1geo

fb you od

სომეხთა დიდი გენოციდის მე-100 წლისადმი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

georgian 

ძვირფასო თანამემამულენო, 2015 სრულიად სომეხთათვის უპირველესი მნიშვნელობის წელიწადია. სრულდება საკუთარ, ძირძველ სამშობლოში თურქ ოსმანთა მიერ სომეხთა გენოცოდის განხორციელების 100 წლისთავი. ქვეყნიერებას მოდებული სომხობა მთელი საუკუნეა სამართლიანობისათვის ბრძოლის ხმას შეუწყვეტლივ იმაღლებს და კაცობრიობას მოუწოდებს, სცნოს გენოციდი, რათა გასამართლდნენ და საკუთარი მიეზღოთ ამ ენითუთქმელი დანაშაულის ჩამდენთ.

ეს თარიღი სომხობას ერთიანობისათვის მებრძოლთა რიგებში ჩაწერის, შემართებით ყოფნის, ქვეყნის დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და ფასეულობათა დაცვისაკენ მოუწოდებს, რომ დადგეს დიდი სამართალი და დედა სამშობლო სომხეთისა და არცახის უსაფრთხოება ღირსეულად დაიცვან. საერთაშორისო საზოგადოებრიობის მხრიდან თავის დროზე რომ არ მოხდა სომეხთა გენოციდის ცნობა და დამნაშავეთა გასამართლება, სწორედ ამის გამოა, სხვა ხალხების გენოციდი რომ არაერთგზის განმეორდა.   სრულიად სომხობა დიდად მადლიერია იმ ხალხებისა და ქვეყნებისა, რომლებმაც გაიზიარეს ჩვენი ეს მოუშუშებელი ტკივილი, გვერდში ამოგვიდნენ, გაასამართლეს, სცნეს  დამნაშავეებად და აღიარეს ეს დიდი გენოციდი. სომეხთა გენოციდის აღიარებისათვის საუკუნეობრივი ბრძოლის სამართლიანად წარმართვისა და განმტკიცებისათვის, 2014 წლის გაზაფხულზე საქრთველოს სომხური თემის საეპიკოპოსომ და საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩომ შექმნეს კომისია, რომლის წევრებად დასახელდნენ საქართველოს სომხური საზოგადოებისათვის ცნობილი და ღირსეული წარმომადგენლები, სახელმწიფო, საზოგადოებრივი და სასულიერო პირები. კომისია უკანასკნელი თვების განმავლობაში არაერთგზის ბჭობდა და განიხილავდა სამომავლო მოქმედებათა პროგრამას. ნოემბრის თვეში მიღებული გადაწყვეტილებით, კომისია მოუწოდებს საქართველოში მცხოვრებ სომხობას, გასწიოს მშვიდობიანი, ცივილური პროპაგანდა სომეხთა დიდი გენოციდის ცნობისა, როგორც ორგანიზაციულად, ასევე პიროვნულადაც - საკუთარი პროგრამით, საკუთარი ინიციატივით.  ძვირფასო თანამემამულენო, თქვენი სამომავლო პროგრამები შეგიძლიათ წარმოადგინოთ ელექტრონული ფოსტით ეს ელ. ფოსტის მისამართი დაცულია სპამბოტებისგან. თქვენ გჭირდებათ ჯავასკიპტის ჩართვა მის სანახავად. , ანდა ნებისმიერი საკითხის გასარკვევად დარეკოთ ტელეფონზე +995 2546411 და თქვენ კომისიისაგან მიიღებთ სასურველ რჩევასა და ხელშეწყობას.  
სომეხთა გენოციდოს 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა  საკოორდინაციო კომისია საქართველოში

 

ქა - հայտարարություն-վրացերեն  

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)