1geo

fb you od

ალექსანდრე მანთაშევის სახელობის ცენტრის გახსნა ბათუმში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

DSC 

2015 წლის 5 დეკემბერს, ბათუმში ოფიციალურად გაიხსნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ალექსანდრე მანთაშევის სახელობის საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრი.

საზეიმო ცერემონიას ესწრებოდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის დელეგაცია, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მის ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის ხელმძღვანელობით და ამ დღესთან დაკავშირებით ბათუმში სპეციალურად ჩასულ ჯინიშიან ფონდის ხელმძღვანელობა და საზოგადოების წევრები.

ცენტრის გახსნას მათი დასწრებით პატივი დასდეს საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იური ვარდანიანმა, აჭარაში, გურიასა და იმერეთში სომხეთის რესპუბლიკის გენერალურმა კონსულმა არამ გრიგორიანმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა.

ცენტრის შენობა შეძენილ იქნა სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის, კერძოდ, დიასპორის სამინისტროს მატერიალური მხარდაჭერით, სარემონტო სამუშაოები შესრულდა ჯინიშიან ფონდის შემოწირულობით, ინტერიერი მოეწყო საქართველოს სომეხთა ეპარქიის საეპისკოპოსოს და „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის მრევლის მატერიალური სახსრებით.

ცერემონია გახსნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის აჭარის, გურიისა და იმერეთის სომხების სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა არარატ გუმბალიანმა. ბათუმის სომხურ სათვისტომოს წარმომადგენლებს ცენტრის გახსნა მიულოცეს საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ჯინიშიან ფონდის დირექტორმა. გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს ცენტრის მშობლიური ენის შენარჩუნების, ეროვნული კულტურის განვითარების, სომეხი ადამიანის იდენტობის თაობებისთვის გადაცემის, სომხურ- ქართული მეგობრობის გაღრმავებისკენ მიზანმიმართულ საქმიანობას. მადლიერების სიტყვებმა გაიჟღერა როგორც სომხეთის, ასევე საქართველოს ხელისუფლების მისამართით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის საგანმანათლებლო და კულტურული მოღვაწეობის მხარდაჭერისათვის.

ფერადი ბუშტებით და ლამაზი ყვავილებით მორთული ცენტრის ლენტის გაჭრისა და კედლის საინფორმაციო დაფის გახსნის შემდეგ, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამღვრის საპატიო წინამძღოლობით, შესრულდა ცენტრის კურთხევის ცერემონია.

ახლად შექმნილი ცენტრის დირექტორმა სონა ჰოვანისიანმა სტუმრებს წარუდგინა სულ რამდენიმე თვის წინ ჩამოყალიბებული ალექსანდრე მანთაშევის სახელობის ცენტრის სამუშაოები. ცენტრში მოქმედებს „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ საბავშვო ბაღი, 33 პატარა სომეხი აღსაზრდელით, „სურბ მესროპ მაშტოც“ სომხური ენის სწავლების ერთდღიანი სკოლა, ორი კლასით, 50-ზე მეტი მოწაფით, „ჩვენი მომავალი“ ახალგაზრდული კავშირი, „აღბიურ“ სიმღერის, „ჰეღნარ“ ცეკვის, მხატვრული კითხვის და დრამატული წრეები, ელექტრონული მედია საშუალება, ფსიქოლოგიური კურსები და ა.შ. ნაჩვენები იქნა ცენტრის შენობის შექმნის პროცესის ამსახველი სლაიდები და სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის მინისტრის, ჰრანიშ აკოფიანის, ვიდეომიმართვა ცენტრის პერსონალისა და ბათუმის სომხური სათვისტომოსადმი, რომელშიც იგი ულოცავს მათ, კეთილი სურვილებით.

ცენტრის აღსაზდელების ძალებით და მასწავლებლების ძალისხმევით მომზადებული ლიტერატურული და მუსიკალური მონტაჟი ეროვნული სულისკვეთებით, პატრიოტული აღზრდის ნათელი მაგალითი იყო.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორმა, „ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორმა ლევონ ჩიდილიანმა ცენტრს გადასცა სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის სამინისტროს საჩუქარი, "ჰაიარტუნ" ცენტრისგან - თბილისელი სომეხი მინიატურისტების - გოჰარ ჰაკობიანისა და მერუჟან შაუმიანის ნამუშევრები.

12304513 847652922021371 8408967222373326679 o 12291732 847653052021358 1849650879697669157 o 12362781 847650045354992 8424213786189473679 o 

12314555 847656058687724 1084578975764542253 o 12356746 847661045353892 5698141918510488421 o 12314307 847663082020355 6082537837019325149 o 

12339610 847652088688121 1189459643753819967 o 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)