1geo

fb you od

დიდი მარხვა

დიდი მარხვა

წელს 15 თებერვლიდან იწყება დიდმარხვა. ის გრძელდება 48 დღე - ბუნ ბარეკენდანიდან     აღდგომის დღესასწაულის წინა დღემდე. წელს აღდგომის ბრწყინვალე დრესასწაული აღინიშნება 5 აპრილს.

მარხვის პერიოდში იღებენ მხოლოდ მცენარეული წარმოშობის საკვებს.

მარხვის დროს უარს ამბობენ არა მხოლოდ გარკვეულ საკვებზე, არამედ „მარხვის ჟამს ცხრებიან ვნებანი, აღსდგებიან სათნოებანი, უმეტესი სიწმიდით ელვარებს უბიწოება, ხორცი მორჩილ ხდება სულისა და მას ემსახურება“.

მაგრამ მარხვა მხოლოდ საჭმლისაგან თავის შეკავებას როდი ნიშნავს, ჭეშმარიტი მარხვა ბოროტისაგან განშორებაა, რადგან შეიძლება ხორცი არ სჭამო, მაგრამ ძმა შეჭამო, ღვინოზე უარი თქვა, მაგრამ გინება ვერ დათმო, საღამომდე თავი შეიკავო ჭამისგან, მაგრამ მთელი დღე მოყვასის განსჯაში გაატარო. ვაი მათდა, რომელნიც უღვინოდ არიან მთვრალნი (ესაია 51,2), რადგან გულისწყრომაც, რომელიც გონებას ახშობს და უადგილოდ აღძრული შიშიც, სიმთვრალედ იწოდება. ცუდია ვნებებით თრობა, მაგრამ არც ღვინით დათრობა გვმართებს. სიმთვრალით ისევე ვერ შეინახავ მარხვას, როგორც ანგარებით ვერ მისწვდები სიმართლეს, შეგინებით – სიწმიდეს და უკეთურებით - სათნოებას. მონაც კი გაურბის ბატონს, რომელიც ურტყამს, ჩვენ კი ვერ განვშორებივართ ღვინოს, რომელიც თავში გვირტყამს და ეს მაშინ, როცა ჩვენში ის უნდა მივიღოთ, რომელმაც თქვა: მე და მამაჲ მოვიდეთ და სავანე მის თანა ვყოთ (იოანე 14,23). სიხარულით შეუდექი მარხვას და ნუ ემსგავსები იმ თვალთმაქცთ, რომელნიც კაცთა სახილველად დაღვრემილი სახით დადიან. ამ მწუხარების გამო ისინი ვერ იღებენ იმ ჯილდოს, მარხვის გამო რომ ეძლევა ადამიანს. „ქადაგება მთაზე“-ში მაცხოვარი ბრძანებს: „ხოლო შენ რაჟამს იმარხვიდე, იცხე თავსა შენსა და დაიბანე პირი შენი, რაჲთა არა ეჩუენო კაცთა მმარხველად, არამედ მამასა შენსა დაფარულად“ (მათე 6, 17-18).

ნუ განუდგები, საყვარელო, მარხვას, რამეთუ იგია დედა სათნოებათა, საფუძველი სიკეთისა, წყაროა უბიწოებისა და მცველია ღვთისმოსაობისა. იგია გამომზირალი წმინდათა, თანამყოფია ანგელოზთა, წინამებრძოლი ბოროტი ძალისა, მეგობარი წმინდა სულისა; მის გამო გვშორდებიან ვნებანი და გვცილდებიან ეშმაკეულნი, მისი მიზეზით ცხრება მრისხანება, ითრგუნება ავხორცი გულისთქმა, ცოცხლდებიან და ბრწყინდებიან ჩვენში სათნოებანი; მისი წყალობით მშვიდდებიან ვნებანი და ყუჩდება გულისთქმათა ამბოხი; გონება თითქოსდა წყნარ ზღვაში ექცევა, იგი წარმატებით ებრძვის უკეთურ საქმეთა ქარიშხლის მღელვარებას და ხომალდი სათნოებათა ნავთსაყუდელში მიჰყავს. მარხვა მოგაგებს უხრწნელ გასამრჯელოს, მის საზღაურს ვერაფერი გაანადგურებს, თუკი სულიწმიდის მცნებებს აღასრულებ, თუკი ღვთის შიშში განმტკიცებული უარჰყოფ წუთიერს და მიჰყვები წმინდა წერილი სიტყვებს: „ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღაჲრა არს სოფლისა ამისი“ (1 იოანე 2, 15).

იესომ იმარხულა   ადამიანთა მოდგმის გადასარჩენად, კაცობრიობის მაგივრად   მან მოინანია, რომ ყველას მარხვამ აზრი შეიძინოს და რეალობად იქცეს მისი მარხვის წყალობით. ორმოცდღიან მარხვას მოჰყვება მარხვის კიდევ ერთი ერთკვირიანი პერიოდი - ვნების კვირა. ესაა მიზეზი, რომ 40-დღიანად წოდებული მარხვა გრძელდება 48 დღე.  

დიდ მარხვას აქვს   შვიდი კვირა დღე, შვიდი   ყურადსაღები დღე - ძირითადი ბარეკენდანი, განდევნის, უძღები შვილისა,   უსამართლო მნესი, მსაჯულის, მეორედ მოსვლის, ბზობის. ტრადიციის თანახმად, დიდი მარხვის განზოგების (გაშუალედების) - მიჯინქის, დღეს სამარხვო ქადას ამზადებენ, რომელშიც მონეტას ათავსებენ. ვისაც წილად ხვდება ეს მონეტა,   მისთვის წარმატება მოაქვს. დიდი მარხვის პერიოდში აკრძალულია ჯვრისწერები და   მსხვერპლშეწირვები. მაგრამ ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა ვაზგენ პირველმა ჯვრისწერის ნება დართო დიდი მარხვის შაბათ და კვირა დღეებში, გარდა ვნების კვირის შაბათისა.  

დიდი მარხვის მომდევნო კვირას ვნების კვირა ეწოდება და მოიცავს იესოს ტრიუმფალურ შესვლას იერუსალიმში (ბზობა),   საიდუმლო სერობას, ღალატს, ვნებას, ჯვარცმას, სიკვდილს, დაკრძალვას   და ბრწყინვალე აღდგომას.

Commemoration of the Prophet Jonah

Commemoration of the Prophet Jonah

 

Prophet Jonah is one of the minor prophets of the Holy Bible. In the Book of Jonah of the Old Testament is a narrative describing the adventures of the Prophet Jonah. By the Lord’s command Jonah was sent to Nineveh to preach the heathens and tried, in every way, to disobey God’s command. However, in the end his attempts were in vain. By the Lord’s command, a large fish swallowed Jonah, and he remained inside the fish for three days and three nights. Only after Jonah’s prayer and redemption did the Lord allow the fish to free Jonah. This time he obeyed the Lord’s command and went to Nineveh. On the first day, Jonah started into the city. He proclaimed: “Forty more days and Nineveh will be overturned.” The Ninevites believed God. They declared a fast, and all of them, from the greatest to the least, even the king, put on sackcloth. When God saw what they did and how they turned from their evil ways, he had compassion and did not bring upon them the destruction he had threatened.

Later Christ brings the example of the Prophet Jonah to the Pharisees asking for a divine sign.

The Armenian Apostolic Church commemorates the memory of the Prophet Jonah always during the period of the fast of Catechumens symbolizing that thanks to sincere repentance one may deserve God’s mercy.

When is celebrated

19.01.2008
06.02.2009
29.01.2010
18.02.2011
03.02.2012
25.01.2013
13.02.2014
30.01.2015
22.01.2016
10.02.2017
26.01.2018
15.02.2019
07.02.2020
29.01.2021
11.02.2022
03.02.2023
26.01.2024
13.02.2025
30.01.2026
22.01.2027
11.02.2028
26.01.2029
15.02.2030

წმინდა ეპისკოპოს მარკოზის, წმინდა მღვდელ პიონის, დიაკვნებისა წმინდა კირილესა და წმინდა ბენიამინის, წმინდა მოწამეების აბდულმესიას, ვორმზდანასა და საიენის ხსენების დღე

წმინდა ეპისკოპოს მარკოზის, წმინდა მღვდელ პიონის, დიაკვნებისა წმინდა კირილესა და წმინდა ბენიამინის, წმინდა მოწამეების აბდულმესიას, ვორმზდანასა და საიენის ხსენების დღე

 

წმინდა მარკოზი IV საუკუნის შუა ხანებში არეთუსიის ეპისკოპოსი იყო. მას   მიეწერება ცნობილი თეოლოგიური ფორმულები.   მრავალი ტანჯვა განიცადა იულიანე განდგომილის დევნის პერიოდში, შემდეგ გადაასახლეს შორეულ კუნძულზე, სადაც დაასრულა სიცოცხლე, სიცოცხლის ბოლო წლები მიუძღვნა   ქრისტიანობის ქადაგებას.  

წარმართთა შორის ქრისტიანობის გავრცელების ერთგული მქადაგებელი იყო წმინდა მღვდელი პიონი.   ცნობილია, რომ იგი მოღვაწეობდა ზმურნიაში და   აწამეს   ქრისტიანობის   ქადაგებისთვის.

ქრისტიანობისათვის წამებული წმინდანები არიან ასევე დიაკვნები წმინდა კირილე და წმინდა ბენიამინი. წმინდა კირილეს ბრალი დასდეს წარმართული ტაძრების განადგურებაში.   იულიანე განდგომილმა იგი გადასცა მოგვების სასამართლოს, რომლებმაც სასტიკად აწამეს ღვთისმოსავი ქრისტიანი. დიაკვანი წმინდა ბენიამინი აწამეს სპარსეთის მეფე იეზდიგერდ პირველის მეფობის დროს, სპარსელებში ქრისტიანობის ქადაგების გამო. იეზდიგერდ პირველის დროს წამებულებს შორის არიან სპარსეთის სამეფო კარის თანამდებობის პირი ვორმზდანა და სპარსი მთავარი საიენი. მათ ორივეს ჩამოართვეს სამეფო კარზე მსახურების უფლება, მაგრამ ორივე დარჩა ქრისტეს   რწმენის ერთგული და წამებულ იქნენ, როგორც ღრმად მორწმუნე ქრისტიანები.

მდიდარი ებრაული ოჯახის   ვაჟი იყო აბდულმესია. მამის ფარის მწყემსვისას,    იგი გაეცნო ქრისტიან თანატოლებს, რომლებმაც მონათლეს იგი და დაარქვეს „აბდ ალ–მესიჰ“, რაც "ქრისტეს მსახურს" ნიშნავს. აბდულმესიას მამამ ვერ შეძლო შვილის გადარწმუნება, რომ კვლავ შეეცვალა სარწმუნოება, მან აბდულმესია გამოასალმა სიცოცხლეს იქ, სადაც მოინათლა.

 

აღნიშნის თარიღი

28.01.2008
16.02.2009
08.02.2010
28.02.2011
06.02.2012
04.02.2013
24.02.2014
09.02.2015
01.02.2016
20.02.2017
05.02.2018
25.02.2019
17.02.2020
08.02.2021
21.02.2022
06.02.2023
05.02.2024
24.02.2025
09.02.2026
01.02.2027
21.02.2028
05.02.2029
25.02.2030

წმინდა ატომიანების ხსენების დღე

წმინდა ატომიანების ხსენების დღე

 

წმინდა ატომიანების თავდადება ყოველი ქრისტიანისთვის  საუკეთესო მაგალითია.  მათ უფლის დახმარებით და შემწეობით ცხოვრების ყველა სირთულე   გადალახეს.   სომეხი მხედართმთავრები - ატომ გნუნი და მანაჭიჰრ რშტუნი თავიანთი რაზმებით  მსახურობდნენ სპარსეთის სამეფო კარზე  კერპთაყვანისმცემელ იეზდიგერდის მეფობის დროს. მოგვმთავრების წაქეზებით იეზდიგერდი იწყებს  ქრისტიანთა დევნას სპარსეთში   ქრისტიანობის   აღმოსაფხვრელად. ატომიანთა  ქრისტიანი მეთაურები ბრძანებას იღებენ იეზდიგერდისაგან, რომ თავიანთი სამხედრო რაზმებით გამოცხადდნენ სამეფო კარზე, რათა მათ მოსთხოვოს სარწმუნოების შეცვლა. სომეხი მხედართმთავრები თავიდაპირველად დაემორჩილნენ მეფეს, მაგრამ, იცოდნენ რა მეფის მომზადებული ხაფანგის შესახებ, სამშობლოში დაბრუნდნენ და   თავი შეაფარეს ანძევაციაც პროვინციას. წმინდა ატომ გნუნის ნეტარმა ჯარისკაცებმა შეიტყვეს, რომ მათ მისდევდათ სპარსელების მრავალრიცხოვანი ჯარი,  გამხნევებულები იყვნენ რა მთებში მცხოვრები განდეგილის წინასწარმეტყველებითა და ატომის ღამის ხილვით, გადაწყვიტეს სიცოცხლის მოწამებრივად  აღსრულება.  ჯარისკაცები  ლოცულობდნენ და საგალობლებს მღეროდნენ, სპარსელები კი მიუახლოვდნენ, ალყაში მოაქციეს და მუსრი გაავლეს მათ. წმინდა მანრიჭმა კი, თანმხლებ პირებთან ერთად, მიაღწია რშტუნიქამდე და 449 წელს მოწამებრივად აღესრულა.

აღნიშნის თარიღი

21.01.2008
09.02.2009
01.02.2010
21.02.2011
06.02.2012
28.01.2013
17.02.2014
02.02.2015
25.01.2016
13.02.2017
29.01.2018
18.02.2019
10.02.2020
01.02.2021
15.02.2022
06.02.2023
29.01.2024
17.02.2025
02.02.2026
25.01.2027
15.02.2028
29.01.2029
18.02.2030

წმინდა ღევონდიანი მღვდლების ხსენების დღე

წმინდა ღევონდიანი მღვდლების ხსენების დღე

 

გადმოცემის თანახმად, ეს დღე  ყველა მღვდლის დღესასწაულად ითვლება. ღევონდიანი მღვდლები ავარაირის ბრძოლაში წმინდანად ქცეული მამულიშვილები არიან.  ისინი წინ მიუძღვებოდნენ სომხურ ჯარს და მგზნებარე სიტყვებით მიმართავდნენ, ამხნევებდნენ და ძალას მატებდნენ სპარსეთის არმიის წინააღმდეგ მებრძოლ სომეხ ჯარისკაცებს ქრისტეს ეკლესიისა და სომხური იდენტობისათვის ბრძოლაში.  მათ შორის უფროსი იყო ღევონდ ერეცი, მასთან ერთად სომეხი ისტორიკოსები მოიხსენიებენ ჰოვსეფ კათოლიკოსის, რშტუნის ეპისკოპოს საჰაკს, ბასენის ეპისკოპოს ტატიკს, მუშე ან მუშეღ მღვდლისა და სხვათა სახელებს. ამ ბრძოლის შემდეგ სპარსეთის მეფე იეზდიგერდი სასტიკად გაუსწორდა სომეხ მამაც მღვდლებს. სომეხთა სამოციქულო ეკლესია ღევონდიან მღვდელთა ხსოვნას აღნიშნავს ბუნ ბარეკენდანის (ყველიერის) მომდევნო სამშაბათს.

აღნიშნის თარიღი

29.01.2008
17.02.2009
09.02.2010
01.03.2011
13.02.2012
05.02.2013
25.02.2014
10.02.2015
02.02.2016
21.02.2017
06.02.2018
26.02.2019
18.02.2020
09.02.2021
22.02.2022
13.02.2023
06.02.2024
25.02.2025
10.02.2026
02.02.2027
22.02.2028
06.02.2029
26.02.2030

მირქმა. ორმოცი დღის იესოს ტაძრად მიყვანის დღესასწაული

მირქმა. ორმოცი დღის იესოს ტაძრად მიყვანის დღესასწაული

 

ამის შესახებ მოგვითხრობს ლუკას სახარება.     შობიდან მეორმოცე დღეს ხდებოდა ტაძრად ყრმის მიყვანა და მის სახელზე მსხვერპლის შეწირვა. მდიდრები სწირავდნენ თავისი ქონებიდან უმეტესს, შეიძლებოდა ეს ყოფილიყო ცხვარი, ხოლო ღარიბები სწირავდნენ თავიანთი ქონების ნახევარზე ნაკლებ მსხვერპლს, ეს იყო ორი მართვე. როგორც ცნობილია, მაცხოვრისათვის იოსებმა შესწირა ორი ფრინველი, როგორც ღარიბი ოჯახის უფროსმა.   წინასწარმეტყველ სვიმეონ მიმრქმელს ჰქონდა ჩვენება, რომ მანამ არ მოკვდებოდა, სანამ არ იხილავდა ქვეყნად მოსულ მაცხოვარს, შემდეგ კი აღესრულებოდა. მართლაც, ამ დღეს მან იხილა რა მაცხოვარი, მიირქვა მკლავთა თვისთა, აიყვანა ხელში. სვიმეონ მიმრქმელმა იხილა ჩვენებით მოსული ყრმა, ქალწულისაგან შობილი, ვისგანაც მან შენდობა უნდა ითხოვოს. - მართლაც საოცარია სვიმეონ მიმრქმელის სიტყვები „აწ განუტევე მონაი შენი მეუფეო მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაი შენი…“ ანუ მან აღიარა იესო მაცხოვრად, ქალწულისაგან შობილი მესია.
ძველი აღთქმის ეს ტრადიცია ახალი აღთქმის ეკლესიაშიც აღესრულება. ამ დღეს ყოველი ახალშობილი ინათლება.
სომეხთა სამოციქულო ეკლესია მირქმის ან 40 დღის იესოსადმი ტაძრად მიგებებას ზეიმობს ნათლისღებიდან 40 დღის შემდეგ - 14 თებერვალს.
სომეხთა ეკლესიის წესის თანახმად, წინა დღეს, საღამოს, ღვთისმსახურების შემდეგ აღესრულება წინასადღესასწაულო ცერემონია, რომლის დასასრულს სრულდება სახლის კურთხევის რიტუალი, იკურთხება სამყაროს ოთხი მხარე. სახლკურთხევას მოყვება სანთლების კურთხევის ცერემონია. ეკლესიის კანდელებიდან აღებული ცეცხლით ეკლესიების ეზოებში ანთებენ კოცონს, ქრისტეს სინათლის სიმბოლოდ. ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის,  უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ მეორის კურთხევით,  მირქმის დღესასწაული   გამოცხადებულია ახალდაქორწინებულთა   კურთხევის დღედ.   დღესასწაულის აღსანიშნავად ეკლესიაში მიდიან ის წყვილები, რომლებმაც ჯვარი დაიწერეს უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში.  თუ მირქმის დღესასწაული ემთხვევა დიდი მარხვის პერიოდს, საღმრთო ლიტურგიის დროს იხსნება ტაძრის  წმინდა საკურთხევლის ფარდები.

აღნიშნის თარიღი

14.02.2008
14.02.2009
14.02.2010
14.02.2011
14.02.2012
14.02.2013
14.02.2014
14.02.2015
14.02.2016
14.02.2017
14.02.2018
14.02.2019
14.02.2020
14.02.2021
14.02.2022
14.02.2023
14.02.2024
14.02.2025
14.02.2026
14.02.2027
14.02.2028
14.02.2029
14.02.2030

ვარდანანც - ვარდან მამიკონიანისა და 1036 მოწამის ხსენების დღე

ვარდანანც - ვარდან მამიკონიანისა და 1036 მოწამის ხსენების   დღე

 

ქრისტიანობის მიღების შემდეგ სომხური ეკლესია ჩართული იყო სამშობლოს თავდაცვის საქმეში. ამის ნათელი მაგალითია ავარაირის ბრძოლა.   სომხურმა ეკლესიამ კათალიკოს ჰოვსეფის და ღევონდ ერეცის ხელმძღვანელობით,   სომეხ ჯარისკაცებთან ერთად,   451 წლის 26 მაისს მონაწილეობა მიიღო ავარაირის ბრძოლაში.   სამშობლოს, სომხური ეკლესიისა და ქრისტიანობის დასაცავად ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა მხედართმთავარი ვარდან მამიკონიანი (წმინდა შუშანიკის მამა)   და მისი 1036 თანამებრძოლი - სომხური სამოციქულო ეკლესიის დიდი წმინდანები.   ბრძოლის წინ სასულიერო პირები არა   მარტო ამხნევებდნენ   ჯარისკაცებს, არამედ ნათლავდნენ მათ და მათში აძლიერებდნენ რწმენასა და სულისკვეთებას. ამის შესახებ გვიამბობს მეხუთე საუკუნის მემატიანე ეღიშე.   ავარაირის ბრძოლა   იყო   ნათელი დადასტურება   იმისა, რომ სომხებს ქრისტიანული სამშობლოს იდეაზე უარს ვერაფერი ათქმევინებდა.  

წმინდა ვარდანანცის ხსენების დღეს საკათედრო წმინდა ეჯმიაწინსა და ყველა სომხურ ეკლესიაში აღევლინება საღმრთო ლიტურგია.

აღნიშნის თარიღი

31.01.2008
19.02.2009
11.02.2010
03.03.2011
16.02.2012
07.02.2013
27.02.2014
12.02.2015
04.02.2016
23.02.2017
08.02.2018
28.02.2019
20.02.2020
11.02.2021
24.02.2022
16.02.2023
08.02.2024
27.02.2025
12.02.2026
04.02.2027
24.02.2028
08.02.2029
28.02.2030

ძირითადი ბარეკენდეანი

ძირითადი ბარეკენდეანი

 

ჩვეულებრივ ბარეკენდანი ეწოდება ერთკვირიანი მარხვებისა და დიდი მარხვის  წინა დღეებს.  ბარეკენდანზე  ნებადართულია ზომიერი სიამოვნებები, ქეიფები,   თამაშები და სხვადასხვა კერძები, ელიასადმი მიმართული  ანგელოზის სიტყვის  დასკვნად,  "ადექ, ჭამე, იმიტომ, რომ   დიდი გზა გვაქვს გასავლელი" (გ, მეფობა 19:7). „ბარეკენდანი“  სიტყვასიტყვით ნიშნავს  "ცოცხლად ყოფნას, კეთილ  ცხოვრებას" .
დიდი მარხვის ბარეკენდანს ეწოდება ძირითადი ბარეკენდანი, ვინაიდან იგი წინ უსწრებს    ყველაზე გრძელ მარხვას. ბარეკენდანი ადამიაინის  ბედნიერების ხსოვნაა, რომელსაც   სამოთხეში განიცდიდნენ ადამი და ევა. ის არის  ედემური  ცხოვრების მაგალითი, სადაც ადამიანი პრივილიგებური იყო, უფლება ჰქონდა მიერთვა ყველა ნაყოფი,   გარდა   სიკეთისა და ბოროტების - ცოდვის ხის ნაყოფისა, რომელიც მარხვის სიმბოლოა. ბარეკენდანი სათნოების გამოხატულებაა.

აღნიშნის თარიღი

03.02.2008
22.02.2009
14.02.2010
06.03.2011
19.02.2012
10.02.2013
02.03.2014
15.02.2015
07.02.2016
26.02.2017
11.02.2018
03.03.2019
23.02.2020
14.02.2021
27.02.2022
19.02.2023
11.02.2024
02.03.2025
15.02.2026
07.02.2027
27.02.2028
11.02.2029
03.03.2030

წმინდა თეოდოსი დიდის და შვიდი ეფესელი ყრმის ხსენების დღე

წმინდა თეოდოსი დიდის და შვიდი ეფესელი ყრმის   ხსენების დღე

 

წმინდა თეოდოსი დიდმა თავისი ზეობის დროს (379-395) გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა წარმართობას. მან გამოსცა კანონი, რომლის მიხედვითაც კერპებისადმი ყოველგვარი მსახურება დანაშაულად ითვლებოდა. კეთილმსახური მეფე ერთგულად იცავდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას ერეტიკოსებთან ჭიდილში. 379 წელს, როცა იგი დაინიშნა აღმოსავლეთის იმპერატორად, უპირველეს ყოვლისა, დააბრუნა წინა იმპერატორის ბრძანებით გადასახლებული ეპისკოპოსები. თეოდოსიმ იმპერიის ერთიან სახელმწიფო რელიგიად დაამტკიცა ქრისტიანობის ნიკეის მსოფლიო კრების ფორმულა და აღკვეთა არიანელობა.  

როდესაც თეოდოსის ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს თესალონიკელი 7000 აჯანყებული, მილანის ამბროსიუს ეპისკოპოსი იმპერატორს უკრძალავს ტაძარში შესვლას, იგი თავმდაბლად ემორჩილება ღმრთის მსახურს. გარდაიცვალა 395 წელს.

სომეხთა ეკლესიაში იმავე დღეს აღინიშნება ეფესელი შვიდი ყრმის ხსენებაც. შვიდი ეფესელი ყრმა: მაქსიმილიანე, იამბლიქო, მარტინიანე, იოანე, დიონისე, ექსაკუსტოდიანე (კონსტანტინე) და ანტონინე, ცხოვრობდნენ უსჯულო დეკიუსის (249-251) ზეობისას. მათ   ფარულად მიიღეს ქრისტიანობა, რისთვისაც დეკიუსი დევნიდა მათ. ისინი მიიმალნენ ოქლონის მთის მღვიმეში. ეფესელი ყრმები უფლის წყალობით   140 წლიან ძილს მიეცნენ და 389 წელს გამოიღვიძეს, ღვთისმოსავი იმპერატორის თეოდოსის მეფობის დროს,   გამოვლინდა ღვთის სასწაული, მეფე და ქალაქის მცხოვრებლები დიდი პატივით შეხვდნენ დევნილ ქრისტიანებს. შემდეგ ისინი ისევ მღვიმეში დაბრუნდნენ და კვლავ დაიძინეს,   ამჯერად მარადიული ძილით. ეფესელი ყრმები დაკრძალეს იმავე მღვიმეში, რომელზეც მომავალში დიდებული ეკლესია ააგეს.

აღნიშნის თარიღი

09.02.2008
28.02.2009
20.02.2010
12.03.2011
25.02.2012
16.02.2013
08.03.2014
21.02.2015
13.02.2016
04.03.2017
17.02.2018
09.03.2019
29.02.2020
20.02.2021
05.03.2022
25.02.2023
17.02.2024
08.03.2025
21.02.2026
13.02.2027
04.03.2028
17.02.2029
09.03.2030

განდევნის კვირა

განდევნის კვირა

 

დიდი მარხვის მეორე კვირა დღეს ეწოდება განდევნის დღე. დღის საიდუმლოსა და სახელწოდების შესახებ ბიბლიაშია ნათქვამი:  „და გაიყვანა იგი უფალმა ღმერთმა განცხრომის სამოთხიდან მიწის დასამუშავებლად, რომლიდანაც იყო აღებული. და განდევნა ადამი და დაასახლა იგი განცხრომის სამოთხის პირდაპირ, და დაადგინა ქერუბიმი და ცეცხლოვანი მბრუნავი მახვილი ცხოვრების ხის გზის დასაცავად“. (დაბ. 3:23.24). წინაისტორია ასეთია: ადამიანმა დაუჯერა ეშმაკს, დააგემოვნა აკრძალული ხილი, უთხრა ღმერთმა: „აჰა, ადამი გახდა, როგორც ერთი ჩვენგანი, შემცნობელი კეთილისა და ბოროტისა, და ახლა აღარასოდეს გაიწოდოს ხელი და არ აიღოს ცხოვრების ხიდან და არ შეჭამოს, და არ იცოცხლოს საუკუნოდ“.     (დაბ. 3:19).

სასულიერო მამებს ისე გონივრულად აქვთ დალაგებული დიდი მარხვის კვირა დღეები და ისეთი სახელწოდებები აქვთ მინიჭებული, რომლითაც ცხადი ხდება კაცობრიობის განვლილი ცხოვრების გზა - შობა, ცოდვა, მონანიება.   ეს თავისთავად ადამიანს ერთხელ კიდევ აძლევს ფიქრის საბაბს, რომ ვიფიქროთ მარხვის პერიოდის შედეგიანად გატარებაზე.

აღნიშნის თარიღი

10.02.2008
01.03.2009
21.02.2010
13.03.2011
26.02.2012
17.02.2013
09.03.2014
22.02.2015
14.02.2016
05.03.2017
18.02.2018
10.03.2019
01.03.2020
21.02.2021
06.03.2022
26.02.2023
18.02.2024
09.03.2025
22.02.2026
14.02.2027
05.03.2028
18.02.2029
10.03.2030