მგოსნური სიმღერის ზეიმი "ჰაიარტუნ" ცენტრში |
2015 წლის 7 ნოემბერს, მგოსნური სიმღერა და მელოდიები დანავარდებდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში. თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობმა, „ჰაიარტუნ“ ცენტრის სოლისტმა ჰენრიხ პეტროსიანმა ლამაზი განზრახვით და ცენტრის მხარდაჭერით, თბილისის სომხობას უბოძა საქველმოქმედო მხიარული და მშვენიერი საღამო, რომლის დროსაც გაიჟღერა უკვდავი მგოსნების მელოდიებმა. სოლო კონცერტი ნიჭიერმა მომღერალმა მიუძღვნა ხალხური, კერძოდ, მგოსნური სიმღერის ოსტატების ხსოვნას, ამით გამოხატა თავისი სიყვარული ეროვნული სიმღერის, გულწრფელი სიტყვისა და ხალხური ვოკლაური ხელოვნების მიმართ. პოეტ- კომპოზიტორ- შემსრულებლები მგოსან შერამი, მგოსან შაჰენი, მგოსან აშოტი ხალხური სიმღერის საწყისებთან დგანან, ხელოვნების სრულყოფილებისათვის მათ დაიმსახურეს ხალხის სიყვარული და მაღალი რეპუტაცია, გარდა ამისა, მიიღეს მგოსნის სტატუსი. ამ უკვდავთა სიმღერები იყო ჩართული ჰენტრიხ პეტროსიანის სოლო კონცერტის რეპერტუარში. მომღერალს შეუერთდნენ მისი კოლეგები - ანა პოღოსოვა-ბადალიანი, ნინა კარაპეტიანი, „ჰაიარტუნ“ ცენტრის დუდუკისა და დოლის წრეების მოსწავლეები, მასწავლებლების - რობერტ კაშავანიძის და ივანე მკრტჩიანის ხელმძღვანელობით. კონცერტს წარუძღვებოდა ლიზა თოროსიანი. კონცერტი სამი ნაწილისაგან შედგებოდა, ყოველ ნაწილს წინ უძღვოდა ყოველი მგოსნის ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი ვიდეოჩვენება, რითაც ერთხელაც წარუდგენდა მაყურებელს ერის შვილების ნიჭს, თავდადებასა და ოსტატობას. კონცერტს ამშვენებდა „ჯეირან“ (ქორეოგრაფი: სვეტლანა ერიციანი) და „ანი“ (ქორეოგრაფი: ანგელინა ნაზარიან-ქოჩიან) ქორეოგრაფიული ანსამბლების გამოსვლა, სოლისტების - ალა ტონოიანის და ლიანა მარგარიანის მშვენიერი ცეკვით. კონცერტი იქცა ხალხური სიმღერის შენარჩუნების, გავრცელებისა და თაობების საკუთრებად ქცევის მოწოდებად. |