1geo

fb you od

ერევნის სასწავლო- სამეცნიერო ინსტიტუტის პრეზენტაცია "ჰაიარტუნ" ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

DSC04 

2015 წლის 18 ოქტომბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ „ჰაიარტუნ“ ცენტრში გაიმართა მეგობრობის სულისკვეთებით აღსავსე შეხვედრა, რომლის მიზანი იყო ახალგაზრდებისთვის კიდევ ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კარის გახსნა. ეს ტერნოპოლის ეროვნული ეკონომიკური უნივერსიტეტის (უკრაინა) ერევნის საგანმანათლებლო- სამეცნიერო ფილიალია, რომელიც სასწავლო დაწესებულებაში სწავლის მისაღებად იწვევს როგორც საჯარო სკოლების მაღალკლასელებს, ასევე ახალგაზრდებს, რომელთაც უმაღლესი განათლების მიღება აქვთ დასახული და ბაკალავრიატ დამთავრებულებს, რომელთაც პროფესიული ცოდნის გაღრმავება სურთ მაგისტრატურაში.

გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში შეკრებილნი იყვნენ სომეხი, ქართველი და უკრაინელი ახალგაზრდები, მათი მშობლები, სკოლების კურსდამთავრებულები. ღონისძიებას მათი დასწრებით პატივი დასდეს საქართველოში უკრაინის რესპუბლიკის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ნაზაროვმა, ტერნოპოლის ეროვნული ეკონომიკური უნივერსიტეტის (უკრაინა) ერევნის საგანმანათლებლო-სამეცნიერო ფილიალის დირექტორმა საჰაკ ღუდრატიანმა, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორმა ვან ბაიბურთიანმა და სხვ.

დამსწრეებს მხიარული მუსიკალური ნომრით მიესალმა ზემოაღნიშნული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტთა ტრიო.

შემდეგ დამსწრეებმა უყურეს ტერნოპოლის ეროვნული ეკონომიკური უნივერსიტეტის (უკრაინა) ერევნის საგანმანათლებლო- სამეცნიერო ფილიალის საქმიანობის შესახებ ვიდეოფილმს.

ერევნის ფილიალის დირექტორმა ბატონმა ღუდრატიანმა ისაუბრა ფილიალის დაარსების ისტორიაზე, აღნიშნა, რომ ტერნოპოლის უნივერსიტეტი დაარსდა 1966 წელს, აქვს მე-4 ხარისხის აკრედიტაცია. ამ უნივერსიტეტის დიპლომი აღიარებულია 82 ქვეყანაში და ის მონაწილეა ბოლონიის საგანმანათლებლო სისტემისა. ინსტიტუტის დირექტორმა დამსწრეებს დაწვრილებით წარუდგინა 2001 წელს ერევანში გახსნილი ამ სასწავლო დაწესებულების ფილიალი, ისაუბრა ინსტიტუტში მიღებაზე, სწავლების დონეზე, სტუდენთა ყოველდღიურობასა და მიღებულ ცოდნაზე.

ინსტიტუტის დირექტორმა უპასუხა დამსწრეთა დასმულ შეკითხვებს, რომლებიც ეხებოდა უნივერსიტეტის პროფესიებს, სწავლის საფასურს, შეთავაზებულ პრივილეგიებს, სწავლების ენასა და დიპლომს. ბატონმა ღუდრატიანმა წარადგინა ინსტიტუტის კურსდამთავრებული ხაჩიკ ფაფახჩიანი, როგორც ერევნის ფილიალის წარმომადგენელი თბილისში, და განაცხადა, რომ მიმდინარე წლის 8 ნოემბრამდე ეს სასწავლო დაწესებულება აგრძელებს მიღებას და უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენელი კოორდინირებას გაუწევს ჩარიცხვის მსურველთა ყველა საკითხს.

საქართველოში უკრაინის რესპუბლიკის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ნაზაროვმა და ერევნის საგანმანათლებლო- სამეცნიერო ფილიალის დირექტორმა საჰაკ ღუდრატიანმა დაათვალიერეს „ჰაიარტუნ“ ცენტრი, მოისმინეს ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორ ლევონ ჩიდილიანის მონაყოლი ცენტრის საქმიანობაზე. სტუმრებმა საკუთარი შთაბეჭდილებები და აღფრთოვანება გაუზიარეს „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელობას.

DSC04257 DSC04268 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)