სომეხთა ეკლესიის კურთხევა ბათუმის სკოლების კურსდამთავრებულებს |
სიახლეები |
2017 წლის 4 ივნისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის მღვდელმსახურების, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სომხეთის რესპუბლიკის საკონსულოსa და „ალექსანდრე მანთაშიანც“ კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით ადგილობრივ ეკლესიაში იყვნენ მიწვეულნი ქალაქ ბათუმის ყველა საჯარო სკოლის 2016-2017 სასწავლო წლის კურსდამთავრებულები. კურსდამთავრებულებს საშუალო სკოლის დამთავრებასა და დამოუკიდებელ ცხოვრებაში შესვლასთან დაკავშირებით საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის მილოცვა და მამობრივი კურთხევა გადასცა მღვდელმა მამა არარატ გუმბალიანმა. შემდეგ მამა არარატმა შეასრულა სხვადასხვა ეროვნების კურსდამთავრებულთა კურთხევის წესი, რის შემდეგ კურსდამთავრებულებს დაურიგდათ იერუსალიმიდან ჩამოტანილი ნაკურთხი ჯვრები. |