წმინდა სიმონ სიუნაკიაცის ხსენების დღე
სიმონ სიუნაკიაცი დაიბადა 390 წელს კილიკიაში. ბავშვობაში საქონელს მწყემსავდა. ერთხელ ეკლესიაში შევიდა, ვერ გაიგო წაკითხული სახარების შინაარსი, ერთ მოხუცს მიმართა, რომელმაც განუმარტა, თუ როგორ უნდა იყოს ზომიერი, რომ ადამიანმა განდეგილობით, აღკვეთით, მარხვით, უზმოზე უნდა მიიღოს სასუფეველი ცისა. ამ სიტყვებზე რომ დაფიქრდა, სიმონი წავიდა სირიის პროვინცია ჰათაში, სადაც 3 წელი განცალკევდა მონასტერში, უფლისგან მიიღო ქადაგებისა და განკურნების მადლი. როცა დაინახა, რომ ავადმყოფები მას ძალიან აწუხებდნენ, ქადაგებისთვის ღრმა ორმო გამოთხარა, საიდანაც მხოლოდ თავი მოუჩანდა, შემდეგ მაღალ სვეტზე ავიდა, რომელსაც თავზე სახურავი არ ჰქონდა, მთელ დღეს ფეხზე ან მუხლებზე დაჩოქილი ატარებდა, საკვებად კი კვირაში ერთხელ წმინდა ზიარებას იღებდა. წლების განმავლობაში სვეტიდან ქადაგებდა და მისი ლოცვით განიკურნებოდა მრავალი ავადმყოფი.
აღნიშნის თარიღი22.09.2008 |