სომეხთა ეკლესიის კურთხევა ბათუმის სკოლების კურსდამთავრებულებს ბეჭდვა
სიახლეები

a1 

2017 წლის 4 ივნისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის    ბათუმის  „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის მღვდელმსახურების,    აჭარის ავტონომიურ  რესპუბლიკაში სომხეთის რესპუბლიკის საკონსულოსa და  „ალექსანდრე მანთაშიანც“    კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული    ცენტრის ინიციატივით ადგილობრივ ეკლესიაში იყვნენ მიწვეულნი ქალაქ ბათუმის  ყველა საჯარო სკოლის    2016-2017 სასწავლო წლის კურსდამთავრებულები.

კურსდამთავრებულებს საშუალო სკოლის დამთავრებასა და დამოუკიდებელ ცხოვრებაში შესვლასთან დაკავშირებით   საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის მილოცვა და მამობრივი კურთხევა გადასცა მღვდელმა მამა არარატ გუმბალიანმა. შემდეგ მამა არარატმა შეასრულა სხვადასხვა ეროვნების კურსდამთავრებულთა კურთხევის წესი, რის შემდეგ კურსდამთავრებულებს დაურიგდათ იერუსალიმიდან ჩამოტანილი ნაკურთხი ჯვრები.   
"სურბ ფრკიჩ“ ეკლესიიდან კურსდამთავრებულები გადავიდნენ  ბათუმის  „ალექსანდრე მანთაშიანც“    კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ ცენტრში, სადაც    აჭარის ავტონომიურ  რესპუბლიკაში სომხეთის რესპუბლიკის გენერალურმა  კონსულმა,  ეღიშე სარგსიანმა და ცენტრის დირექტორმა სონა ჰოვანისიანმა   კურსდამთავრებულებს კეთილი გზა უსურვეს, შეახსენეს, რომ ყველაფრის დასასრული   ასევე ახლის, პროგრესულის დასაწყისია, მოუწოდეს ყველგან შეინარჩუნონ თავიანთი თვითმყოფადობა, ოჯახის, ქვეყნისა და ერის  პატივი, არ დაიხიონ სირთულეების წინაშე, გააგრძელონ სწავლა, ცხოვრებაში იპოვონ თავიანთი ადგილი და მყარი ნაბიჯებით იარონ წინ - საუკეთესოსა და პროგრესულისკენ.
სკოლის დამთავრების,  სიმწიფის ატესტატის მიღების და დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყების აღსანიშნავად ცენტრში კურსდამთავრებულებს გაუმასპინძლდნენ სადღესასწაულო ტორტით.

1 3 4 44 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)