წმინდა ქალწულ მარიამის შობა ანასაგან
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაბადება არ არის აღწერილი ბიბლიაში, ის ჩვენ გადმოგვეცა ეკლესიის უწმინდესი გადმოცემით. ქალწულის მშობლებს - იოაკიმეს და ანას შვილი არ უჩნდებოდათ, ვინაიდან იოაკიმე უშვილო იყო. ერთხელ ანა ბაღში გავიდა სალოცავად. დაფნის ხის ძირას მჯდარი არ წყვეტდა ტირილს და ლოცულობდა შეურყეველი რწმენით, რომ ღმერთი ძლიერია და კაცთაგან შეუძლებელს შეძლებს. ცაში ჩიტებსა და მიწაზე მხეცებს ნაყოფიერება მიეც, უფალო მიწაც დროულად აღმოაცენებს თესლსა და ყველაფერი ეს შენი კურთხევით ხდება! მხოლოდ მე ვარ ველი უნაყოფო, უსიცოცხლო და აღმოუცენებელი. მომხედე, უფალო, და ისმინე ჩემი ლოცვა!" უცებ მის წინაშე ღვთის ანგელოზი წარსდგა და უთხრა: ,,ანა, უფალმა ისმინა შენი ლოცვები. შენ გეყოლება შვილი. შენი ასულის სახელი იქნება მარიამი და კაცობრიობა ხსნას მის მიერ მიიღებს." ანამ იერუსალიმისაკენ ისწრაფა, რათა უფლისათვის დიდება და მადლობა შეეწირა. ანგელოზი მართალ იოაკიმესაც გამოეცხადა, რომელიც სალოცავად იყო უდაბნოში და უთხრა: ,,უფალმა შეიწყნარა შენი ლოცვა. შენი ცოლი შობს ასულს, რომელიც ყველას სიხარულს მოუტანს, წადი იერუსალიმში და იქ ოქროს ჭიშკართან იპოვი ცოლს შენსას, რომელსაც მე ეს უკვე ვაცნობე". იოაკიმე და ანა შეხვდნენ ერთმანეთს, ღვთის ტაძარს ერთად შესწირეს სამადლობელი მსხვერპლი და სახლშიც ერთად დაბრუნდნენ იმის ღრმა რწმენით, რომ მიიღებდნენ ღვთისგან აღთქმულს. ანა დაფეხმძიმდა და ქალიშვილი ეყოლა. ანგელოზის მითითებით ახალშობილს მარიამი დაარქვეს, რომელიც განათლებულს ნიშნავს. მას კურთხეული და მომადლებული ეწოდა იმ დღიდანვე, როდესაც ქვეყნიერების მხსნელი ჩაისახა. მარიამი არის სათნო, ღვთისმოსავი დედა, ოჯახის სიწმინდის განსახიერება. სომეხთა ეკლესია ღვთისმშობლის დაბადების დღესასწაულს აღნიშნავს უცვლელად 8 სექტემბერს.
აღნიშნის თარიღი
08.09.2008 08.09.2009 08.09.2010 08.09.2011 08.09.2012 08.09.2013 08.09.2014 08.09.2015 08.09.2016 08.09.2017 08.09.2018 08.09.2019 08.09.2020 08.09.2021 08.09.2022 08.09.2023 08.09.2024 08.09.2025 08.09.2026 08.09.2027 08.09.2028 08.09.2029 08.09.2030
|