1geo

fb you od

წიგნ-ალბომების პრეზენტაცია „სურბ გევორგ“ ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, არტ ჰოლში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

sgc 

საქართველოს სომეხთა ეპარქიისა და ფონდ "სომხეთის განვითარების ინიციატივების“ (IDEA) ინიციატივით და „ჰაიარტუნ“ ცენტრის მხარდაჭერით, 2015 წლის 11 დეკემბერს, თბილისის სურბ გევორგის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, არტ ჰოლში გაიმართა „Surb Gevorg Cathedral. ფრესკები“, " საიათნოვა: ლირიკა“ და" ქართლის დედოფალი შუშანიკი“ წიგნ-ალბომების პრეზენტაცია, რომლსაც ესწრებოდნენ თბილისში მოქმედი ბიბლიოთეკებისა და სამხატვრო გალერეების ხელმძღვანელები, კულტურისა და ხელოვნების სომეხი და ქართველი მოღვაწეები, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები, სომხეთიდან ჩამოსული სტუმრები.

წიგნები გამოქვეყნდა ფონდ "სომხეთის განვითარების ინიციატივების“ (IDEA) მიერ და ეძღვნება საქართველოს სომეხთა ეპარქიის საკათედრო ტაძრის - „სურბ გევორგ“ ეკლესიის, რეკონსტრუქციას. წიგნ-ალბომები სიმბოლოა იმ საერთო კულტურული ღირებულებებისა, რომლებიც აერთიანებენ სომეხ და ქართველ ხალხებს.

წიგნი-ალბომი "ქართლის დედოფალი შუშანიკი“ მიეძღვნა ვარდან მამიკონიანის ასულის, წმინდა შუშანიკის, მარტვილობას. წმინდა შუშანიკმა ყველა ის განსაცდელი და ტანჯვა გადაიტანა, რასაც განიცდიდდნენ ქრისტიანული სომხეთი და საქართველო, რწმენისა და თვითმყოფადობის შენარჩუნების გზაზე. წიგნ-ალბომის ავტორების - სომხეთის ესთეტიკის ეროვნული ცენტრის გენერელური დირექტორის - ლევონ იგითიანისა და ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ ჰაირაპეტ მარგარიანის ინიციატივით, საქართველოს ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სამხატვრო გალერეის აღსაზრდელებმა და არცახის ახალგაზრდა ხელოვანებმა წმინდა შუშანიკის ცხოვრების ამბავი წარმოადგინეს ფერებისა და ნახატების მეშვეობით. მათმა ნამუშევრებმა ადგილი ჰპოვა ალბომში.

 საკმაოდ უნიკალური მიდგომაა გამოყენებული "საიათნოვა. ლირიკა“ ალბომის შემთხვევაში: ილუსტრაციების მეშვეობით წიგნში „შექმნილია“ ძველი თბილისის ატმოსფერო.

მესამე, „Surb Gevorg Cathedral. ფრესკები“, ალბომში შესულია სურბ გევორგ“ ტაძრის ფრესკები, რომლებიც ეკუთვნის ჰოვნათანიანების სხვადასხვა თაობას, გევორგ ბაშინჯაღიანს, სხვა უცნობ მხატვრებს, და რომლებიც ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს სომხური მონუმენტური ფერწერის უნიკალურ ნიმუშებად.

წიგნ-ალბომების პრეზენტაციას მიესალმა ფონდ IDеА-ს დირექტორის მოადგილე სერგეი თანთუშიანი. გამომსვლელმა „სურბ გევორგ“ ეკლესიის რეკონსტრუქცია შეაფასა ფონდის უმთავრეს და მაღალ დონეზე განხორციელებულ საერთაშორისო პროექტად და საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორს, ლევონ ჩიდილიანს, ცენტრის ბიბლიოთეკისთვის გადასცა წიგნ-ალბომების კრებული.

თავიანთ გამოსვლებში, პოეტ- მთარგმნელმა გივი შაჰნაზარმა, მხატვარმა ირენა ოჰანჯანიანმა საქართველოში სრ საელჩოს მრჩეველმა კარენ მელიქიანმა და სხვებმა მაღალი შეფასება მისცეს ალბომების გამოცემას, რომელიც განხორციელდა სომეხი, ქართველი, რუსი და ინგლისელი რედაქტორებისა და დიზაინერების ერთობლივი ძალისხმევით და მიეძღვნა ქრისტიანული რწმენის, მშვენიერის, სიყვარულისა და მეგობრობის იდეების მარადიულობას.

თბილისის ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეის დირექტორმა ლია გორგაძემ მადლიერებით აღნიშნა გალერეის აღსაზრდელების ნამუშევრების ჩართვა ალბომში და ხაზი გაუსვა ბავშვობიდანვე ურთიერთპატივისცემისა და სიყვარულის სულისკვეთებით თაობების აღზრდას.

პრეზენტაციის შემაჯამებელ გამოსვლაში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა მადლიერების სიტყვით მიმართა ფონდ IDеА-ს და ერის ღირსეულ შვილებს - რუბენ ვარდანიანსა და მის მეგობრებს, რომელთა შემოწირულობით აღდგენილი სურბ გევორგის ტაძარი ახლებურად აგრძელებს სულიერი, ეროვნული, კულტურული ცენტრის თავის მისიას. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ მაღალი შეფასება მისცა ფონდ IDеА -ს კულტურული პროგრამების პასუხისმგებელ, წიგნების გამოცემის პროგრამის ხელმძღვანელ ელეონორა მალხასიანის სანუკვარ სამუშაოს, კერძოდ სამი წიგნ-ალბომის გამოცემას და პრეზენტაციას.

ფრესკების ალბომი გამოიცა ოთხ ენაზე - სომხურ, ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე, ხოლო დანარჩენი ორი ფოტოალბომი სამენოვანია - სომხური, ქართული და რუსული. წიგნი-ალბომები გამოიცა "ნუშიკიან პრინტ“ გამომცემლობაში.

ფონდმა ყველა სტუმარს საჩუქრად გადასცა ალბომები.

DSC04702 DSC04704 DSC04711 

DSC04713 DSC04717 DSC04727 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)