1geo

fb you od

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

მიძინება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა

 

სომხური წმინდა სამოციქულო ეკლესია დიდი ზეიმით  აღნიშნავს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის  მიძინების დღესასწაულს. ის  სომეხთა ეკლესიის ხუთ ძირითად დღესასწაულთაგან მეოთხეა და უძველესი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ დღესასწაულებს შორის.  
გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმინდა ქალწული იესო ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ იერუსალიმში   ცხოვრობდა   იოანე ღვთისმეტყველის მეურვეობის ქვეშ. 12 წლის განმავლობაში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მაცხოვრის აკლდამაში დადიოდა და ლოცულობდა. ერთხელ ცა გაიხსნა, გარდამოხდა გაბრიელ მთავარანგელოზი ხელში ზეთისხილის რტოთი და უბიწო ქალწულს ახარა: „გიხაროდენ მარიამ, რომელმან ჰშვენ ღმერთი ჩუჱნი, ლოცვა შენი აღვიდა წინაშე ძისა შენისა და შეწირულ იქმნა, ამიერიდგან დაუტევებ სოფელსა, ნეტარო, და ზეცასა აღხვალ!“ ღვთისმშობელი დიდად გაახარა ამ უწყებამ და მიცვალებისათვის მზადება დაიწყო,   ეს სასიხარულო ამბავი აცნობა  ნათესავებსა და სხვა ქრისტიანებს, უთხრა მათ, რომ დაეკრძალათ იგი გეთსიმანიის ხევში. ყოვლადწმინდა ქალწულის ამქვეყნიური ცხოვრების დასასრულს ეკლესია აღნიშნავს „მიძინება“ სიტყვით და არა „სიკვდილით“, რათა გასაგები გახადოს მისი ზეცად ამაღლება. ყოვლადწმინდა ქალწულის   მიძინების დღესასწაულზე  წმიდა ლიტურგიის შემდეგ სრულდება ყურძნის კურთხევის   ცერემონია. იკურთხება ასევე   მთელი წლის მოსავალი და ჭირნახული.  
საუკუნეების მანძილზე სომხური ეკლესია ღრმა პატივისცემას გამოხატავს ყოვლადწმინდა ქალწულის   მიმართ, სომეხი ქალისთვის კი წმიდა ქალწული   სათნო, ღვთისმოსავი დედის, ოჯახის სიწმინდის დამცველის განსახიერებაა.

აღნიშნის თარიღი

17.08.2008
16.08.2009
15.08.2010
14.08.2011
12.08.2012
18.08.2013
17.08.2014
16.08.2015
14.08.2016
13.08.2017
12.08.2018
18.08.2019
16.08.2020
15.08.2021
14.08.2022
13.08.2023
18.08.2024
17.08.2025
16.08.2026
15.08.2027
13.08.2028
12.08.2029
18.08.2030