ძვირფასო თანამემამულენო, 2015 სრულიად სომეხთათვის უპირველესი მნიშვნელობის წელიწადია. სრულდება საკუთარ, ძირძველ სამშობლოში თურქ ოსმანთა მიერ სომეხთა გენოცოდის განხორციელების 100 წლისთავი. ქვეყნიერებას მოდებული სომხობა მთელი საუკუნეა სამართლიანობისათვის ბრძოლის ხმას შეუწყვეტლივ იმაღლებს და კაცობრიობას მოუწოდებს, სცნოს გენოციდი, რათა გასამართლდნენ და საკუთარი მიეზღოთ ამ ენითუთქმელი დანაშაულის ჩამდენთ.