1geo

fb you od

ახალგაზრდებისა და სიყვარულის მფარველი სურბ სარგის მხედართმთავრის ხსენების დღე

ახალგაზრდებისა და სიყვარულის  მფარველი სურბ სარგის მხედართმთავრის ხსენების დღე

 

ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ II-ის კურთხევით, სურბ სარგის მხედართმთავრის დღე გამოცხადებულია ახალგაზრდების კურთხევის დღედ. სურბ სარგის მხედართმთავარი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი წმინდანია. მის ვაჟთან - მარტიროსთან და 14 ჯარისკაცთან ერთად იგი აწამეს ქრისტიანული რწმენისათვის. სიმამაცისათვის სურბ სარგისი იმპერატორ კონსტანტინე დიდის (285-337)   მიერ დაინიშნა მთავრად და მხედართმთავრად. იგი არა მარტო შესანიშნავი მეთაური იყო, არამედ დიდი მქადაგებელი. იგი სარგებლობდა იმპერატორის კეთილგანწყობით და მის მფლობელობაში მყოფ ქალაქებში ანადგურებდა წარმართულ ტაძრებს, აშენებდა ქრისტიანულ ეკლესიებს და ავრცელებდა ქრისტიანობას. როდესაც იულიანე განდგომილის (360-363) მეფობის დროს დაიწყო ქრისტეს ეკლესიის დევნა, ღვთიური გამოცხადებით სურბ სარგისმა მიიღო ბრძანება, დაეტოვებინა იმპერიის საზღვრები. იგი თავის ვაჟთან მარტიროსთან ერთად ქრისტიანულ სომხეთში გადავიდა, სადაც მეფობდა ტირანი - ტრდატ მეფის შვილიშვილი - ხოსროვის ვაჟი.

სომეხთა მეფემ შეიტყო, რომ იულიანე დიდი ლაშქრით სპარსეთისკენ დაიძრა, თავის ქვეყანაზე თავდასხმის საფრთხის ასაცილებლად, სარგისს   შაპუჰთან სამსახურში შესვლისკენ მოუწოდა. შაპუჰმა სიამოვნებით   მიიღო სურბ სარგისი და იგი დანიშნა სამხედრო გაერთიანებული რაზმების მეთაურად. მხედართა უმეტესობამ, ხედავდა რა, რომ ბრწყინვალე სამხედრო ლიდერი როგორი   ერთგული იყო ღვთისა, რომ უფალი მისი ლოცვით სასწაულებს ახდენდა, უარყო კერპთაყვანისმცემლობა და ქრისტიანული სარწმუნოება აღიარა.

შაპუჰი კი სურბ სარგისისაგან ცეცხლის თაყვანისცემას და კერპებისთვის მსხვერპლშეწირვას მოითხოვდა. მხედართმთავარმა უარი განაცხადა და თქვა, რომ თაყვანს სცემს მხოლოდ ერთ ღმერთს და წმიდა სამებას,   რომელმაც შექმნა ცა, დედამიწა და ცეცხლი, ხოლო კერპები არ არიან ღმერთები, მიწიერ ადამიანს მათი განადგურება შეუძლია. ამ სიტყვების შემდეგ სურბ სარგისმა გაანადგურა   ბაგინი. გაბრაზებული ბრბო თავს დაესხა სარგისსა და მის ვაჟს. მისმა ვაჟმა - წმინდა მარტიროსმა მოწამებრივი გვირგვინი მიიღო. სურბ სარგისი ციხეში ჩასვეს, იგი ურყევი დარჩა   რწმენაში, რისთვისაც თავი მოჰკვეთეს. სიკვდილის შემდეგ მის სხეულს ნათელი სხივი დაადგა.   მოწამეობრივად დაასრულა სიცოცხლე სურბ სარგისის 14-მა ერთგულმა ჯარისკაცმაც. მორწმუნეებმა მათი სხეულები მიწას მიაბარეს ქალაქ ამიანში. სურბ სარგისი სომეხი ხალხის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი წმინდანია. შემთხვევითი არ არის, რომ მოძღვარმა წმინდა მესროპ მაშტოცმა მისი წმინდა ნაწილები ჩამოაბრძანა კარბიში (აშტარაკის რაიონი) და ამ ადგილას ნეტარის სახელზე ეკლესია ააშენა.

სურბ სარგისი - ახალგაზრდებისა და სიყვარულის მფარველი

სურბ სარგისის დღესასწაული სომხეთში აღინიშნება არა მხოლოდ საეკლესიო წესით, ლოცვით,   არამედ ხალხური ტრადიციებითაც.   სურბ სარგისის მეოხებით სასწაულები ხდება. ამ დღეს ახალგაზრდები ევედრებიან წმინდანს, რომ მან მათი ლოცვა შესწიროს უფალს.

სურბ სარგისის დღესასწაულს წინ უსწრებს წმინდა გრიგოლ განმანათლებლის მიერ დაწესებული „არაჯავორაც“ მარხვა. დღესასწაულის წინა ღამეს ახალგაზრდები მიირთმევენ მარილიან კვერს, რასაც უკავშირებენ მათი სასიძოს ან საპატარძლოს დასიზმრებას. ამ დღის ერთ-ერთი წეს-ჩვეულებაა სახურავზე ან აივანზე ფოხინდის (მოხალული პურის ფქვილის) ლანგრის დადება, რომ სურბ სარგისმა ჩაიქროლოს ცხენით და ვის ლანგარზეც დატოვებს   სანუკვარ კვალს, იმ მორწმუნეს ამ წელს აუხდება სანუკვარი ოცნება.  

დღესასწაულის დღეს სურბ სარგისის სახელობის ეკლესიებში საღმრთო ლიტურგია აღევლინება, რის შემდეგაც სრულდება ახალგაზრდების კურთხევის წესი.

აღნიშნის თარიღი

21.01.2008
07.02.2009
30.01.2010
19.02.2011
04.02.2012
26.01.2013
15.02.2014
31.01.2015
23.01.2016
11.02.2017
27.01.2018
16.02.2019
08.02.2020
30.01.2021
12.02.2022
04.02.2023
27.01.2024
15.02.2025
31.01.2026
23.01.2027
12.02.2028
27.01.2029
16.02.2030

წმინდა სუქიასიან მოწმეთა ხსენების დღე

წმინდა სუქიასიან მოწმეთა ხსენების დღე

 

წმინდა ატომიანების თავდადება ყოველი ქრისტიანისთვის საუკეთესო მაგალითია. მათ უფლის დახმარებით და შემწეობით ცხოვრების ყველა სირთულე გადალახეს.

სომეხთა მეფის კარზე სათენიკ დედოფლის ნათესავებს, რომლებიც შემდგომში ვოსკიანების მიმდევრები ხდებიან,   სუქიასიანები ეწოდებათ. სომეხმა მეფის შვილებმა, რომ ვერ შეძლეს მათი დაბრუნება, შური იძიეს მათზე და მახვილით განგმირეს მათი მქადაგებლები - ვოსკიანები.

აღნიშნის თარიღი

22.01.2008
10.02.2009
02.02.2010
22.02.2011
07.02.2012
29.01.2013
18.02.2014
03.02.2015
26.01.2016
13.02.2017
30.01.2018
19.02.2019
11.02.2020
02.02.2021
15.02.2022
07.02.2023
30.01.2024
18.02.2025
03.02.2026
26.01.2027
15.02.2028
30.01.2029
19.02.2030

წმინდა ვოსკიან მღვდელთა ხსენების დღე

წმინდა ვოსკიან მღვდელთა ხსენების დღე

 

ხალხური გადმოცემის მიხედვით, ვოსკიანები რომის იმპერატორის მიერ მეფე სანატრუკთან მოვლენილი 5 ელჩია, რომლებიც პირველი საუკუნის შუა ხანებში ჩამოვიდნენ სომხეთში, შეხვდნენ მოციქულ თადეოზს, მისი ქადაგებების შთაბეჭდილებით მოინათლნენ და გაქრისტიანდნენ. მთავარი მათგანი ხნუსი(სომხურად: ვოსკი, აქედან - ვასკიანები) ხელდახმულიქნა მღვდლად. მოციქულ თადეოზის   მოწამებრივი სიკვდილის შემდეგ ისინი განცალკევებულ ცხოვრებას ეწევიან წაკოტნის პროვინციის წაღკავეტის მთებში და 40 წელი განდეგილობენ. ისინი სომხურ სამეფო კარზე მიდიან არტაშეს მეფისა და სათენიკ დედოფლისათვის   ქრისტიანობის საქადაგებლად. სამეფო კარზე მათ მისდევენ მხოლოდ სათენიკ დედოფლის ნათესავები, ალანთა ქვეყნიდან დედოფალთან ერთად ჩამოსული 18 კარისკაცი, რომლებიც ინათლებიან   მდინარე ევფრატში და ვოსკიანებთან ერთად მთებში იხიზნებიან.

სათენიკ დედოფლის ნათესავებს, რომლებიც მისდევენ ვოსკიანებს, შემდგომში, მათი მთავრის - სუქიასის სახელით, სუქიასიანები ეწოდებათ.  სომეხმა მეფის შვილებმა, რომ ვერ შეძლეს მათი დაბრუნება სამეფო კარზე, შური იძიეს მათზე და მახვილით განგმირეს მათი მქადაგებლები - ვოსკიანები.   ვოსკიანები სომეხთა ეკლესიის პირველ მოწამეთაგან არიან. მათი ხსენების  დღე საეკლესიო კალენდრის მიხედვით აღინიშნება ან „არაჯავორაც“ მარხვის მომდევნო ხუთშაბათს   (როგორიცა   წელს), ან სუქიასიანთა დღესასწაულთან ერთად.

აღნიშნის თარიღი

24.01.2008
12.02.2009
04.02.2010
24.02.2011
09.02.2012
31.01.2013
20.02.2014
05.02.2015
28.01.2016
16.02.2017
01.02.2018
21.02.2019
13.02.2020
04.02.2021
17.02.2022
09.02.2023
01.02.2024
20.02.2025
05.02.2026
28.01.2027
17.02.2028
01.02.2029
21.02.2030

წმინდა სააკ (საჰაკ) პართევ კათოლიკოსის დღესასწაული

წმინდა სააკ (საჰაკ) პართევ კათოლიკოსის   დღესასწაული

 

წმინდა კათოლიკოსი სააკ პართევი კათოლიკოს  ნერსეს დიდის    შვილი იყო, წმინდა გრიგოლ განმანათლებლის    საგვარეულოს ბოლო წარმომადგენელი, რომელიც   387 წლიდან დაწყებული 52 წელი იყო სომეხთა კათოლიკოსი.   იგი იყო განათლებული და გამოცდილი  მუსიკალურ,  რიტორიკულ  ხელოვნებებში,  ფილოსოფიასა და ენათმეცნიერებაში, სააკ პართევმა   დიდი სარგებლობა მოუტანა სომხური ეროვნული კულტურის  განვითარებას,  იყო სომხური ანბანის შექმნის  აპოლოგეტი, მესროპ მაშტოც ვარდაპეტთან ერთად გახდა  სომხური დამწერლობისა და საეკლესიო ლიტერატურის დამფუძნებელი. ასო-ნიშნების    გამოგონების შემდეგ წმინდანები საჰაკი და   მესროპი იწყებენ ბიბლიის თარგმნას და ისე სრულყოფილად ასრულებენ ამას, რომ ბიბლიის სომხურ თარგმანს საუკუნეების შემდეგაც კი „ ბიბლიების თარგმანთა დედოფალი“ ეწოდება.

აღნიშნის თარიღი

26.01.2008
31.01.2009
06.02.2010
26.02.2011
11.02.2012
02.02.2013
22.02.2014
07.02.2015
30.01.2016
18.02.2017
03.02.2018
23.02.2019
15.02.2020
06.02.2021
19.02.2022
11.02.2023
03.02.2024
22.02.2025
07.02.2026
30.01.2027
19.02.2028
03.02.2029
23.02.2030

კონსტანტინეპოლის 150 წმინდა პატრიარქის (381 წ.) ხსენების დღე

Commemoration of 150 Pontiffs participating in the Ecumenical Council of Constantinople

 

During different periods of history the Ecumenical Church has faced various problems of doctrinal, administrative and organizational nature, solutions to which have been provided during the Ecumenical Councils. One of such councils was the Second Ecumenical Council convened upon the order of the King Theodosios in Constantinople, in 381.

As the result of Arian disputes a new heresy had appeared, the head and supporter of which was Bishop Makedon of Constantinople, who denied the deity of the Holy Spirit. The Ecumenical Council convened in Constantinople on that special occasion, re-endorsed the definition of the Ecumenical Council of Nicaea and stack for the formulation “One deity, three persons”.

Accepting the Ecumenical Council, the Armenian Apostolic Church commemorates the memory of 150 Patriarchs participating in the Council.

When is celebrated

02.02.2008
21.02.2009
13.02.2010
05.03.2011
18.02.2012
09.02.2013
01.03.2014
24.01.2015
06.02.2016
25.02.2017
10.02.2018
02.03.2019
22.02.2020
13.02.2021
26.02.2022
18.02.2023
10.02.2024
01.03.2025
24.01.2026
06.02.2027
26.02.2028
10.02.2029
02.03.2030

„არაჯავორაც“ მარხვის ბარეკენდანი (ყველიერი)

„არაჯავორაც“ მარხვის ბარეკენდანი (ყველიერი)

 

„არაჯავორაც“ მარხვა დამახასიათებელია მხოლოდ სომეხთა ეკლესიისათვის. იწყება დიდ მარხვამდე სამი კვირით ადრე. მრევლს მოეთხოვება მძიმე მარხვა. ძველად ამ დღეებში ნებადართული იყო   მხოლოდ პურისა და მარილის ჭამა, წირვა არ აღევლინებოდა. „არაჯავორაც“ მარხვის საიდუმლო   წარმართულ   სიბილწეთაგან ადამიანის გრძნობის ხუთი ორგანოს განწმენდაა. ძველად იყო ჩვეულება ნათლობამდე ხუთი დღით ადრე მარხვაზე ყოფნისა, რისი წყალობითაც ტრდატი და მასთან ერთად სხვები გადარჩნენ, ამიტომაც „არაჯავორაც“ მარხვას ეწოდება გადარჩენის - ხსნის მარხვა. სომეხთა ეკლესიის სწავლულთა აზრით, „არაჯავორაც“ მარხვა დააფუძნა წმინდა გრიგოლ განმანათლებელმა, ზემოაღნიშნული მარხვის ხსოვნის ნიშნად. ამ მარხვის „არაჯავორაც“ სახელწოდების ორი ინტერპრეტაცია არსებობს, პირველი - როგორც დიდი მარხვის წინამორბედი, მეორე - როგორც სომეხთა პირველი მარხვა. „არაჯავორაც“ მარხვას გაუგებრობით უწოდებდნენ ასევე სურბ სარგისის მარხვას, ვინაიდან აღნიშნული მარხვის მომდევნო შაბათ ზეიომებენ დღეს სურბ სარგისის დღესასწაულს. შუა საუკუნეებში ბერძნები და ქართველები ადანაშაულებდნენ სომეხთა წმიდა ეკლესიას „არაჯავორაც“ მარხვის სურბ სარგისის სახელთან დაკავშირებისათვის, რომლესაც ისინი მიაწერდნენ ჯადოქრობებს. სომეხი ისტორიკოსების ცნობების თანახმად, „არაჯავორაც“ მარხვა ქართველებსა და ბერძნებსაც ჰქონდათ.  

„არაჯავორაც“ მარხვის მე-5 დღეს (პარასკევი) იხსენიებენ წმინდა ჰოვნანის ქადაგებებს და ნინვეს   მონანიებას, არა როგორც წმინდა ჰოვნან წინასწარმეტყველის დღესასწაულს, არამედ როგორც დიდი მონანიებისა და   მარხვის მაგალითი.

აღნიშნის თარიღი

13.01.2008
01.02.2009
24.01.2010
13.02.2011
29.01.2012
20.01.2013
09.02.2014
25.01.2015
17.01.2016
05.02.2017
21.01.2018
10.02.2019
02.02.2020
24.01.2021
06.02.2022
29.01.2023
21.01.2024
09.02.2025
25.01.2026
17.01.2027
06.02.2028
21.01.2029
10.02.2030

წმინდა კირაკოსისა და მისი დედის - წმინდა იუდიტას ხსენების დღე

წმინდა კირაკოსისა და მისი დედის - წმინდა იუდიტას ხსენების დღე

 

 

წმინდა იუდიტა ღვთისმოშიში და ღვთისმოსავი ქალი იყო, მას სამი წლის ბავშვი ჰყავდა, რომელსაც კირაკოსი ერქვა. როდესაც ქრისტიანების დევნა დაიწყო, იგი მიიმალა ტარსონში. მაგრამ აქაც ვერ იყო მშვიდად, ვინაიდან დევნა გრძელდებოდა. წმინდანებს აპატიმრებენ და აწამებენ. პატარა კირაკოსი ხედავდა რა დედის წამებას, ძლიერად ტიროდა, მსაჯულის თბილი სიტყვების მიუხედავად, ქრისტეს რწმენით გაძლიერებული, დედის სიტყვებს იმეორებდა: "მე ვარ ქრისტიანი და თაყვანს ვცემ ჩვენს უფალს - იესოს."

ბავშვი ცდილობდა მსაჯულის ხელიდან გათავისუფლებას და დედასთან მისვლას. მან მოსამართლეს ძლიერ დაარტყა ხელზე, ხოლო ამ უკანასკნელმა ბავშვი კიბეზე დააგორა. კირაკოსმა თავი ქვას დაარტყა და სული განუტევა, შეუერთდა ბეთლემელ უდანაშაულო ჩვილთა გუნდს, მისი დედა- წმინდა იუდიტა – კი ადიდებდა უფალს იმის გამო, რომ მისი შვილი ქრისტესთვის ეწამა. დედასაც წარმოუდგენელი წამება ელოდა, ბოლოს მას თავი მოჰკვეთეს. ეს მოხდა 305 წელს. სომხურმა ეკლესიამ კირაკოსს მიუძღვნა სპეციალური შარაკანი (სასულიერო ჰიმნი, საგალობელი).

აღნიშნის თარიღი

24.07.2008
22.01.2009
21.01.2010
24.01.2011
23.01.2012
29.07.2013
21.01.2014
22.01.2015
28.07.2016
23.01.2017
30.07.2018
21.01.2019
21.01.2020
21.01.2021
24.01.2022
23.01.2023
29.06.2024
21.01.2025
22.01.2026
27.07.2027
24.01.2028
30.07.2029
21.01.2030

წმინდა თეოდოსი დიდის და შვიდი ეფესელი ყრმის ხსენების დღე

წმინდა თეოდოსი დიდის და შვიდი ეფესელი ყრმის   ხსენების დღე

 

წმინდა თეოდოსი დიდმა თავისი ზეობის დროს (379-395) გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა წარმართობას. მან გამოსცა კანონი, რომლის მიხედვითაც კერპებისადმი ყოველგვარი მსახურება დანაშაულად ითვლებოდა. კეთილმსახური მეფე ერთგულად იცავდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას ერეტიკოსებთან ჭიდილში. 379 წელს, როცა იგი დაინიშნა აღმოსავლეთის იმპერატორად, უპირველეს ყოვლისა, დააბრუნა წინა იმპერატორის ბრძანებით გადასახლებული ეპისკოპოსები. თეოდოსიმ იმპერიის ერთიან სახელმწიფო რელიგიად დაამტკიცა ქრისტიანობის ნიკეის მსოფლიო კრების ფორმულა და აღკვეთა არიანელობა.  

როდესაც თეოდოსის ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს თესალონიკელი 7000 აჯანყებული, მილანის ამბროსიუს ეპისკოპოსი იმპერატორს უკრძალავს ტაძარში შესვლას, იგი თავმდაბლად ემორჩილება ღმრთის მსახურს. გარდაიცვალა 395 წელს.

სომეხთა ეკლესიაში იმავე დღეს აღინიშნება ეფესელი შვიდი ყრმის ხსენებაც. შვიდი ეფესელი ყრმა: მაქსიმილიანე, იამბლიქო, მარტინიანე, იოანე, დიონისე, ექსაკუსტოდიანე (კონსტანტინე) და ანტონინე, ცხოვრობდნენ უსჯულო დეკიუსის (249-251) ზეობისას. მათ   ფარულად მიიღეს ქრისტიანობა, რისთვისაც დეკიუსი დევნიდა მათ. ისინი მიიმალნენ ოქლონის მთის მღვიმეში. ეფესელი ყრმები უფლის წყალობით  140 წლიან ძილს მიეცნენ და 389 წელს გამოიღვიძეს, ღვთისმოსავი იმპერატორის თეოდოსის მეფობის დროს,   გამოვლინდა ღვთის სასწაული, მეფე და ქალაქის მცხოვრებლები დიდი პატივით შეხვდნენ დევნილ ქრისტიანებს. შემდეგ ისინი ისევ მღვიმეში დაბრუნდნენ და კვლავ დაიძინეს,   ამჯერად მარადიული ძილით. ეფესელი ყრმები დაკრძალეს იმავე მღვიმეში, რომელზეც მომავალში დიდებული ეკლესია ააგეს.

აღნიშნის თარიღი

22.07.2008
20.01.2009
19.01.2010
20.01.2011
19.01.2012
19.01.2013
20.01.2014
20.01.2015
26.07.2016
19.01.2017
20.10.2018
19.01.2019
20.01.2020
19.01.2021
20.01.2022
19.01.2023
20.01.2024
20.01.2025
20.01.2026
26.07.2027
20.01.2028
20.10.2029
19.01.2030

წმინდა პეტრე პატრიარქის, წმინდა ვლას ეპისკოპოსის და წმინდა აპისოღომ დიაკვნის ხსენების დღე

წმინდა პეტრე პატრიარქის, წმინდა ვლას ეპისკოპოსის და წმინდა აპისოღომ დიაკვნის ხსენების დღე

 

ალექსანდრიის წმინდა პეტრე პატრიარქი, წმინდა ვლას ეპისკოპოსი და წმინდა აპისოღომ დიაკვანი მსოფლიო ეკლესიის დიდ წმინდანთაგან არიან. იმპერატორ დიოკლეტიანესა და მაქსიმინუსის მიერ (284-305) ქრისტიანთა დევნისას, ნეტარი პეტრე ქალაქიდან განდევნეს. მან წმინდა აპისოღომ დიაკვნის მხარდაჭერით, იმპერიის მრავალი ოლქი შემოიარა, ბოლოს კი ისევ დაუბრუნდა მშობლიურ ქალაქს, რომ განსაცდელის ჟამს პირადად ეხელმძღვანელა ალექსანდრიის ეკლესიისათვის. მღვდელმთავარი ფარულად ნახულობდა საპყრობილეში გამომწყვდეულ ქრისტიანებს, ეხმარებოდა ქვრივებსა და ობლებს, ქადაგებდა ღვთის სიტყვას და ღვთისმსახურებას აღასრულებდა. უფალიც იცავდა თავის რჩეულს მდევნელთაგან.  ბოლოს იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) ბრძანებით მღვდელმთავარი შეიპყრეს. მთელი ხალხი შეიკრიბა საპყრობილის კარებთან მღვდელმთავრის დასახმარებლად. წმინდა პეტრემ, რომელსაც სურდა თავიდან აეცილებინა სახალხო ჯანყი და სისხლისღვრა, ხელისუფალს წერილობით შესთავაზა, ციხის უკანა კედელი გაერღვიათ და ხალხისგან ფარულად გაეყვანათ იგი სიკვდილით დასასჯელად. ღამის უკუნში წმინდა მწყემსთმთავარი, დიაკვანთან ერთად, ქალაქის გალავანს გადაღმა გაიყვანეს და სწორედ იმ ადგილას მოჰკვეთეს თავი. ეს მოხდა 311 წელს.

მღვდელმოწამე ვლასი, სებასტიელი ეპისკოპოსი, მართალი და კეთილმსახური ცხოვრების წყალობით, საყოველთაო სიყვარულით სარგებლობდა, ამიტომაც ქალაქ სებასტიის მცხოვრებლებმა იგი ერთსულოვნად აირჩიეს თავიანთ ეპისკოპოსად. წმინდა მღვდელმთავრის მოღვაწეობის ხანა ქრისტიანთა სასტიკი მდევნელების, დიოკლეტიანეს (284-305) და ლიკინიუსის (307-324) მეფობის წლებს დაემთხვა. იგი განამტკიცებდა თავის სამწყსოს, საპყრობილეებში აკითხავდა ტუსაღებს, ამხნევებდა მარტვილებს. ვლასიც იძულებული შეიქმნა არგეოსის მთისთვის შეეფარებინა თავი და აქ, გამოქვაბულში გაეგრძელებინა მოღვაწეობა. წმინდანის ადგილი ცნობილი ხდება ხელისუფალთათვის, ვლასი   აგრიკოლას მიჰგვარეს. აქ მან კიდევ ერთხელ ახოვნად აღიარა ქრისტე. მმართველმა ბრძანა, ტბაში ჩაეგდოთ ნეტარი მღვდელმთავარი, ღვთის მიერ რჩეულმა ჯვარი გადასახა წყალს და გაიარა მასზე, შემდეგ ნაპირზე მდგარ წარმართებს მიმართა: „თქვენც მოიხმეთ შეწევნისთვის თქვენი ღმერთები და მოდით ჩემთან“. მმართველის 68 რჩეული კარისკაცი გაკადნიერდა და მიბაძა მარტვილს, მაგრამ ყველა წყალში შესვლისთანავე დაიხრჩო. საუკეთესო მსახურების დახოცვით გაცეცხლებულმა აგრიკოლამ განკარგულება გასცა, დაუყოვნებლად თავი მოეკვეთათ წმიდანისთვის. სიკვდილის წინ ნეტარმა მამამ ღმერთს შეავედრა მთელი სამყარო, განსაკუთრებით კი მისი ხსოვნის პატივისმცემლები. წმინდა მღვდელმოწამე 136 წელს აღესრულა.

აღნიშნის თარიღი

19.07.2008
17.01.2009
16.01.2010
17.01.2011
16.01.2012
15.01.2013
16.01.2014
17.01.2015
16.01.2016
16.01.2017
16.01.2018
15.01.2019
16.01.2020
16.01.2021
17.01.2022
16.01.2023
16.01.2024
16.01.2025
17.01.2026
16.01.2027
17.01.2028
16.01.2029
15.01.2030

წმინდა იოანე ნათლისმცემლის დაბადების დღესასწაული

წმინდა იოანე ნათლისმცემლის დაბადების დღესასწაული

 

წმინდა იოანე ნათლისმცემლის დაბადება დაწვრილებით აღწერა წმინდა ლუკა მახარებელმა (ლუკა 1:5-25). წმინდა იოანეს მამას - ზაქარია მღვდელს უფლის ტაძარში (საკმევლის) კმევის დროს მოევლინა უფლის ანგელოზი და ახარა მისი შვილის   დაბადების შესახებ, მაგრამ მოხუცი ზაქარია სკეპტიციზმით იღებს ამ სასიხარულო ამბავს და უნდობლობისთვის დამუნჯდებულია თავისი შვილის შობამდე. იოანე ნათლისმცემელი, რომელსაც უნდა მოენათლა კაცობრიობის მხსნელი, იცნო და იესოს ამქვეყნად მოვლინებისთვის   ჯერ კიდევ მის შობამდე გაიხარა. როცა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ეწვია ელისაბედს - იოანე ნათლისმცემლის დედას, ეს უკანასკნელი აივსო სულიწმინდით და თქვა: „ვინა ვარ მე, რომ ჩემი უფლის დედა მოვიდა ჩემთან? ვინაიდან, როცა შენი მოსალმების ხმა მოსწვდა ჩემს ყურს, სიხარულით შეტოკდა ყრმა ჩემს მუცელში“ (ლუკა 1:43-44): ელისაბედის სიტყვის გაგრძელება ამ დღესასწაულის მოწოდებაა ყველა ქრისტიანისადმი: „ნეტარია, ვინც ირწმუნა, ვინაიდან აღსრულდება უფლის მიერ თქმული მის მამართ“ (ლუკა 1:45).

აღნიშნის თარიღი

19.01.2008
15.01.2009
14.01.2010
15.01.2011
14.01.2012
14.01.2013
14.01.2014
15.01.2015
14.01.2016
14.01.2017
15.01.2018
14.01.2019
14.01.2020
14.01.2021
15.01.2022
14.01.2023
15.01.2024
14.01.2025
15.01.2026
14.01.2027
15.01.2028
15.01.2029
14.01.2030

ქრისტესათვის სახელის დარქმევის დღესასწაული

ქრისტესათვის სახელის დარქმევის დღესასწაული

 

ებრაული წესით,  შობიდან მერვე დღეს, როგორც ყველა ახალშობილი ბიჭი,  წინადაიცვეთა უფალი ჩვენი იესო ქრისტეც - თვით სჯულის შემოქმედმა აღასრულა სჯულის მოთხოვნა, რათა ჩვენთვის ღვთაებრივი ნების მორჩილების მაგალითი ეჩვენებინა. უფალმა წინადაიცვითა და ამით დაადასტურა, რომ ჭეშმარიტად შეისხა ხორცი. ამ წესის აღსრულებისას დაერქვა იესო - სახელი, რომელიც ყოვლადწმინდა ქალწულს აუწყა მთავარანგელოზმა მის ჩასახვამდე („იესო“ სწორედ „მაცხოვარს“ ნიშნავს და იმაზე მიგვანიშნებს, რომ ქრისტე სამყაროს გამოსახსნელად განკაცდა): „როგორც კი რვა დღე შესრულდა მის წინადასაცვეთად, დაარქვეს მას სახელი იესო, ანგელოზის მიერ დარქმეული მუცელში ჩასახვამდე“ (ლკ. 1,21).   იესო სახელის პარალელურად მას მიეცა ასევე სახელი „ქრისტე“. ეს ბერძნული სიტყვაა, ნიშნავს ცხებულს და შეესაბამება ებრაულ „მესიას“.   ამ დღეს  ყველა სომხურ სამოციქულო ეკლესიაში აღევლინება წმინდა წირვა, წინა დღეს კი, საღამოს ღვთისმსახურების შემდეგ სრულდება წინასადღესასწაულო ცერემონია - ნახატონაკი.

აღნიშნის თარიღი

13.01.2008
13.01.2009
13.01.2010
13.01.2011
13.01.2012
13.01.2013
13.01.2014
13.01.2015
13.01.2016
13.01.2017
13.01.2018
13.01.2019
13.01.2020
13.01.2021
13.01.2022
13.01.2023
13.01.2024
13.01.2025
13.01.2026
13.01.2027
13.01.2028
13.01.2029
13.01.2030

შობა და ნათლისღება

შობა და ნათლისღება

 

6 იანვარს სომეხთა სამოციქულო ეკლესია ზეიმობს იესო ქრისტეს შობისა და ნათლისღების დღესასწაულს.   ძე ნათელს იღებდა, სულიწმიდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამის ხმა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ”.   (მათ. 3:17, მარკოზი 1:11, ლუკა 3:22).   ამრიგად, სომეხთა ეკლესია ამ ორ მოვლენას ერთად, 6 იანვარს აღნიშნავს.  

6 იანვარს დილით აღევლინება წმინდა წირვა, რის შემდეგაც სრულდება წყალკურთხევა - იესოს ნათლისღება (ხალხური ტრადიციის მიხედვით, ჯვარს წყალში შთაფლავენ). იესომ წყალი აკურთხა მისი ნათლისღებით. ის, ვინც წირვას აღავლენს, წმიდა მირონს აწვეთებს წყალში და აკურთხებს მას. ტრადიციის თანახმად, ხალხს ნაკურთხი წყალი სახლში მიაქვს და სნეულთა სამკურნალო საშუალებად იყენებს. შემდეგ მღვდელი დადის მორწმუნეთა სახლებში, ახარებს მათ იესო ქრისტეს შობას. აქედან წარმოიშვა სახლის კურთხევის ტრადიციაც.

იესოს შობა ასე მოხდა: ამ დროისათვის გამოვიდა ავგუსტუსის ბრძანება, რომლის მიხედვითაც, მის მიწაზე და მათ შორის იუდეაშიც ხალხის აღწერა უნდა ჩატარებულიყო. ამ ბრძანების ძალით ყველა ისრაელიანი თავისი მშობლიური ქალაქისაკენ ისწრაფოდა, რათა სახელმწიფო აღწერაში მოხვედრილიყო. საოცარია ღვთაებრივი განგებულების საქმე! თავისი ამქვეყნიური დიდებით გაამაყებული კეისარი უფლის ნების ბრმა იარაღად გვევლინება, ღვთის განზრახვას ემსახურება. ქვეყნიური მეფის ნებამ მოუხმო იოსებსა და მარიამს ბეთლემისაკენ, რათა ზეციური მეუფის ნება აღსრულებულიყო. იოსები და მარიამი აუცილებლად უნდა წასულიყვნენ ბეთლემში - დავით მეფის სამშობლოში, სადაც სამეფო შტოს საგვარეულო ნუსხები ინახებოდა და სახელი იესოსი, რომლის წინაშეც ყოველთა ზეციურ ძალთა მუხლი იდრიკება, წარმართი ხელისუფალის ქვეშევრდომთა შორის ჩაწერილიყო. დიდება უფალო, სიმდაბლესა შენსა, დაე, განქარდეს ყოველი ამპარტავნება გულთაგან ჩვენთა!

ბეთლემის ჩრდილოეთით, დავითის წყაროდან ორასიოდე ნაბიჯზე, კლდეებს შორის არის გამოქვაბული, რომელშიც ქარიშხლის და უამინდობის დროს მწყემსები პირუტყვთან ერთად თავს აფარებდნენ. გამოქვაბულის სიღრმეში ქვის კლდეში ამოკვეთილი ჩაღრმავება ცხოველებს ბაგის მაგივრობას უწევდა. ამ ღატაკურ გამოქვაბულში მოთავსდნენ წმინდა მგზავრები და სრულ სიწყნარესა და სიმშვიდეში იმყოფებოდნენ, ბრბოს მღელვარებასა და ქაოსს მოშორებულნი.

შუაღამის სიჩუმეში, მახლობლად, სოფელში მწყემსები იყვნენ. ანგელოზებმა პირველად სწორედ მათ ახარეს მხსნელის განკაცება: „ნუ გეშინინ, რამეთუ აჰა ესერა გახარებ თქუენ სიხარულსა დიდსა, რომელი იყოს ყოვლისა ერისა: რამეთუ იშვა დღეს თქუენდა მაცხოვარი, რომელ არს ქრისტე უფალი, ქალაქსა დავითისსა“ (ლკ. 2,10-11). მწყემსებმა გულითა და ჭეშმარიტი სარწმუნოებით თაყვანი სცეს ახალშობილ ჩვილს.

შემდეგ აღმოსავლეთიდან მოვიდნენ მოგვები, რომელთაც ვარსკვლავი უძღვოდა და თაყვანი სცეს ჩვილს,   საჩუქრები მისცეს და წავიდნენ თავიანთ ქვეყნებში.

აღნიშნის თარიღი

06.01.2008
06.01.2009
06.01.2010
06.01.2011
06.01.2012
06.01.2013
06.01.2014
06.01.2015
06.01.2016
06.01.2017
06.01.2018
06.01.2019
06.01.2020
06.01.2021
06.01.2022
06.01.2023
06.01.2024
06.01.2025
06.01.2026
06.01.2027
06.01.2028
06.01.2029
06.01.2030

საშობაო ჭრაგალუიცის (სანთლების დანთების) წმინდა წირვა

საშობაო ჭრაგალუიცის (სანთლების დანთების) წმინდა წირვა

 

ჭრაგალუიცის წმინდა წირვა წელიწადში ორჯერ - ქრისტეშობის და აღდგომის დღესასწაულებზე - აღევლინება. სომეხთა ეკლესიის კალენდრის თანახმად, ქრისტეშობის წინა ერთი კვირა მარხვაა.  30 დეკემბრიდან 5 იანვრის საღამომდე მორწმუნეები მარხვაზე არიან. ამ პერიოდში იღებენ მხოლოდ მცენარეული წარმოშობის საკვებს. შობის ბრწყინვალე დღესასწაული იწყება 5 იანვარს საღამოს და გრძელდება შუაღამის შემდეგ.

5 იანვრის საღამოს ყველა ეკლესიაში აღევლინება ნათლისღების ჭრაგალუიცი და საღმრთო ლიტურგია. „ჭრაგალუიც“ ნიშნავს სანთლის დანთებას. ამ დღეს, საღამოს, ეკლესიაში დანთებული   სანთლები ხალხს სახლში მიაქვს. ის ღვთაებრივი ნათლის, ეკლესიის კურთხევის სიმბოლოა. ჭრაგალუიცი ასევე განასახიერებს ბეთლემის ვარსკვლავის სინათლეს, რომელიც მოგვებს წარუძღვა ყრმა იესოსკენ.

აღნიშნის თარიღი

05.01.2008
05.01.2009
05.01.2010
05.01.2011
05.01.2012
05.01.2013
05.01.2014
05.01.2015
05.01.2016
05.01.2017
05.01.2018
05.01.2019
05.01.2020
05.01.2021
05.01.2022
05.01.2023
05.01.2024
05.01.2025
05.01.2026
05.01.2027
05.01.2028
05.01.2029
05.01.2030

კაღანდ, ტარემუტ (ახალი წელი)

კაღანდ, ტარემუტ (ახალი წელი)

ამჟამად ყველა ქრისტიანი ერი ახალ წელს აღნიშნავს 1 იანვარს. სიტყვა "იანვარი" ნიშნავს შობას. ქრისტეშობამდე მთელი კაცობრიობა ტყვედ იყო ჯოჯოხეთში, ეშმაკის ხელში, მარადიული სიკვდილით შეზღუდული. ამ თვეში იშვა რა, ქრისტემ გაანადგურა ჯოჯოხეთი, კაცობრიობა დაიხსნა საუკუნო სიკვდილისაგან და წარუძღვა ცის სასუფეველში. სწორედ ამიტომ გახდა იანვარი თვეების დასაწყისი. 1 იანვარი ჩვენი მაცხოვრის დაბადების წლის პირველი თვის პირველი დღეა. 1 იანვარს ყველა ეკლესიაში საახალწლო პარაკლისი აღევლინება. დღესასწაულს ეწოდება „კაღანდ“, რაც ნიშნავს თვის დასაწყისს. სომხურად მას უწოდებენ „ამანორს“, რომელიც სომხური სიტყვაა: „ამ“ ნიშნავს წელს, „ნორ“ - ახალს, ანუ ახალი წელი. ხალხური ტრადიციის თანახმად, ნაძვის ხე ირთვება, რომელიც სამოთხის სიცოცხლის ხის სიმბოლოა. 

აღნიშნის თარიღი

01.01.2008
01.01.2009
01.01.2010
01.01.2011
01.01.2012
01.01.2013
01.01.2014
01.01.2015
01.01.2016
01.01.2017
01.01.2018
01.01.2019
01.01.2020
01.01.2021
01.01.2022
01.01.2023
01.01.2024
01.01.2025
01.01.2026
01.01.2027
01.01.2028
01.01.2029
01.01.2030