დიდი ვარდანის ქალიშვილის - შუშანის ხსენების დღე
წმინდა შუშანი წმინდა ვარდან მამიკონიანის უფროსი ქალიშვილი იყო, რომელსაც თავიდან ვარდენი დაარქვეს, მაგრამ სომხეთის ისტორიასა და წმინდანთა ცხოვრებაში ცნობილია მოფერებითი სახელით - შუშან. იგი ცოლად ჰყავდა საქართველოს ბდეშხის აშუშას ძეს. მიუხედავად იმისა, რომ მათ ჰყავდათ სამი ვაჟი და ერთი ქალიშვილი, მისი მეუღლე, პიტიახში რომ გახდა, სარწმუნოება შეიცვალა და დაქორწინდა სპარსეთის მთავრის პეროზის სიდედრზე. შუშანი ეკლესიის მახლობლად პატარა ქოხში ცხოვრობდა და მთელ დღეს ლოცვებში ატარებდა, ყოველთვის უარს აცხადებდა მეუღლის მოთხოვნასა და მუქარაზე, რომ სარწმუნოება შეეცვალა. მეუღლე შვიდი წლის განმავლობაში აწამებდა შუშანს, მაგრამ იგი ურყევი რჩებოდა უფლისადმი რწმენისა და წმინდა სააკისგან ანდერძად დატოვებული წმინდა სახარებისა. 470 წელს შუშანი ცხოვრებას ასრულებს მოწამებრივი სიკვდილით. უხტანეს ისტორიკოსის ცნობების თანახმად, მისი საფლავი ცურტავშია.
აღნიშნის თარიღი23.09.2008 |