წმინდა მოციქულებისა და ჩვენი პირველი განმანათლებლების - წმინდა თადეოზის და წმინდა ბართლომეს ხსენების დღე
მართლაც, ამ წმინდა მოციქულთა მოღვაწეობას განსაკუთრებული როლი ენიჭება ორიათასწლიანი ქრისტიანული ისტორიის მქონე ერის ცხოვრებაში, რომელიც სავსეა დედა ეკლესიისადმი რწმენითა და მხურვალე სიყვარულით.
ყოველ წელს სომხური ეკლესია წმინდა მოციქულებისა და ჩვენი პირველი განმანათლებლების - წმინდა თადეოზისა და წმინდა ბართლომეს, ხსენების დღეს აღნიშნავს ორმოცდაათდღიანი მარხვის მეორე კვირის წინა შაბათ დღეს.
აღნიშნის თარიღი
29.11.2008
28.11.2009
04.12.2010
03.12.2011
01.12.2012
30.11.2013
29.11.2014
28.11.2015
03.12.2016
02.12.2017
01.12.2018
30.11.2019
28.11.2020
04.12.2021
03.12.2022
02.12.2023
30.11.2024
29.11.2025
28.11.2026
04.12.2027
02.12.2028
01.12.2029
30.11.2030
წმინდა იანუარიუს ეპისკოპოსის, წმინდა მერკერიუს ჯარისკაცის და იაკოვკის ხსენების დღე
წმინდა მერკერიუსი რომის არმიის მამაცი ჯარისკაცი იყო. იგი მამამისივით თაყვანს სცემდა ღმერთს. გამარჯვების საპატივცემულოდ, იმპერატორ დეკუსმა იგი დაიბარა და უბრძანა ტაძარში მსხვერპლის შეწირვა, რაზეც წმინდა მერკერიუსმა უარი განაცხადა. მას ხელები შეუკრეს და ცეცხლზე დაწვეს, მაგრამ მეორე დღეს იგი ცოცხალი იყო და განკურნებული, მან დაამოწმა, რომ ღმერთმა გადაარჩინა. იმ დროს, იმპერატორმა ბრძანა ცხელი შამფურით მისი სხეულის დაწვა და თავის მოკვეთა. წმინდანი 250 წელს აწამეს.
აღნიშნის თარიღი
01.12.2008
30.11.2009
06.12.2010
05.12.2011
03.12.2012
02.12.2013
01.12.2014
30.11.2015
05.12.2016
04.12.2017
03.12.2018
02.12.2019
30.11.2020
06.12.2021
05.12.2022
04.12.2023
02.12.2024
01.12.2025
30.11.2026
06.12.2027
04.12.2028
03.12.2029
02.12.2030
Feast of All Saints - the old and the new, the known and the unknown
By this feast the Armenian Apostolic Church commemorates the memory of all those saints, whose names are not included in the Church Calendar, but whose names are registered in the sacred book of the Heavenly Kingdom.
Many people have been subjected to severe torments and have been martyred during the wars for the sake of faith. Unfortunately, we do not know their names. So the Church has established this feast in the Church Calendar in order to commemorate their memory. They are persons who shed their blood for the sake of Christ and His Church.
When is celebrated
01.11.2008
31.10.2009
20.11.2010
19.11.2011
03.11.2012
02.11.2013
01.11.2014
31.10.2015
19.11.2016
04.11.2017
03.11.2018
02.11.2019
31.10.2020
20.11.2021
19.11.2022
04.10.2023
02.11.2024
01.11.2025
31.10.2026
20.11.2027
00.00.2028
03.11.2029
02.11.2030
რომის პატრიარქ წმინდა სტეფანეს, წმინდა მღვდლების, დიაკვნების ხსენების დღე
აღნიშნის თარიღი
03.11.2008
02.11.2009
01.11.2010
31.10.2011
05.11.2012
04.11.2013
03.11.2014
02.11.2015
31.10.2016
06.11.2017
03.11.2018
04.11.2019
02.11.2020
01.11.2021
31.10.2022
06.11.2023
04.11.2024
03.11.2025
02.11.2026
01.11.2027
04.11.2028
03.11.2029
04.11.2030
წმინდა აკეფსიმე ეპისკოპოსის, წმინდა იოსებ ხუცესის, აითალე დიაკონის და წმინდა პლატონის ხსენების დღე
წმინდა აკეფსიმე ეპისკოპოსი, წმინდა იოსებ ხუცესი და აითალე დიაკონი IV საუკუნეში აწამეს. წმინდა მოწამე აკეფსიმე ეპისკოპოსი სპარსეთის ქალაქ ლაესონის ეკლესიას განაგებდა. მეფე შაპუჰ მეორემ ქრისტიანი ღმრთისმსახურების დროს მოძებნა და მისი სიკვდილით დასჯა ბრძანა. შეიპყრეს ეპისკოპოსი აკეფსიმე, რომელიც იმ დროს ოთხმოცი წლის მოხუცი იყო. გადმოგვცემენ, რომ, როცა ნეტარი დააკავეს, ერთმა ნაცნობმა მოახერხა, მას მიახლოებოდა და წასჩურჩულა, დაებარებინა, თუ ვის უტოვებდა სახლს. წმიდანმა უპასუხა: „ჩემო მეგობარო, უცნაური და უგნური საქმეა ამ მწირ ნაგებობაზე ზრუნვა მაშინ, როცა ზეცათა მეუფე მიბრძანებს გადასახლებას დიდების სახლში, რომელ არს ცათა შინა“. უფლის რჩეული ქალაქ არბელაში მზის კერპის ქურუმის სამსჯავროზე წარადგინეს. ნეტარმა უარი განაცხადა სპარსთა ღვთაებებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე, რისთვისაც სასტიკად სცემეს და საპყრობილეში ჩააგდეს. მეორე დღეს, სასტიკი წამების შემდეგ, მასთან გამოამწყვდიეს სამოცდაათი წლის ხუცესი იოსები და დიაკონი აითალეც. სამი წელი იტანჯებოდნენ წმიდანები ტყვეობაში.
არბელას მახლობლად მდებარე მზის ტაძარში მისულმა მეფე საპორმა სამი წმინდა მარტვილის ნახვა ისურვა. დაუძლურებულნი, წყლულებით სხეულდაფარულნი წარდგნენ წმიდანები მეფის წინაშე, მაგრამ კვლავ მხნედ აღიარეს ქრისტე და წარმართული ღვთაებების თაყვანისცემაზე მტკიცე უარი განაცხადეს. მაშინ წმინდა ეპისკოპოსს თავი მოჰკვეთეს, მღვდელი და დიაკონი კი ქალაქში გაიყვანეს ქვებით ჩასაქოლად.
წმინდა პლატონი დაიბადა ღრმად მორწმუნე ქრისტიანთა ოჯახში, ანკვირიაში. საზრდოობდა და აღიზარდა სახარების მცნებებით. ადრეული ასაკიდან დაკარგა მშობლები, გაყიდა თავისი ქონება, ფული დაურიგა ღარიბებსა და გაჭირვებულებს და თავი მიუძღვნა ღვთის სიტყვის გავრცელებას. ქრისტიანობის ქადაგებისთვის დააპატიმრეს და აწამეს. მოსამართლემ ვერაფრით ვერ შეძლო მისი დარწმუნება, რომ უარი ეთქვა ქრისტიანობაზე და კერპებისთვის მსხვერპლი შეეწირა, იგი აწამეს და თავი მოჰკვეთეს IV საუკუნის პირველ მეოთხედში.
აღნიშნის თარიღი
04.11.2008
03.11.2009
02.11.2010
01.11.2011
06.11.2012
05.11.2013
04.11.2014
03.11.2015
01.11.2016
07.11.2017
05.11.2018
05.11.2019
03.11.2020
02.11.2021
01.11.2022
07.11.2023
05.11.2024
04.11.2025
03.11.2026
02.11.2027
06.11.2028
05.11.2029
05.11.2030
პატრიარქების - წმინდა მიტროპანეს, წმინდა ალექსანდრეს და წმინდა პავლე აღმსარებლის და წიგნისმკითველი წმინდა ნოტარიუსების - მარკიანეს და მარტინეს ხსენების დღე
წმინდა ალექსანდრე პატრიარქმა ეპისკოპოსობის ტახტზე შეცვალა წმინდა მიტროპანე. გადმოცემის თანახმად, იგი ეპისკოპოსად ხელდასხმულ იქნა ნიკეის პირველ მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილე პატრიარქთა მიერ, როდესაც ისინი იმპერატორის მიწვევით მონაწილეობდნენ მისი წინამორბედის დაკრძალვაზე. წმინდა ალექსანდრე დაესწრო ქრისტიანული ეკლესიის პირველ მსოფლიო კრებას. იყო სამართლიანი და მტკიცე რწმენის მქონე პატრიარქი, რომელიც მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ებრძოდა არიანელებს და წარმართ ფილოსოფოსებს. საეკლესიო გადმოცემა მოწმობს, რომ მისი და წმინდა იაკობ პატრიარქის ლოცვის წყალობით, არიოსმა სასტიკი სიკვდილით დაასრულა ცხოვრება.
წმინდა პავლე აღმსარებელი პატრიარქი დაიბადა სელანიკში, იყო ღვთისმოსავი, ღვთისმოშიში და ბიბლიის შესანიშნავი მცოდნე. იგი პატრიარქად აირჩიეს კონსტანტინეპოლის პატრიარქის წმინდა ალექსანდრე შემდეგ. არიანელთა წინააღმდეგ მკაცრი პოზიციის გამო იგი გადაასახლეს, 338 წელს დაბრუნდა კონსტანტინეპოლში. იგი სამჯერ იქნა გადასახლებული. ბოლო გადასახლებაში იყო სომხეთის ქალაქ კოქსინში, სადაც, როდესაც პატრიარქი საღვთო ლიტურგიას აღასრულებდა, არიანელები ტაძარში შეიჭრნენ და წმინდანი ომოფორით მოახრჩვეს. ეს მოხდა 350 წელს. 381 წელს წმინდა იმპერატორმა თეოდოსი დიდმა ნეტარი აღმსარებლის უხრწნელი ნაწილები პატივით გადააბრძანა კონსტანტინეპოლში. 1326 წელს სიწმინდე ვენეციაში გადაასვენეს.
წმინდა მარკიანე და წმინდა მარტინე მწიგნობრები კონსტანტინეპოლის საპატრიარქოში მსახურობდნენ, იყვნენ ნოტარიუსები, ეხმარებოდნენ პატრიარქს წმინდა პავლე აღმსარებელს. მწიგნობრებმა პატრიარქის გარდაცვალების ამბავი მთელს ერში გაავრცელეს, წმინდა პავლე პატრიარქის გარდაცვალების მიზეზად კი არიანელებს ასახელებდნენ. რომ გაეჩუმებინათ, ქალაქის არიანელი ეპარქის ბრძანებით, 350 წელს თავი მოჰკვეთეს მათ.
აღნიშნის თარიღი
06.11.2008
05.11.2009
04.11.2010
03.11.2011
08.11.2012
07.11.2013
06.11.2014
05.11.2015
03.11.2016
09.11.2017
06.11.2018
07.11.2019
05.11.2020
04.11.2021
03.11.2022
09.11.2023
07.11.2024
06.11.2025
05.11.2026
04.11.2027
07.11.2028
06.11.2029
07.11.2030
წმინდა გაბრიელ და წმინდა მიქაელ მთავარანგელოზთა და მთელი ზეციური ლაშქრის ხსენების დღე
უფლებანი, ძალნი, ხელმწიფებანი, მთავრობანი (საწყისნი), მთავარანგელოზნი და ანგელოზნი.
სახელი გაბრიელი ნიშნავს სიმტკიცეს (ძალი) ღვთისა (დან. 8, 16; ლკ. 1, 26) - ღვთის საიდუმლოს კეთილი მაცნე, უფლის ყოვლადძლიერების მახარებელი და მსახურია. ხატებზე გაბრიელ მთავარანგელოზს გამოსახავენ სამოთხის რტოთი, რომელიც ყოვლადწმინდა ქალწულს მიართვა, ხშირად მას ხელში ცეცხლოვანი ლამპარი უჭირავს.
სახელი მიქაელი ებრაულად ნიშნავს: „რომელი ვითარცა ღმერთი“ - მძლეველი ყველა ბოროტი ძალისა. მიქაელ მთავარანგელოზისადმი ლოცულობენ დემონურ ცთუნებათა დროს. დადგენილია ანგელოზთა დასის მთავრად. მიქაელ მთავარანგელოზის სახელი ოთხჯერაა მოხსენიებული ბიბლიაში (დანიელი 10:13, 11:1, იუდა, 1:9, გამოცხ. 11:7).
აღნიშნის თარიღი
08.11.2008
07.11.2009
06.11.2010
05.11.2011
10.11.2012
09.11.2013
08.11.2014
07.11.2015
05.11.2016
11.11.2017
08.11.2018
09.11.2019
07.11.2020
06.11.2021
05.11.2022
11.11.2023
09.11.2024
08.11.2025
07.11.2026
06.11.2027
09.11.2028
08.11.2029
09.11.2030
ანტიოქიის წმინდა მელიტონ პატრიარქის, წმინდა მინა ეგვიპტელის და მეორე წმინდა მელიტოს ეპისკოპოსის, წმინდა ბურა მღვდლისა და წმინდა შინუ დიაკონის ხსენების დღე
წმინდა მინა († 304) ეროვნებით ეგვიპტელი ოფიცერი იყო რომის არმიაში. როცა იხილა მის გარშემო არსებული სიბილწე, უსამართლობა და ბოროტება, გადაწყვიტა განდგომოდა ამქვეყნიურ ცხოვრებას, დასახლდა ფრუგიის მთებში. ერთ-ერთ წარმართულ დღესასწაულზე ჩამოვიდა ხალხთან, დაგმო წარმართული კერპები, იქადაგა ქრისტიანული სარწმუნოება. რის გამოც იგი აწამეს და თავი მოჰკვეთეს.
სპარსული წარმოშობის წმინდა მელიტოსი ქრისტიანი ჯარისკაცი იყო სპარსეთის ჯარში. მან უარი თქვა სამხედრო სამსახურზე, აკურთხეს ქალაქ ბითრაზანის ეპისკოპოსად. არაერთხელ იქნა დევნილი კერპთაყვანისმცემლების მიერ, მაგრამ აგრძელებდა მქადაგებლობით საქმიანობას და მიაღწია სპარსეთის დედაქალაქ ტიზბონამდე. აქ მან უარი განაცხადა მზის თაყვანისცემაზე და წამებულ იქნა სპარსეთის მეფე შაპუჰის (331-378) მეფობის დროს, მასთან ერთად მოწამებრივი გვირგვინი დაიდგეს მღვდელმოწამე ბურამ და წმინდა შინუ დიაკონმა.
აღნიშნის თარიღი
10.11.2008
09.11.2009
08.11.2010
07.11.2011
12.11.2012
11.11.2013
10.11.2014
09.11.2015
07.11.2016
13.11.2017
12.11.2018
11.11.2019
09.11.2020
08.11.2021
07.11.2022
13.11.2023
11.11.2024
10.11.2025
09.11.2026
08.11.2027
13.11.2028
12.11.2029
11.11.2030
Commemoration of St. Martyr Demetrios and the Priest St. Basilikos
არ დაეთანხმა არქიმანდრიტის განზრახვას მის მღვდლად აღკვეცაზე, თავი არ მიაჩნდა ამ ხარისხისათვის ღირსად, განცალკევდა და ცხოვრობდა მდინარე ევფრატთან ახლოს მდებარე ერთ მიტოვებულ გამოქვაბულში. იმპერატორი იულიანე განდგომილი სპარსეთთან საბრძოლველად მიემართებოდა და დემეტრეს გამოქვაბულთან გავლის დროს შესასვლელთან დაინახა უამრავი ადამიანი, რომლებიც ელოდნენ განკურნებას. მან ბრძანა გამოქვაბულის შესასვლელის ქვებით ამოქოლვა. იქ იმყოფებოდნენ წმინდანი და მისი ორი მოწაფე.
შემდგომში წამებულთა სასწაულმოქმედი წმინდა ნაწილები გამოაბრძანეს გამოქვაბულიდან.
წმინდა ბასილი მღვდელი წამებულ იქნა 362 წელს იმპერატორ იულიანე განდგომილის მიერ. წმინდა ბასილმა დაადანაშაულა იმპერატორი ქრისტეს უარყოფისათვის. ამ უკანასკნელი ბრძანა ყოველ დღე წამებულის კანიდან ოთხი ნაჭრის მოჭრა. ბოლოს მისი წამებული სხეული აგიზგიზებული რკინებით განგმირეს.
აღნიშნის თარიღი
11.11.2008
10.11.2009
09.11.2010
08.11.2011
13.11.2012
12.11.2013
11.11.2014
10.11.2015
08.11.2016
14.11.2017
13.11.2018
12.11.2019
10.11.2020
09.11.2021
08.11.2022
14.11.2023
12.11.2024
11.11.2025
10.11.2026
09.11.2027
14.11.2028
13.11.2029
12.11.2030
წმინდა გურის, წმინდა სამუნას, წმინდა აბიბ დიაკვნების, რომანოზ განდეგილის, წმინდა ყრმა აღმსარებლის და წმინდა იუსტინე ჯარისკაცის ხსენების დღე
დიაკვანი წმინდა აბიბი მსახურობდა ედესის ეკლესიაში, IV საუკუნის დასაწყისში. ქრისტიანთა დევნის დროს ის დადიოდა სოფლებში, ქადაგებდა ღვთის სიტყვას და ამხნევებდა მათ, ვისაც დევნიდნენ. ამის შესახებ გაიგო იმპერატორმა ლიკიანემ, ბრძანა მისი დაპატიმრება. მას ქრისტეს რწმენაზე უარი ვერ ათქმევინეს, ამის შემდეგ მოსამართლემ მისი ცეცხლზე დაწვის ბრძანება გასცა. წმინდანმა ილოცა, მერე ცეცხლში ჩავარდა და 312 წელს აღასრულა სიცოცხლე.
დიოკლეტიანეს დევნის პერიოდში სასულიერო პირი სახელად რომანოზი დააპატიმრეს და აწამეს თავისი რწმენის გამო. მან მოსამართლეს უთხრა, გაეჩერებინათ რომელიმე ბავშვი და ეკითხათ, რომელი იყო უფრო სწორი - ერთი ღმერთის თაყვანისცემა, თუ მრავლისა. ასეც მოიქცნენ, ერთ გამვლელ ბავშვს ჰკითხეს, მან კი უპასუხა, ღმერთი ერთი უნდა იყოსო. ეს შემთხვევა მოხდა 304 წელს.
წმინდა ჯარისკაცი იუსტინე დიოკლეტიანე იმპერატორის დროს აწამეს. იგი იყო სამხედრო, იმპერატორის ახლობელი, ქრისტეს რწმენის გამო კისერზე ქვა ჩამოკიდეს და წყალში ჩაძირეს.
აღნიშნის თარიღი
13.11.2008
12.11.2009
11.11.2010
10.11.2011
15.11.2012
14.11.2013
13.11.2014
12.11.2015
10.11.2016
16.11.2017
15.11.2018
14.11.2019
12.11.2020
11.11.2021
10.11.2022
16.11.2023
14.11.2024
13.11.2025
12.11.2026
11.11.2027
16.11.2028
15.11.2029
14.11.2030
წმინდა ანდრია და წმინდა ფილიპე მოციქულთა ხსენების დღე
ფილიპე მოციქული, თორმეტ მოციქულთაგანია, წარმოშობით გალილეის ქალაქ ბეთსაიდიდან იყო. წმინდა მოციქულის იოანე ნათლისმცემლის თანამემამულე და მოწაფე. ქადაგებდა მცირე აზიაში და როდესაც მოციქული ფრიგიაში, ქალაქ იერაპოლში ჩავიდა, იქ წარმართებმა აწამეს. ფილიპე მოციქული ჯვარზე აღესრულა.
სომხური სამოციქულო ეკლესია წმინდა ანდრია და წმინდა ფილიპე მოციქულთა ხსენების დღეს აღნიშნავს ჯვართამაღლების მეცხრე კვირის მომდევნო შაბათ დღეს.
აღნიშნის თარიღი
15.11.2008
14.11.2009
13.11.2010
12.11.2011
17.11.2012
16.11.2013
15.11.2014
14.11.2015
12.11.2016
18.11.2017
17.11.2018
16.11.2019
14.11.2020
13.11.2021
12.11.2022
18.11.2023
16.11.2024
15.11.2025
14.11.2026
13.11.2027
18.11.2028
17.11.2029
16.11.2030
„ჰისნაკაც“ მარხვის ბარეკენდანი
ჰისნაკი ორმოცდაათდღიანი მარხვის პერიოდია, რომელიც წინ უძღვის ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. „ჰისნაკაც ბარეკენდანი“ 7 დღის მოძრაობით აღინიშნება 15 ნოემბრიდან 21 ნოემბრამდე. წელს 15 ნოემბერს.
აღნიშნის თარიღი
16.11.2008
15.11.2009
21.11.2010
20.11.2011
18.11.2012
17.11.2013
16.11.2014
15.11.2015
20.11.2016
19.11.2017
18.11.2018
17.11.2019
15.11.2020
21.11.2021
20.11.2022
19.11.2023
17.11.2024
16.11.2025
15.11.2026
21.11.2027
19.11.2028
18.11.2029
17.11.2030
დღესასწაული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებისა
მარიამი სამი წლის გახდა და დაუდგა ჟამი მშობლებთან განშორებისა. წმინდა იოაკიმესა და წმინდა ანას კარგად ახსოვდათ მთავარანგელოზის ნათქვამი და გადაწყვიტეს, საზეიმოდ, როგორც მესიის დედას ეკადრებოდა, მიეყვანათ ტაძრად მხოლოდშობილი, სადაც რჩება გათხოვებამდე.
დღესასწაულის დამტკიცება უკავშირდება იმ ტაძარს, რომელიც ააშენა იუსტინიანე იმპერატორმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საპატივცემულოდ ძველი ებრაული ტაძრის ადგილზე, მორიას. ტაძრის კურთხევა გაიმართა 543 წლის 21 ნოემბერს. 638 წელს იუსტინიანეს მიერ აგებული ტაძარი გადაკეთდა მუსსლიმურ მეჩეთად, და მას შემდეგ დღესასწაული გავრცელდა მთელ ქრისტიანულ სამყაროში. წმინდა მარიამის ტაძრად მიყვანების დღესასწაული სომხურ ეკლესიაში აღინიშნება XVIII საუკუნიდან. დღესასწაული სომხური სამოციქულო ეკლესიის ერთ-ერთი უძრავი დღესასწაულია.
აღნიშნის თარიღი
21.11.2008
21.11.2009
21.11.2010
21.11.2011
21.11.2012
21.11.2013
21.11.2014
21.11.2015
21.11.2016
21.11.2017
21.11.2018
21.11.2019
21.11.2020
21.11.2021
21.11.2022
21.11.2023
21.11.2024
21.11.2025
21.11.2026
21.11.2027
21.11.2028
21.11.2029
21.11.2030
წმინდა იულიანე და წმინდა ვასილია ქალწულთა ხსენების დღე
წმინდა ვასილია († 303) ცხრა წლის გოგონა იყო, როდესაც იმპერატორ დიოკლეტიანეს დევნის პერიოდში უამრავი ტანჯვა გადაიტანა და ცოცხალი გადარჩა, რის შედეგად მოსამართლემაც აღიარა ქრისტიანობა. 309 წელს დაასრულა ნეტარი ცხოვრება.
სომხური სამოციქულო ეკლესია წმინდა იულიანესა და წმინდა ვასილიას ხსენების დღეს აღნიშნავს ორმოცდაათდღიანი მარხვის პირველი კვირის მომდევნო ორშაბათს.
აღნიშნის თარიღი
24.11.2008
23.11.2009
29.11.2010
28.11.2011
26.11.2012
25.11.2013
24.11.2014
23.11.2015
28.11.2016
27.11.2017
26.11.2018
25.11.2019
23.11.2020
29.11.2021
28.11.2022
27.11.2023
25.11.2024
24.11.2025
23.11.2026
29.11.2027
27.11.2028
26.11.2029
25.11.2030
მოწამეების წმინდა ლუკიანე მღვდლის, წმინდა ტარაქოს, წმინდა პრობოს და წმინდა ანდრონიკესა და წმინდა პავლე მოციქულის მოწაფის წმინდა ონისიმეს ხსენების დღე
ანტიოქიაში სასულიერო სკოლა დააარსა, მაგრამ მაქსიმინუსის დევნის დროს იგი დააპატიმრეს და გადაასახლეს ნიკომიდიაში, ციხეში იმყოფებოდა ცხრა წლის განმავლობაში, 312 წელს კი თავი მოჰკვეთეს.
წმინდა ტარაქო, წმინდა პრობო და წმინდა ანდრონიკე ჯარისკაცები განუყრელი მეგობრები იყვნენ. მათაც დევნიდნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს ქრისტეს რწმენის მიმდევრობისათვის, ისინი დააკავეს და აწამეს ქალაქ ტარსონსა და ანაბარზაში. მათ თავი მოჰკვეთეს ქალაქ ანაბარზაში 304 წელს.
წმინდა ონისიმე გაქცეული მონა იყო. ის რომში დაიჭირეს და ციხეში ჩასვეს, სადაც მან გაიცნო პავლე მოციქული, მისი ხელით მოინათლა. წმინდა პავლე მოციქული მას წერილს აძლევს, რითაც ონისიმე ყოფილი ბატონისგან პატიებას და თავისუფლებას იღებს. წმინდა ონისიმე ყველგან დაყვება წმინდა პავლეს, მისი სიკვდილის შემდეგ კი ქადაგებს ესპანეთში, საბერძნეთსა და მცირე აზიაში. ღრმა მოხუცებულობის ასაკში ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად, ტრაიანეს დევნის დროს იგი დააპატიმრეს, ქვებით ჩაქოლეს და თავი მოჰკვეთეს.
აღნიშნის თარიღი
25.11.2008
24.11.2009
30.11.2010
29.11.2011
27.11.2012
26.11.2013
25.11.2014
24.11.2015
29.11.2016
28.11.2017
27.11.2018
26.11.2019
24.11.2020
30.11.2021
29.11.2022
28.11.2023
26.11.2024
25.11.2025
24.11.2026
30.11.2027
28.11.2028
27.11.2029
26.11.2030
წმინდა კლემენტ პატრიარქის და წმინდა ბაგრატ ტავრომენელი ეპისკოპოსის ხსენების დღე
ტავრომენელი ეპისკოპოსი წმინდა ბაგრატი სიველიის განმანათლებელია. იყო პეტრე მოციქულის მოწაფე, ვის მიერაც ხელდასხმულ იქნა და გაიგზავნა სიველიაში. იგი გახდა ქალაქ ტავრომენეს ეპისკოპოსი და მისი ქადაგების წყალობით გაუქმდა კერპთაყვანისმცემლობა, მაგრამ ქალაქის ერთმა დიდგვაროვანმა, რომელიც თავგამოდებული კერპთაყვანისმცემელი იყო, ლოცვის დროს მოკლა იგი. ქალაქის მთავარმა დასაჯა ბოროტმოქმედი, წმინდანის სხეული კი დიდი პატივით დაასვენეს კიდობანში, რომ ყველას მფარველი და დამხმარე ყოფილიყო.
სომხური სამოციქულო ეკლესია წმინდა კლემენტ პატრიარქისა და წმინდა ბაგრატ ტავრომენელი ეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს ორმოცდაათდღიანი მარხვის პირველი კვირა დღის მომდევნო ხუთშაბათს.
აღნიშნის თარიღი
27.11.2008
26.11.2009
02.12.2010
01.12.2011
29.11.2012
28.11.2013
27.11.2014
26.11.2015
01.12.2016
30.11.2017
29.11.2018
28.11.2019
26.11.2020
02.12.2021
01.12.2022
30.11.2023
28.11.2024
27.11.2025
26.11.2026
02.12.2027
30.11.2028
29.11.2029
28.11.2030