1geo

fb you od

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

წმინდა ანდრეა მხედართმთავრის, მისი არმიის, წმინდა კალინიკესა და წმინდა დომენტიანეს   ხსენების დღე

 

წმინდა ანდრეა მხედართმთავარი   ზოგადქრისტიანული წმინდანია, რომელიც წამებულ იქნა ქრისტიანული რწმენის გავრცელებისა და აყვავებისთვის.   ის იყო კილიკიიდან   და ცხოვრობდა იმპერატორ დიოკლეტიანეს მეფობის დროს. როგორც მაღალი რანგის სამხედრო პირი, მსახურობდა სირიის საიმპერატორო არმიაში, იმავდროულად ფარულად ქრისტიანი იყო. სპარსელების წინააღმდეგ ომში, როდესაც მისი მცირერიცხოვანი არმია (დაახლოებით 600 ადამიანი) იძულებული გახდა უკან დაეხია, მამაცი მეთაური იესო ქრისტეს სახელით ამხნევებდა არმიას, დააბრუნა თავისი მეომრები   ბრძოლის ველზე და ომიდან გამარჯვებული გამოვიდა.   მთელმა არმიამ ქრისტიანობა აღიარა. არმიის საერთო სარდალმა, როდესაც ეს ამბავი გაიგო, ჯარი გაგზავნა მათ წინააღმდეგ და ტიუროსის ხეობაში ყველა მათგანი გამოასალმა სიცოცხლეს.

წმინდა კალინიკე გალატელი ქრისტიანი იყო, დაკავებული იყო ზეთის ვაჭრობით, სხვადასხვა მხარეს გადაადგილდებოდა და ქრისტიანობას ავრცელებდა.   როდესაც დააკავეს და შესთავაზეს ქრისტეს რწმენის უარყოფა, მან ამაზე უარი განაცხადა და ქრისტიანული რწმენისათვის წამებულ იქნა.

წმინდა დომენტიანე ქრისტიანი კეთილშობილი ოჯახისდან იყო, იმპერატორ დიოკლეტიანეს თანამედროვე. როგორც ექიმი, მან მოიარა სხვადახვა მხარე და განკურნა მრავალი სნეული პროფესიული ცოდნითა და ქრისტიანული რწმენით. იმავდროულად ამხნევებდა დევნილ ქრისტიანებს.   მაგრამ მალე იგი დაიჭირეს, და ნიკომედიაში წაიყვანეს გასასამართლებლად. მიუხედავად სიცოცხლის მოწამებრივად დასრულების სურვილისა, როცა იგი სამსჯავროზე მიჰყავდათ, გაჩერდა სალოცავად, ილოცა და განუტევა წმინდა და კეთილმორწმუნე სული.

აღნიშნის თარიღი

05.08.2008
27.01.2009
15.11.2010
14.11.2011
03.09.2012
06.08.2013
28.01.2014
04.08.2015
14.11.2016
04.09.2017
03.09.2018
29.01.2019
28.01.2020
15.11.2021
14.11.2022
04.09.2023
06.08.2024
28.01.2025
04.08.2026
15.11.2027
04.09.2028
03.09.2029
29.01.2030