1geo

fb you od

100 LIVES პროექტის საჩუქარი "ჰაიარტუნ" ცენტრს PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

Ales 

2015 წლის 29 ოქტომბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ „ჰაიარტუნ“ ცენტრში გაიმართა შეხვედრა ფონდ "სომხეთის განვითარების ინიციატივების“ (IDEA) 100 LIVES (100 სიცოცხლე) ინიციატივის დირექტორ - კოორდინატორ არენ აპიკიანსა და პოეტ, მუსიკოს მარინა ალესსთან.

შეხვედრა გახსნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორმა ლევონ ჩიდილიანმა. მან წარადგინა სტუმრები, ხაზი გაუსვა მათი რწმენის სიმბოლოსა და მოღვაწეობის სფეროებს. ცენტრის დირექტორმა ისაუბრა სომეხთა გენოციდის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის ღონისძიებების ფარგლებში "ჰაიარტუნ" ცენტრში გენოციდს გადარჩენილთა და საქართველოში დამკვიდრებულთა შთამომავლების სამენოვანი ისტორიების და ფოტოსურათების გამოფენაზე.

100 LIVES - 100 ცხოვრების ისტორია, რომელიც უნდა გადარჩენილ იქნას, გაიწმინდოს დავიწყების მტვერისაგან, იქცეს თაობებისათვის ხელმისაწვდომ ჭეშმარიტებად და მოსარჩელის უფლებით მსოფლიოსთვის თვალსაჩინო გახადოს გენოციდის საშინელი დანაშაული, რათა თავიდან აცილებულ იქნას ახალი გენოციდები. აღნიშნული ინიციატივის მიზანია მსოფლიოს ყველა კუთხეში ვიდეოფილმების ჩვენებით, მუსიკისა და პოეზიის საღამოების მოწყობით, წიგნებისა და ალბომების გამოქვეყნებით სომეხთა გენოციდის აღიარებისა და დაგმობის მოწოდების საქმეში წვლილის შეტანა. ეს ფონდ "სომხეთის განვითარების ინიციატივების“ (IDeA) ერთ-ერთი აქტიური პროგრამაა, თავის გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა დირექტორმა არენ აპიკიანმა.

კომპოზიტორი და პოეტი მარინე ალესიც გენოციდს გადარჩენილთა ოჯახის შთამომავალია, მან წარმოადგინა ვარდანიანების ოჯახის ისტორია. ეს ერთ-ერთია იმ 100 სიცოცხლეთაგან, რომელიც გადარჩა, გაუდგა გზას და დამკვიდრდა სამშობლოში და დღეს, როგორც აღორძინებული ხალხის შვილი, ხოტბას ასხამს თავის სამშობლოსა და ხალხს.

მარინე ალესმა ისაუბრა თავის შემოქმედებით სამყაროზე, ლექსებსა და სიმღერებზე, რომლებიც მისი სულის სიტყვაა, გულის ძახილი, ქედის მოხრა მილიონ ნახევარ წმიდანად შერაცხულ მსხვერპლთა ხსოვნის, თავისი წინაპრების საფლავების წინაშე.

შეხვედრაზე საპატიო სტუმრების სიტყვის პარალელურად ჟღერდა მარინა ალეს კომპოზიტორის სიმღერების ნიჭიერი შესრულებები, „ჰაიარტუნ“ ცენტრის სოლისტების - ანა ბადალიანის, ნინა კარაპეტიანის, „ნერსეს შნორჰალი“ საბავშვო გუნდის (ქორმაისტერი: მარინა აბულიანი, პიანისტი: კარენ მირზოიანი), რამაც დაიმსახურა ავტორის შეფასება და მაყურებლის ოვაციები.

სომხური კულტურის, კერძოდ ვოკალური ხელოვნების გავრცელების მიზანმიმართული მოღვაწეობის წახალისებისა და მხარდაჭერის ნიშნად, ფონდ "სომხეთის განვითარების ინიციატივების“ (IDEA) „100 LIVES“ პროექტის ფარგლებში "ჰაიარტუნ" ცენტრს გადაეცა ბიჭებისა და გოგონებისთვის გათვალისწინებული სომხური ეროვნული კოსტუმის 45 კოლექცია.

ნიჭიერ კომპოზიტორ მარინე ალესმა თან წაიღო გუნდის ახალგაზრდა წევრების სითბო და თბილისელ სომეხ მხატვარ თენგიზ მიკოიანცის ტილო, ძველი ქალაქის მოტივებით.

DSC04273 DSC04282 DSC04288 

DSC04298 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)