1geo

fb you od

გაიანე ხაჩატრიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

DSC04 

"გაიანე ჩვენ გვერდითაა ..." - ასეთ სათაურს ატარებდა 2015 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გახსნილი გამოფენა, რომელიც მიეძღვნა თბილისელი ნიჭიერი მხატვრის გაიანე ხაჩატრიანის ხსოვნას. გამოფენის ინიციატორი საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრი და საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირი იყო, "შენ" ასოციაციის მხარდაჭერით. გაიანე ჩვენ გვერდით აღარაა ფიზიკურად, მაგრამ ის ჩვენ გვერდითაა სხვადასხვა დროს შექმნილი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრებით, სხვადასხვა დროს გადაღებული ფოტოსურათებით, მხატვრისადმი მიძღვნილი სატელევიზიო გადაცემებიდან გაჟღერებული სიტყვითა და მოგონებებით მის შესახებ.

საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირის თავმჯდომარე მერუჟან შაუმიანმა ისაუბრა უსაზღვრო წარმოსახვის, გამომხატველობითი დიდი ძალის და განზოგადების უნარის მქონე უნიკალური მხატვრის შემოქმედებით გზაზე და მადლიერების სიტყვით მიმართა ედუარდ მესროპიანს, გოჰარ მაზმანიანს, სუსანა ხაჩატრიანს, ესაი აბოვიანს, მიქაელ ავაგიანს და სხვებს, როელთა კერძო კოლექციებიდან გაიანეს ნამუშევრებიც გამოიფინა „ჰაიარტუნ“ ცენტრში.

გაიანემ ფერწერული ნამუშევრებით გადმოგვცა თავისი არსება - ყველას დანახვის და ყველასთვის თავისი სიყვარულის და განსაკუთრებული მიდგომის შინაგანი ძალით. მის ნახატებს ახასიათებს ადამიანის შინაგან სამყაროში შეღწევა, მასში წვდომა და უსასრულობაში გადაყვანა. მისი ნამუშევრები ემოციურია, ფილოსოფიური და დამთვალიერებლებში იწვევს ფიქრის, ანალიზის და დარწმუნების სურვილს, - ამ თვისებებს გაუსვეს ხაზი გამოსვლებში მომხსენებლებმა: პოეტ-მთარგმნელმა გივი შაჰნაზარმა, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორმა ვან ბაიბურთიანმა, საქართველოს სომეხთა კავშირის თავმჯდომარე ჰენრიხ მურადიანმა, თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობმა რომან მათიაშვილმა, პოეტ-მთარგმნელმა ანაჰიტ ბოსტანჯიანმა, ფოტოგრაფმა იური მეჩიტოვმა, თბილისის სომეხთა კავშირის თავმჯდომარე მიხაელ თადევოსოვმა და სხვებმა.

 თბილისში დაბადებულმა მხატვარმა თავისი ცხოვრება გაატარა ამ მრავალფეროვან და კოლორიტულ ქალაქში, რომლის დინამიკა და რიტმი გაიანეს შემოქმედებითი მუზა იყო. ხატვის, შემოქმედების ნიჭი მას გადმოეცა აგულისელი მშობლებისაგან და აგულისის, სამშობლოს და ერის მიმართ მისი დიდი სიყვარულით და სიამაყით, რაც გაიანეს მთელი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი თავის გამოსვლაში შეეხო თბილისის ფერწერის სკოლას, სომხურ მრავალსაუკუნოვანი და მდიდარი კულტურის ისტორიაში შესულ ამ სკოლის გამოჩენილ მოღვაწეებს, რომელთაგან ერთ-ერთი გაიანე ხაჩატრიანია. წინამძღვარმა მაღალი შეფასება მისცა მსგავს ღონისძიებებს, ერის ღირსეული შვილების ხსოვნის უკვდავსაყოფად, გაიანე კი თავისი რწმენით, მსოფლმხედველობით, შემოქმედებით თავისი ხალხის სიამაყეა.

გაიანე ხაჩატრიანის შექმნილი 700-მდე ნამუშევარი დაცულია მსოფლიოს პრესტიჟულ გალერეებში და კერძო კოლექციებში, მათ შორის 100-ზე მეტი - საქართველოს კინოსა და თეატრის მუზეუმში. გაიანეს საპატიო ადგილი უკავია საქართველოს 50 ღირსეულ ქალბატონთა სიაში.

DSC04583 DSC04586 DSC04594 

DSC04598 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)