1geo

fb you od

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

წმიდა მაკაბელების - ელეაზარ მღვდლის, შამუნას და მისი 7 ვაჟის ხსენების დრე

ძველი აღქმის ამ წმიდანთა წამების შესახებ მოთხრობილი მაკაბელთა მეორე წიგნის ზ და თ თავებში. შვიდნი მოწამენი მაკაბელნი: აბიმი, ანტონინე, გური, ელეაზარი, ევსევონი, ალიმი და მარკელე, დედა მათი სოლომონია და მოძღვარი ელეაზარი ეწამნენ ქრისტეს შობამდე 166 წელს, როცა იუდეა სირიის მეფეს, ანტიოქოს ეპიფანეს ჰქონდა დაპყრობილი. უსჯულო თვითმპყრობელმა გადაწყვიტა, წარმართობა დაენერგა იუდეველთა შორის, უკრძალავდა მათ ღვთისმსახურებას, წვავდა წმიდა წიგნებს; იერუსალიმის ტაძარი გაძარცვა, შიგ იუპიტერის კერპი დაადგმევინა, უფლის რჩეულ ერს ელინური ღვთაებებისათვის მსხვერპლის შეწირვასა და ნაკერპავის ჭამას აიძულებდა... ამ ავბედით ჟამს ბევრმა უარყო ჭეშმარიტი ღმერთი, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც წუხდნენ თანამემამულეთა დაცემისა და გადაგვარების გამო და კვლავ მაცხოვრის მომავალი განკაცების სასოებით ცხოვრობდნენ.       
მაკაბელების მოძღვარი - ოთხმოცდაათი წლის სჯულისმეცნიერი ელეაზარი მათზე ადრე აღესრულა იერუსალიმში. უსჯულოები ნეტარს ნაკერპავი ხორცის ჭამას აიძულებდნენ, ის კი უკან აფურთხებდა აკრძალულ საჭმელს. ახლობლები და მეგობრები სთავაზობდნენ, საკუთარი ხელით დამზადებული ხორცი ეჭამა და თავი ისე მოეჩვენებინა, თითქოს ნაკერპავს ღებულობდა; მაგრამ ელეაზარმა უარი განაცხადა - ჩემს ხანდაზმულობას ვერ მოვატყუებ და ახალგაზრდებს ვერ ვაცდუნებო.
მაკაბელი ძმების ღვაწლმა გმირობისთვის აღაფრთოვანა ახოვანი მხედარი იუდა მაკაბელი. იგი სათავეში ჩაუდგა სახალხო აჯანყებას ანტიოქოს ეპიფანეს წინააღმდეგ; ღვთის შეწევნით გამარჯვება მოიპოვა, იერუსალიმი კერპებისაგან გაწმინდა და წარმართთა ზეობას ბოლო მოუღო. უსჯულო ანტიოქოსს საშინელი სასჯელი დაატყდა თავს: იუდეველებზე შურისსაძიებლად განმზადებულს, მთელი სხეული მყრალი ჭრილობებით დაეფარა; აუტანელი ტკივილებით და ბილწი სუნით გაწამებულმა, ცნო ჭეშმარიტი ღვთის ყოვლადძლიერება, მხურვალედ შესთხოვდა მას შემწეობას, იერუსალიმის ტაძრის შემკობას, იუდეური სჯულის მიღებას და მთელს თავის სამფლობელოში მის გავრცელებას აღუთქვამდა, მაგრამ ზეცათა მეუფემ არ შეიწირა სინანულის გარეშე, ცრურწმენაზე დაფუძნებული ვედრება და სირიის მრისხანე მბრძანებელს უცხოობასა და საშინელ ტანჯვაში აღმოხდა სული.
მაკაბელი ძმების, მათი დედისა და მოძღვრის მოწამეობრივი ღვაწლის შესახებ მაკაბელთა მეორე წიგნი გვაწვდის ცნობებს. ნეტარ მარტვილებს სახოტბო სიტყვები უძღვნეს ეკლესიის დიდმა მამებმა: კვიპრიანე კართაგენელმა, ამბროსი მედიოლანელმა, გრიგოლ ნაზიანზელმა და იოანე ოქროპირმა.

აღნიშნის თარიღი

14.07.2008
03.08.2009
26.07.2010
07.02.2011
30.07.2012
22.07.2013
03.02.2014
27.07.2015
18.07.2016
30.01.2017
23.07.2018
04.02.2019
03.08.2020
26.07.2021
31.01.2022
31.07.2023
22.07.2024
03.02.2025
27.07.2026
19.07.2027
31.01.2028
23.07.2029
04.02.2030

ძველი აღქმის ამ წმიდანთა წამების შესახებ მოთხრობილი მაკაბელთა მეორე წიგნის და თავებში. შვიდნი მოწამენი მაკაბელნი: აბიმი, ანტონინე, გური, ელეაზარი, ევსევონი, ალიმი და მარკელე, დედა მათი სოლომონია და მოძღვარი ელეაზარი ეწამნენ ქრისტეს შობამდე 166 წელს, როცა იუდეა სირიის მეფეს, ანტიოქოს ეპიფანეს ჰქონდა დაპყრობილი. უსჯულო თვითმპყრობელმა გადაწყვიტა, წარმართობა დაენერგა იუდეველთა შორის, უკრძალავდა მათ ღვთისმსახურებას, წვავდა წმიდა წიგნებს; იერუსალიმის ტაძარი გაძარცვა, შიგ იუპიტერის კერპი დაადგმევინა, უფლის რჩეულ ერს ელინური ღვთაებებისათვის მსხვერპლის შეწირვასა და ნაკერპავის ჭამას აიძულებდა... ამ ავბედით ჟამს ბევრმა უარყო ჭეშმარიტი ღმერთი, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც წუხდნენ თანამემამულეთა დაცემისა და გადაგვარების გამო და კვლავ მაცხოვრის მომავალი განკაცების სასოებით ცხოვრობდნენ.      