულდა წყალკურთხევის რიტუალი და ეკლესიის ჯვრის ნათლია ღირსეული სომეხი მამულიშვილი, მორწმუნე 49476373ქრისტიანი იური ერემიანი გახდა.
საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, ნათლიის მიერ სახალხო გამასპინძლება გაიმართა.
შობისა და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულებთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინა და წყალკურთხევის რიტუალი შესრულდა ბათუმის „სურბ ფრკიჩ“, ახალციხის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“, ახალქალაქის „სურბ ხაჩ“, ნინოწმინდის „სურბ სარგის“ ეკლესიებსა და მიმდებარე სოფლებში, ქვემო ქართლის, რუსთავის, მარნეულის რაიონის სოფლების სასულიერო ტაძრებში.
საქართველოს სომეხთა ეპარქიაში აღნიშნული შობის ბრწყინვალე დღესასწაული ფართოდ გაშუქდა სხვადასხვა ქართული მედია საშუალებების მიერ.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)