საქართველოს სომეხთა ეპარქიაში წმინდა მირონით წყლის კურთხევის ცერემონიალი შესრულდა |
2015 წლის 11 ოქტომბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარ მის ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის განკარგულებით, ეპარქიის ეკლესიებში ახლად ნაკურთხი მირონით შესრულდა წყლის კურთხევის ცერემონიალი. ყველგან - თემებში, რაიონებსა და ქალაქებში, სულიერი მამების მიერ წყლის კურთხევას ესწრებოდა უამრავი ადამიანი. ახალციხის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიაში წყალი აკურთხა ახლად დანიშნულმა სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა თორგომ ვარდანიანმა. ახალქალაქის "სურბ ხაჩ“ ეკლესიაში საღმრთო ლიტურგიის შემდეგ წყლის კურთხევის წესი შეასრულეს დეკანოზმა ეღიშე ჰარუთიუნიანმა და მღვდელმა ტათევ მარუქიანმა, სოფელ არაკოვას „სურბ გევორგ“ ეკლესიაში - მღვდელმა თადეოს ტერ-მკრტჩიანმა. ნინოწმინდის „სურბ სარგის“ ეკლესიაში წყლის წმინდა მირონით კურთხევა განახორციელა ეკლესიის სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა არმაშ პოღოსიანმა, ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიაში კი - მღვდელმა არარატ გუმბალიანმა. ქვემო ქართლის რეგიონის სოფელ წითელის „სრბოც ავეტარანჩაც“ სამლოცველოში საკვირაო საღმრთო ლიტურგია აღავლინა და წყლის კურთხევა შეასრულა მარნეულის რაიონის და მიმდებარე სოფლების სულიერმა მოძღვარმა არქიმანდრიტმა ხორენ ჰოვანისიანმა. თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარ მის ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის საპატიო წინამძღოლობით საკვირაო საღმრთო ლიტურგია აღავლინა მღვდელმა მანუკ ზეინალიანმა. საღმრთო ლიტურგიის შემდეგ დამსწრე მორწმუნეებს მიმართა ეპარქიის წინამძღვარმა და განაცხადა, რომ 27 სექტემბერს მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში ყოველთა სომეხთა კათოლიკოს უწმინდეს და უნეტარეს გარეგინ მეორის მიერ ნაკურთხი წმინდა მირონით ამ დღეებში ყველა ეპარქიაში სრულდება წყლის კურთხევა, რითაც მორწმუნეებს გადაეცემა ეკლესიის გარშემო კონსოლიდაციის, ერთიანობის და რწმენის სიმტკიცის კურთხევა. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარ მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის წინამძღოლობით და სასულიერო პირთა მონაწილეობით წმინდა მირონით ნაკურთხი წყალი დაურიგდა ხალხს. მორწმუნეებმა განახლებული სულით, ნაკურთხი წყალი წაიღეს თავიანთ სახლებში. |