1geo

fb you od

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

წმინდა ეგნატეს, წმინდა ადე პატრიარქისა და წმინდა მარუთას ხსენების დღე

 

წმინდა ეგნატე ანტიოქელს „ღმერთშემოსილს“ უწოდებენ , ნეტარი სწორედ ის ყრმა იყო, რომელიც მაცხოვარმა მოწაფეებს შორის დააყენა და თქვა: „უკუეთუ არა მოიქცეთ და იქმნნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა“ (მთ. 18,3). მოგვიანებით ეგნატე წმინდა  პეტრესა და იოანე ღვთისმეტყველს დაემოწაფა და მოციქულთა კრების გადაწყვეტილებით, ანტიოქიის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. წმინდანი ანტიოქიის მეორე მღვდელმთავარი იყო და აღმოსავლეთში სარგებლობდა დიდი რეპუტაციით. 107  წელს იმპერატორმა ტრაიანემ   ბრძანა მთელს ქვეყანაში წარმართული მსხვერპლშეწირვები გაემართათ, ქრისტიანები კი, რომლებიც კერპების თაყვანისცემაზე უარს განაცხადებდნენ, დაეხოცათ.  ტრაიანე ბევრს ეცადა, კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე დაეყოლიებინა ნეტარი, მაგრამ ვერაფერს გახდა. განრისხებულმა იმპერატორმა ბრძანა, წმინდა ეგნატე რომში ლომებისთვის მიეგდოთ დასაგლეჯად. მღვდელმთავარი მშვიდად შეხვდა განაჩენს. ეს დაახლოებით 113-117 წლის განმავლობაში მოხდა.

წმინდა ადე პატრიარქი (I საუკუნე) იყო ედესის ეპისკოპოსი, ხელდასხმულ იქნა წმინდა თადეოზ მოციქულის მიერ. იგი აწამეს წარმართი მეფის ბრძანებით პირველი საუკუნის მეორე მეოთხედში.

წმინდა მარუთა იყო მეოთხე ჰაიქის ქალაქ ნფრკეტის ეპისკოპოსი. მამამისი სირიელი იყო, დედა - სომეხი. დიდი რეპუტაციით სარგებლობდა სპარსეთსა და ბიზანტიაში. მონაწილეობდა 381 წელს კონსტანტინოპოლის II მსოფლიო საეკლესიო კრებაზე. როგორც იმპერატორი თეოდოსის ელჩი ორჯერ მივიდა სპარსეთის მეფე იეზდიგერდთან - ქრისტიანთა წინააღმდეგ დევნის შეწყვეტის მიზნით. იგი გარდაიცვალა 422 წელს.

აღნიშნის თარიღი

15.12.2008
14.12.2009
20.12.2010
19.12.2011
17.12.2012
16.12.2013
15.12.2014
14.12.2015
19.12.2016
18.12.2017
17.12.2018
16.12.2019
14.12.2020
20.12.2021
19.12.2022
18.12.2023
16.12.2024
15.12.2025
14.12.2026
20.12.2027
18.12.2028
17.12.2029
16.12.2030