1geo

fb you od

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის, წმინდა ნიკოლოზის - მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის ხსენების დღე

 

წმინდა მამათაგან ყველაზე განთქმული იყო გრიგოლ ნეოკესარიელი, ანუ გრიგოლ საკვირველმოქმედი. იგი დაიბადა ნეოკესარიაში, წარმართულ ოჯახში და ადრევე მიხვდა კერპთაყვანისმცემლობის ამაოებას. გრიგოლმა კარგი დაწყებითი განათლება მიიღო და როდესაც ასაკმა მოუწია, გადაწყვიტა გამგზავრება ფინიკიის ქალაქ ბერიტოსში, რათა იქაურ სახელგანთქმულ სკოლაში დაესრულებინა სწავლა და დაეწყო სამსახური. მაგრამ მანამდე თავის ძმასთან – ათინოდორესთან ერთად კესარიაში წავიდა, სადაც იმ დროს ორიგენე ასწავლიდა. ცნობილი მასწავლებელი ორ ყმაწვილს გააცნო კაპადოკიის ეპისკოპოსმა ფირმილიანემ. ორიგენეს სწავლების მოსმენის შემდეგ ძმებმა მასთან დარჩენა და დამოწაფება გადაწყვიტეს. როდესაც მან კესარია დატოვა, გრიგოლი გაჰყვა ალექსანდრიაში, რათა მოესმინა იქაური ცნობილი მასწავლებლებისთვის. გარკვეული დროის შემდეგ ორიგენესთან ერთად დაბრუნდა კესარიაში, მოინათლა, მასწავლებელს მადლობა გადაუხადა და სამშობლოში გაემგზავრა. გრიგოლის მშობლები დიდგვაროვანნი და მდიდარნი იყვნენ, მას შეეძლო საზოგადოებაში მაღალი წოდებრივი ადგილი დაეკავებინა, მაგრამ ჭეშმარიტების ნათლით გაცისკროვნებული უკვე არად აგდებდა მიწიერ დიდებას, სურდა განმარტოება, რათა სრულად მისცემოდა ლოცვას და საღვთო წერილის შესწავლას. მალე გავრცელდა ხმა გრიგოლის სათნოებათა შესახებ – მის წინ მოღვაწეობის ახალი ასპარეზი იშლებოდა...მაშინდელი ნეოკესარია წარმართებით იყო სავსე და სულ ჩვიდმეტი ქრისტიანი ცხოვრობდა; ამ უკანასკნელთ სურდათ, აერჩიათ ეპისკოპოსი და რჩევა ჰკითხეს ამასიის ეპისკოპოს ფედიმეს. არჩევანი შეჩერდა გრიგოლზე, რომელმაც ეს შეიტყო თუ არა, უდაბნოს მიაშურა. ნეოკესარიელი ქრისტიანები და ფედიმე ევედრებოდნენ ღმერთს, რომ გრიგოლს ეპისკოპოსობის პატივი მიეღო. „ყოვლისა მცნობო და ყოვლადსახიერო უფალო! მოგვხედე ჟამსა ამას მე და გრიგოლს და აკურთხე დადგინება მადლითა შენითა!“ – შეჰღაღადებდა ღმერთს ფედიმე. შემდეგ გრიგოლი დაუსწრებლად გამოაცხადეს ეპისკოპოსად; ისიც დარწმუნდა, რომ ამ სამსახურისთვის თავად უფალმა მოუხმო, დაბრუნდა ნეოკესარიაში, მიიღო ხელდასხმა და ბეჯითად შეუდგა თავისი ახალი მოვალეობების შესრულებას.

უფალს გრიგოლი არ დაუტოვებია თავისი მოწყალების გარეშე; ამ დროიდან მოყოლებული მან აღასრულა უამრავი სასწაული: სიტყვით კურნავდა სნეულებს, განდევნიდა ეშმაკებს, მბრძანებლობდა სტიქიონებზე... მისმა ქადაგებებმა, უმწიკვლო ცხოვრებამ და სასწაულებმა მრავალი წარმართი მოაქცია. ბომონები ცარიელდებოდა, უწმინდური სულები ხედავდნენ ღვთისმსახურის ძალას... გრიგოლთან მიდიოდა ყველა გაჭირვებული, სნეული, მიმართავდნენ რჩევისა და დახმარებისათვის. ისიც ყველას იღებდა, უსმენდა და ხელს უწვდიდა. ძველი მწერლები, განსაკუთრებით წმინდა გრიგოლ ნოსელი, ბევრ ცნობას გვაწვდიან გრიგოლის მიერ აღსრულებული სასწაულების შესახებ. ხალხი მას მეორე მოსეს უწოდებდა.

წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედი პატრიარქი დაიბადა 280 წელს  ლუკიის ოლქის პათარში (ამჟამინდელი ქალაქ ანტალიის მახლობლად). მან ადრეულ ასაკში დაკარგა შეძლებული და კეთილმსახური მშობლები. იგი აღზარდა ბიძამისმა ნიკოლოზ ეპისკოპოსმა. სიყრმიდანვე საღვთო წერილით იწვრთნებოდა; დღისით ტაძარში იყო, ღამით კი ლოცულობდა და წმინდა წიგნებს კითხულობდა. წმიდანის ბიძამ, პათარის ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა, რომელსაც მეტად ახარებდა ძმისწულის სულიერი წინსვლა და ღვთისმოშიშება, ჯერ მედავითნედ დაადგინა იგი, შემდეგ კი მღვდლად აკურთხა. ხელდასხმის დღეს სულიწმიდის მადლით აღვსილმა მღვდელმთავარმა სამწყსოს წმინდა ნიკოლოზზე მიუთითა და თქვა: „ძმანო! მე ვხედავ ახალ მზეს, ამომავალს ქვეყნად ყოველთა მწუხარეთა ნუგეშინისცემად. ნეტარ არს სამწყსო, რომლის მწყემსიც იგი შეიქნება“.

ბიძამ ნეტარი ნიკოლოზი მხარში ამოიყენა და მრევლის წინაშე ქადაგებების წარმოთქმა დაავალა. საოცარი სარწმუნოებითა და გონიერებით გამორჩეული ჭაბუკი მორწმუნეებში ღრმა პატივისცემას იწვევდა.

325 წელს მან მონაწილეობა მიიღო ნიკეის მსოფლიო საეკლესიო კრებაში. გარდაიცვალა 326 წელს. მსოფლიო ეკლესიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წმინდანია, ცნობილი „სანტა კლაუსის“ სახელით.

სომხური სამოციქულო ეკლესია ზმურნიელი საკვირველთმოქმედი პატრიარქის წმინდა ნიკოლოზ ხსენების დღეს აღნიშნავს ორჯერ, ჯვართამაღლების მესამე კვირა დღის მომდევნო შაბათს და ორმოცდაათდღიანი მარხვის მეორე კვირა დღის მომდევნო შაბათ დღეს.

აღნიშნის თარიღი

22.11.2008
05.12.2009
27.11.2010
26.11.2011
24.11.2012
23.11.2013
22.11.2014
05.12.2015
26.11.2016
25.11.2017
24.11.2018
23.11.2019
05.12.2020
27.11.2021
26.11.2022
25.11.2023
23.11.2024
22.11.2025
05.12.2026
27.11.2027
25.11.2028
24.11.2029
23.11.2030