საქართველოს სომეხთა ეპარქიაში ძირითადი ბარეკენდანი ტრადიციული ჰარისას ფესტივალით აღინიშნა ბეჭდვა
სიახლეები

A2019 წლის 3 მარტს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის კალენდრით ძირითადი ბარეკენდანი აღინიშნა. დიდი მარხვის დაწყების წინა დღე საქართველოს სომეხთა ეპარქიის1 მოქმედ ეკლესიებში საღმრთო ლიტურგიით აღინიშნა.
თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის საპატიო წინამძღოლობით აღევლინა.
წმინდა ცერემონიალის დასასრულს, ეპარქიის წინამძღვარმა დამსწრეებს ძირითადი ბარეკენდანის დღესასწაული მიულოცა და უსურვა, რომ დიდი მარხვის გზა სულითა და სხეულით განმტკიცებულებმა გაიარონ. მეუფე ვაზგენმა კურთხევის და დაფასების სიტყვით მიმართა ღირს მღვდელს, მანუკ ზეინალიანს, ვინც სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში გადადის მსახურებისათვის და მას სომხურ არმიაში სანუკვარი სულიერი მსახურება უსურვა. საქართველოში მსახურების წლების სამახსოვროდ, ეპარქიის წინამძღვარმა 2მღვდელ მანუკს საჩუქრად თბილისის გამოსახულებით ფერწერული ნამუშევარი გადასცა.
ძირითად ბარეკენდანს ეძღვნებოდა ასევე ტრადიციული ჰარისას ფესტივალი, რომელიც საქართველოს სომეხთა ეპარქიის საეპისკოპოსოს მხარდაჭერით საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირის მიერ იყო ორგანიზებული საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში. 3
თბილისის სომხურ თემში ეს ლამაზი ფესტივალი 2012 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად ტარდება. წლიდან წლამდე დღესასწაული განვითარდა და სახალხო დღესასწაულად გადაიქცა.
 „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში სიგრძით ეწყო მაგიდები, ცხიმიანი და გემრიელი ჰარისათი სავსე ოცდაათი ქვაბითა და თიხის ქოთნით, რომელთაც სომეხი ქალბატონები ამშვენებდნენ.
ფესტივალზე თავიანთი მომზადებული ჰარისათი წარმოდგენილები იყვნენ, სომხეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, რესტორანი „მაის ბარი“, „ჰაიარტუნ“ ცენტრის „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღი, ერთდღიანი სკოლების მოსწავლეები, „სურბ ნერსეს შნორჰალი“ გუნდი, „ტარონ“ ქორეოგრაფიული ანსამბლი, დოლისა და დუდუკის ჯგუფები, ეპარქიის ახალგაზრდობის განყოფილება, „შუშანიკ“ კავშირის წევრები და უამრავი მოხალისე.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა სომხეხ ქალბატონებს 3 მარტი, საქართველოში 4აღნიშვნადი დედის დღე, ხოლო სომხეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, რუბენ სადოიანს, დიპლომატის დღე მიულოცა. მეუფემ აკურთხა ჰარისას ქვაბები და დამსწრეები გემრიელი კერძის დასაგემოვნებლად მიიწვია. დარბაზში გავრცელდა მხიარულ სიმღერა და მუსუკა. ნაკურთხი5 ჰარისა გადაეცა ასევე ავადმყოფებს და ხანდაზმულებს. ძირითადი ბარეკენდანის ზეიმს ესწრებოდნენ ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, ისნის რაიონის გამგებლის მოადგილე გიორგი რჩეულიშვილი, რეგიონალური სამმართველოს თანამშრომლები, ქალაქის საკრებულოს ეთნიკური უმცირესობათა საბჭოს კოორდინატორი, რიტა ხიდირბეგაშვილი, ლუთერული ეკლესიის წარმომადგენლები, საქართველოს სომეხთა კავშირის თავმჯდომარე ჰენრიხ მურადიანი, თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხურ პროფესიულ სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი არმენ ბაიანდურიანი, უამრავი სტუმარი და მორწმუნე.
საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირი მადლობას უხდის საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს, მაღაზია „არმენიას“, ინდივიდუალურ ქველმოქმედებს და ფესტივალის ყველა მონაწილეს ღონისძიების განხორციელებაში მხარდაჭერისათვის.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)