1geo

fb you od

მღვდელი არმაშ პოღოსიანი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

IMG 0759

მღვდელი არმაშ პოღოსიანი (საერო სახელი - ვაჰე) დაიბადა 1981 წლის 18 ნოემბერს სომხეთის რესპუბლიკის ქალაქ ეჯმიაწინში.

1988-99 წლებში სწავლობდა და დაამთავრა ქალაქ ეჯმიაწინის N 12 საშუალო სკოლა. 1999-2000 წლებში ჩაირიცხა და სწავლობდა შირაკის სასულიერო სასწავლებელში.

2000-06 წლებში სწავლობდა და დაამთავრა მთავარ საკათედრო სურბ ეჯმიაწინის გევორგიან სასულიერო სემინარია.

2006 წლის 23 თებერვალს მTავარეპისკოპოს ნერსეს პოზაპალიანის მიერ ხელდასხმულიქნა დიაკვნად.

2006 წლიდან მუშაობს მთავარ საკათედრო სურბ ეჯმიაწინის სამეურნეო განყოფილებაში სამeurნეო ნაწილის გამგის თანაშემწედ.

2007 წლის 15 აპრილს მთავარეპისკოპოს ჰოვნან ტერტერიანის მიერ ხელდასხმულიქნა მღვდლად.

2007 წლის 1 ივნისს უწმინდესისა და უნეტარესის ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის გარეგინ მეორის განკარგულებით სამსახურში დაინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიაში.

2007 წლის 1 ივნისს საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის მიერ დანიშნულიქნა სამცხე-ჯავახეთის ეპარქიალური ვიკარიატის - ნინოწმინდის რაიონის სომხების და სურბ სარგის ეკლესიის სულიერ მწყემსად, სადაც უცვლელად მსახურობს დღემდე.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

საცხოვრებელი ადგილი: სამცხე ჯავახეთი, ქ. ნინოწმინდა.