1geo

fb you od

წმინდა ეჯმიაწინის მხატვრების ნამუშევრები გამოიფინა "ჰაიარტუნ" ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

DSC041 

2015 წლის 14 ოქტომბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიხსნა „წმინდა ეჯმიაწინის მხატვრები თბილისში“ სახელწოდებით გამოფენა, რომელიც მიეძღვნა ქალაქის ტრადიციულ "თბილისობის" დღესასწაულს და გაიხსნა "მცხეთობის“ დღესასწაულის დღეს. გამოფენა იქცა „თბილისის სომეხი მხატვრები მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში“ გამოფენის გაგრძელებად. გამოფენა მოეწყო საქართველოს სომეხთა ეპარქიის საეპისკოპოსოს და ეჯმიაწინის მერიის ინიციატივით, საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირის და საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის მხარდაჭერით. გახსნის ცერემონიაზე სპეციალურად ჩამოვიდნენ სომხეთის რესპუბლიკის ეჯმიაწინის დელეგაცია, ქალაქის მერის - კარენ გრიგორიანის ხელმძღვანელობით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსი არქიმანდრიტი ბაბგენ სალბიანი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალქალაქის და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჭუაშვილი.

ეჯმიაწინის 21 მხატვრის 50-მდე ნამუშევრის დასათვალიერებლად იყვნენ მოსული როგორც სომეხი, ასევე ქართველი მხატვრები, ხელოვნებათმცოდნეები, ინტელიგენცია, ხელოვნების მოყვარული საზოგადოების წარმომადგენლები. გამოფენა გახსნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორმა, „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელმა ლევონ ჩიდილიანმა.

ფერის მეშვეობით გამოხატვის უნარი, ცხოვრების რიტმის, გრძნობების ფუნჯის მონასმით გადმოცემის ოსტატობა, ტილოების ლამაზი ჩვენება - ასე შეაფასეს გამოფენა გამომსვლელებმა - საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა რუსლან პოღოსიანმა, პოეტ- მთარგმნელმა გივი შაჰნაზარმა, მხატვარმა ნერსეს მელიქიანმა, მინიატურისტ მერუჟან შაუმიანმა, ქალაქის საკრებულოს წარმომადგენელმა მარგარიტა ხიდირბეგაშვილმა და სხვებმა. მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჭუაშვილმა კი განაცხადა ახალქალაქში მუდმივმოქმედი გალერეის გახსნის თავის განზრახვის შესახებ. ეჯმიაწინის მერმა კარენ გრიგორიანმა მადლიერების სიტყვით მიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს, წმინდა ეჯმიაწინსა და თბილისში გამოფენის ორგანიზების მისი განზრახვის განხორციელების მხარდაჭერისათვის, და მის ყოვლადუსამღვდელოესობას გადასცა გენერალ მანველ გრიგორიანის მიერ მინიჭებული მედალი"სამშობლოს დამცველთა კავშირის 20 წლის იუბილე".

ბოლოს დამსწრეები აკურთხა და მადლიერების სიტყვა თქვა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მიესალმა ეჯმიაწინის მერიის, სამცხე-ჯავახეთის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსის, ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, ასევე ეჯმიაწინიდან ჩამოსული სტუმრების დასწრებას გამოფენაზე და ხაზი გაუსვა ორი ქრისტიანი ხალხების კულტურულ მეგობრობას.

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის და სამცხე-ჯავახეთის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსის მიწვევით მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის მხატვრების ნამუშევრები ერთი თვის შემდეგ გამოიფინება ახალქალაქში.

გამოფენა „წმინდა ეჯმიაწინის მხატვრები თბილისში“ „ ჰაიარტუნ "ცენტრში გაგრძელდება 14 ნოემბრამდე.

DSC04193 DSC04194 DSC04198 

cxzcxz 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)