უძღები შვილის კვირა
სომეხთა სამოციქულო ეკლესიას მორწმუნეთათვის დაწესებული აქვს მონანიებისა და მარხვის პერიოდი, რომლის ყოველ კვირა დღეს, ბიბლიის რომელიმე ისტორიის შესაბამისად, აქვს თავისი სახელწოდება. დიდი მარხვის მესამე კვირა დღეს უძღები შვილის კვირა ეწოდება, ლუკას სახარების უძღები შვილის შესახებ იგავის შესაბამისად (იხ. ლუკა 15:11-32), ერთ კაცს ორი შვილი ჰყავდა. უმცროს შვილს მისი თხოვნით მამამ ქონებიდან თავისი წილი მისცა. ის წავიდა შორეულ ქვეყანაში, დაიწყო იქ უწესოდ ცხოვრება და გაფლანგა ყველაფერი. მალე იმ ქვეყანაში შიმშილობა დაიწყო. ის ღორის მწყემსად დაუდგა ერთ იქაურ კაცს და მოხარული იქნებოდა, ღორების საჭმელი რომ მაინც ჰქონოდა თავისთვის, მაგრამ იმასაც არ აძლევდნენ. გაჭირვებამ ჭკუა ასწავლა: გაახსენდა მამა, სინანული იწყო და გადაწყვიტა, მამასთან დაბრუნებულიყო და მოჯამაგირედ მაინც დასდგომოდა. ასეც მოიქცა. როცა მამამ ის შორიდან დაინახა, შეებრალა, მიეგება, გადაეხვია და კოცნა დაუწყო. შემდეგ მოსამსახურეებს უბრძანა, შეემოსათ იგი საუკეთესო ტანსაცმლით, ბეჭედი წამოეგოთ თითზე, ფეხსაცმელი ჩაეცმიათ და ლხინი გაემართათ. უფროსმა შვილმა იწყინა და არ უნდოდა სახლში შესვლა. გამოვიდა მამა მის დასაძახებლად, მაგრამ მან უპასუხა: „შენ ჩემთვის ერთი თიკანიც არ მოგიცია არასდროს, რომ მეგობრებთან მომელხინა, ხოლო მისთვის, რომელმაც თავისი ქონება გაფანტა უწესოდ, დაკალი ნასუქი ხბო“. მამამ უთხრა: „შვილო, შენ მუდამ ჩემთან ხარ და ყოველივე ჩემი შენია. ჩვენ ის უნდა გვიხაროდეს, რომ შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა. უფროსი და უმცროსი შვილები სამართლიანი და ცოდვილი სულებია, და როგორც მამა იღებს უძღებ შვილს, ისევე ღმერთი იღებს ცოდვილს, რომელმაც მოინანია. აღნიშნის თარიღი17.02.2008 |