1geo

fb you od

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

ბზობა: იესოს დიდებით შესვლა იერუსალიმში

 

წმინდა აღდგომის წინა კვირა დღეს სომეხთა სამოციქულო ეკლესია აღნიშნავს   ბზობის დღესასწაულს, რომელიც განასახიერებს ქრისტეს დიდებით  შესვლას იერუსალიმში. სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა უწმინდესმა და უნეტარესმა გარეგინ II-მ   ბზობის დღესასწაული გამოაცხადა ბავშვების კურთხევის დღედ, იმ გარემოების  გათვალისწინებით,   რომ უფლის იერუსალიმში  შესვლის დროს    ბავშვები შეეგებნენ მას, შეძახილებით „კურთხეულ იყოს ძე დავითისა“,  (მათ. 21:15), იესუ მოვიდა ღარიბების საქადაგებლად,   ტკივილების მოსაშუშებლად, ტყვეების გასათავისუფლებლად და უსინათლოთათვის   მხედველობის დასაბრუნებლად.  მოსახლეობა იესოს ზეიმით შეეგება, ზოგი მის სახედარს ფეხქვეშ თავის სამოსს უგებდა, ზოგი პალმის ტოტებს — ბაიას უფენდა, თან „ოსანას“ შესძახოდნენ. ბზობის რიტუალი სიმბოლურად იმეორებს სახარების ამ მოთხრობის ზოგიერთ დეტალს; მღვდელმსახურნი მლოცველთა მიერ მიტანილ ტოტებს აკურთხებენ, გალობენ „ოსანას“: „ოსანა ძესა დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა! ოსანა, რომელი ხარ მაღალთა შინა!“ (მათე 21, 9) და სხვა.  ეკლესიის მამათა სწავლების თანახმად,   იესოს  ფეხებქვეშ  ტანსაცმლის გაგება  ცოდვებისაგან გათავისუფლების სიმბოლოა.   რტოების ჩუქება კი - პატივისცემის გამოხატულება.      ზეთისხილის და პალმის ტოტების ჩუქება ქრისტესთვის, რომელმაც ლაზარე აღადგინა მკვდრეთით, სიმბოლურად სიკვდილზე გამარჯვებაა.   
ბზობის წინა შაბათ დღეს სრულდება ბზობის წინასადღესასწაულო ცერემონია, იხსნება  საკურთხევლის ფარდა    და მეორე დღეს, ღვთისმსახურების შემდეგ აღევლინება საღმრთო ლიტურგია. ბზობის დილით ეკლესიაში აკურთხებენ ზეთისხილის ან ტირიფის ტოტებს და ურიგებენ მორწმუნეებს. ტირიფის ტოტები, რომლებიც    უნაყოფოა,  განასახიერებენ კერპთაყვანისმცემლებს, რომლებმაც ნაყოფი გამოიღეს მხოლოდ ქრისტესათვის ჩუქების შემდეგ.  რტოების სირბილე სიმბოლოა ქრისტეს მიმდევრების თავმდაბლობისა.

აღნიშნის თარიღი

16.03.2008
05.04.2009
28.03.2010
17.04.2011
01.04.2012
24.03.2013
13.04.2014
29.03.2015
20.03.2016
09.04.2017
25.03.2018
14.04.2019
05.04.2020
28.03.2021
10.04.2022
02.04.2023
24.03.2024
13.04.2025
29.03.2026
21.03.2027
09.04.2028
25.03.2029
14.04.2030